ტეგების არქივი: წითელი ოთხშაბათი

„წითელი ოთხშაბათი” – დიდ ბრიტანეთში დევნილ ქრისტიანებს იხსენებენ

22 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში საჯარო დაწესებულებები, ეკლესიები და სკოლები წითელ ფერში განათდა იმ ადამიანთა მხარდასაჭერად, რომლებიც საკუთარი რელიგიის გამო განიცდიან დევნასა და უსამართლობას.

აქცია კათოლიკური საქველმოქმედო ფონდის „გასაჭირში მყოფი ეკლესიის დახმარების“  ინიციატივით უკვე მეორე წელია ტარდება. დღეს წითელ ფერში განათდა ვესტმინსტერის სასახლე, ვესტმინსტერის სააბატო , კათოლიკური კათედრალი და ასევ სხვა საჯარო დაწესებულებები იმის აღსანიშნავად, რომ  ეკლესიას უნდა ახსოვდეს მსოფლიოს ის ნაწილები, სადაც რელიგიის თავისუფლება სულ უფრო და უფრო იზღუდება.

აქციის მიზანია მხარდაჭერა გამოხატოს საკუთარი რწმენის გამო დევნილების მისამართით, კიდევ ერთხელ უთხრას „არა” ძალადობას და შევიწროვებას, რომელიც რელიგიის სახელით ხორციელდება.

აქციაში მონაწილე ადამიანები სოლიდარობას წითელი ფერის სამოსის ჩაცმით გამოხატავენ, ლონდონში კი დღეს, სპეციალური მარშრუტით გაივლის წითელი ავტობუსი, რომელზეც იქნება წარწერა: „დავდგეთ რწმენისთვის და თავისუფლებისთვის.” ავტობუსი ლონდონის ღირსშესანიშნაობებთან  შეჩერდება, თავის სვლას კი წითლად განათებულ ვესტმისნსტერის სააბატოსთან დაასრულებს.

წყარო