ტეგების არქივი: CBN

დევიდ იუბენკი – მისიონერი სამხედრო წარსულით

დღევანდელ მსოფლიოში გმირის მნიშვნელობა დაკნინებულია. გმირს უწოდებენ მას, ვინც ბურთს შორი მანძილიდან დაიჭერს, ან ოლიმპიურ რეკორდს მოხსნის.

დეივ იუბენკი არის ამერიკის ჯარების ყოფილი მებრძოლი, რომელიც მისიონერი გახდა. ახლა ის ეხმარება ყველაზე რთულ ვითარებაში მყოფ ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ზოგიერთი ამბობს, რომ ის ამერიკის გმირია, ის ბევრისთვის არის სამაგალითო პიროვნება თავისი კარგი სამხედრო წარსულის გამო.


თარგმანი: თიკა სხირტლაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

გახმოვანება: ნატალია ჩიქოვანი; გუჯა ჩაჩანიძე

მონტაჟი: მათე თხელიძე


CBN: ასია ბიბი თავშესაფრის მოლოდინში

მსოფლიო ქრისტიანული ახალი ამბები:

  • ასია ბიბი თავისუფალია, მაგრამ ხელისუფლების განცხადებით, ის კვლავ პაკისტანში იმყოფება. ბიბი და მისი ოჯახი პაკისტანის დედაქალაქში გადაიყვანეს. ზოგი ფიქრობდა, რომ ის მალე დატოვებდა ქვეყანას, მაგრამ ასია ბიბი კვლავ ელოდება თავშესაფარს. მას ცოტა ხნის წინ მოუხსნეს ბრალდება ისლამის წინააღმდეგ მკრეხელობის შესახებ და ამან ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. ბიბის ადვოკატები ამბობენ, რომ მან უკვე შეავსო განაცხადი ნიდერლანდებში თავშესაფრის მოთხოვნით.
  • ასევე, კამერუნის პრესვიტერიანული ეკლესიიდან გატაცებული 79 მოსწავლე გაათავისუფლეს. გაურკვეველმა შეიარაღებულმა ჯგუფმა გასულ კვირას გაიტაცა ბავშვები. ეკლესიის წინამძღვარმა დაადასტურა, რომ ბავშვები უკან დააბრუნეს და მათ დაღლილობა ეტყობოდათ ფსიქოლოგიური წნეხის გამო. სკოლის ორი თანამშრომელი კვლავ ტყვეობაში იმყოფება. სკოლა უნდა დაიხუროს უსაფრთხოების არარსებობის გამო.

CBN-ის ექსკლუზიური რეპორტაჟი ბილი გრემის დაკრძალვის ცერემონიალიდან

გასულ კვირას ამერიკა გამოეთხოვა მახარებელ ბილი გრემს, პრეზიდენტი ტრამპი და რელიგიური ლიდერები ჩავიდნენ შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინაში, რათა გრემის ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ყოფილიყვნენ დაკრძალვის ცერემონიალზე. კაპიტოლიუმში მის ხსოვნას პატივი მიაგეს ქვეყნის ლიდერებმა და ახლა ის განისვენებს თავისი საყავრელი მეუღლის რუთ გრემის გვერდით.

ტრამპის „სულიერი ბიოგრაფია” – СBN-ის ჟურნალისტი თეთრ სახლში

რა სწამს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღმერთის, იესო ქრისტესა და ბიბლიის შესახებ? ამ კითხვაზე პასუხის მიღება ბევრ ადამიანს სურს. სიბიენის მთავარმა პოლიტიკურმა კორესპონდენტმა თეთრ სახლში, დევიდ ბროუდიმ დაწერა წიგნი სახელწოდებით „დონალდ ტრამპის რწმენა – სულიერი ბიოგრაფია“.

CBN -ის ექსკლუზიური რეპორტაჟი ნანგრევებად ქცეული მოსულიდან

სამი წლის განმავლობაში ქ. მოსული ისლამური სახელმწიფოს შტაბ-ბინა გახლდათ. დღეს აქ მხოლოდ ნანგრევებია. СBN NEWS – მა გადაიღო ის ადგილი, სადაც ყველაზე გააფრთებული ბრძოლა გაიმართა ISIS-ის წინააღმდეგ.

„სუპერწიგნი“ დაბრუნდა იაპონიის სატელევიზიო ეთერში

იაპონელმა ბავშვებმა პირველად უყურეს სუპერწიგნს მას შემდეგ, რაც ის პირველად იქნა ნაჩვენები 1981 წელს, როცა ერთდროულად, 8 მლნზე მეტმა ადამიანმა უყურა სუპერწიგნს იაპონიის სატელევიზიო ეთერში, ხოლო ბიბლია ბესტსელერად იქცა ქვეყანაში.

1980-იანი წლების დასაწყისში იაპონელებმა შეწყვიტეს „სუპერწიგნის“ ჩვენება, მაგრამ სამი ათწლეულის შემდეგ, მულტფილმის ახალი სერიები კვლავ დაბრუნდა იაპონიის ნაციონალური ტელევიზიის ეთერში გასულ შობას.

„სუპერწიგნი“ გახლავთ სატელევიზიო ქრისტიანული ანიმაციური სერიალი, რომელიც შეიქმნა იაპონური კომპანია Tatsunoko Productions და ამერიკული ქრისტიანული სამაუწყებლო ქსელის Christian Broadcasting Network (CBN) მიერ.

თავისი არსებობის 30 წლის განმავლობაში მულტფილმი „სუპერწიგნი“ ნაჩვენები იქნა 106-ზე მეტ ქვეყანაში და ითარგმნა 43-ზე მეტ ენაზე.

დღეს უკვე შექმნილია მულტფილმის ახალი სერიები.

პირველი სეზონი ქართულ ენაზე გაახმოვანა Jesus.Ge STUDIO – მ, რომელსაც მალე იხილავს მაყურებელი ეკრანებზე.