ტეგების არქივი: ჩინეთი

CBN: ქრისტიანების ყოფა კომუნისტურ ჩინეთში

ბოლო ათწლეულებში მილიონობით ჩინელი შემობრუნდა ქრისტესკენ. ჩინეთის ახალი პრეზიდენტი სი ძინპინი ეკლესიის ზრდას კომუნისტური პარტიისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, “CBN ნიუსმა” გააშუქა ე.წ. იატაკქვეშა ეკლესიების დიდი ზრდა ჩინეთში. ამ ოფიციალურად ათეისტურ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გაქრისტიანდა. ექსპერტების განცხადებით, ის, რაც ახლა ხდება ჩინეთში, უპრეცედენტო გამოღვიძებაა, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყნის ყველა კუთხეს შეეხო და 2030 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი იქნება. მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტს ეკლესიათა ზრდის შეჩერება სურს.

2012 წელს მმართველობაში მოსვლისთანავე სი ძინპინმა ბრძანა ყოველი საოჯახო შეკრების დახურვა, რომელიც არ კონტროლდებოდა კომუნისტების მიერ.

მაშინ, როცა ქვეყანაში ნადგურდება ბიბლიები, იწვება ჯვრები, ქრისტეს გამოსახულებები იცვლება პრეზიდენტის გამოსახულებით, ვანგ ი, ერთ-ერთი ხუცესი, რომელიც დააკავეს, თამამად აცხადებს, რომ პრეზიდენტის ღვთიური სტატუსი მისთვის მიუღებელია და რომ ის თავის რწმენას შეინარჩუნებს, ამავდროულად, არ დაემორჩილება კანონს, რომელიც ბიბლიის წინააღმდეგ წასვლას აიძულებს.

CBN: ჩინეთში იატაკქვეშა ეკლესიების რიცხვი იზრდება

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ოფიციალურად კომუნისტური ქვეყანაა, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ეკლესიის დრამატული ზრდა შეინიშნება. ახლა კი ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება.

დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო ხელისუფლებამ ეკლესიის აქტიურად შევიწროება, როცა აღმოსავლეთში მდებარე ჰუნანის პროვინციაში ადგილობრივმა ხელისუფლებმა დაიწყეს ეკლესიებში შეჭრა და ჯვრების ჩამოღება.

თავდაპირველად, ეკლესიების საწინააღმდეგო ჰქონდათ ის, რომ მათ არ ჰქონდათ იმ შენობების გამოყენების უფლება, სადაც იკრიბებოდნენ, რომ ეს შენობები არ აკმაყოფილებდა გარკვეულ მოთხოვნებს და ბულდოზერებით მოდიოდნენ, ეკლესიების შენობებს ანგრევდნენ. იგივე პროცესი გაგრძელდა აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინციებში, სადაც ჭარბად არის ქრისტიანული მოსახლეობა.

თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ჩინეთის მთავრობა აგრესიულ კამპანიას აწარმოებს არა მხოლოდ ქრისტიანების, არამედ ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა მიმართ, იქნებიან ისინი მუსლიმანები, ბუდისტები თუ სხვა. მხოლოდ 24 თვის წინ გამოსცეს ეგრეთ წოდებული „თეთრი ფურცელი“, რომლითაც ჩინეთის მოქალაქეებს ეძლევათ მითითებანი, როგორ შეუძლიათ საკუთარი რწმენის აღიარების გამოხატვა სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ყველა აღმსარებლობის ადამიანზე დიდი ზეწოლა ხორციელდება.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩინეთში ქრისტიანების მასობრივი დევნა დაიწყო

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩინეთმა აგრესიული კამპანია წამოიწყო ქრისტიანობის წინააღმდეგ.
სამიზნედ იქცა ქრისტიანთა სამლოცველო სახლები. ანადგურებენ ჯვრებს, ეკლესიებს, წვავენ ბიბლიებს და აპატიმრებენ ხუცესებს.

ჩინელ მისიონერს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მიანმარში ბიბლიების გადატანის გამო

ჩინელ მისიონერს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს იმისათვის, რომ მას ჩინეთიდან მიანმარში გადაჰქონდა ბიბლიები.

ჩინელმა აგენტებმა ჯონ ჩაო 2017 წლის მარტში დააკავეს. ის 11-ჯერ ჩავიდა მიანმარში, ბოლო წლების განმავლობაში. ხუცესი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, მისი ოჯახი ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობს.

ჩინეთში ბიბლიის ონლაინ ყიდვა აიკრძალა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ბიბლიის გაყიდვა ინტერნეტ-მაღაზიებში აკრძალა. გამოცემა UCA News-ის ცნობით, ამჟამად ბიბლიის ონლაინ  შეძენა შეუძლებელია, ისეთ დიდ პორტალებზეც კი, როგორიცაა Taobao ან Amazon-ი.

ჩინეთში ბიბლიას მანამდე მხოლოდ ოფიციალურ ქრისტიანულ ეკლესიებში ყიდდნენ, თუმცა ინტერნეტში მის გავრცელებაზე მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა.

სამშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ჩინეთში 38 მლნ პროტესტანტი და 6 მლნ კათოლიკეა.
ზოგიერთი გამოთვლით კი 90 მლნ ქრისტიანია ჩინეთში.

ჩინელი მისიონერის ორკვირიანი ტურნე მოტოციკლით (რეპორტაჟი)

მენგ ჟინგ ჰუი ახალგაზრდა ჩინელი მისიონერია, მან ჩინეთის ათ ქალაქში მოტოციკლით იმოგზაურა და ორი კვირის განმავლობაში სახარებას ქადაგებდა კომუნისტური ჩინეთის სხვადასხვა ადგილას.

ჩინეთში ქრისტიანული ეკლესია ააფეთქეს

ჩინეთში ქრისტიან-ევანგელისტების ეკლესია ააფეთქეს, რომელიც ქალაქ ლინფენში 2009 წელს შემოწირული თანხით ააშენეს. დანგრევის მიზეზს, ჩინეთის ხელისუფლება არ ასახელებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, შენობა უკანონოდ ჩაითვალა. ლინფენის ეკლესია, ბოლო წლების განმავლობაში მეორეა, რომელიც ააფეთქეს. გასული წლის დეკემბერში, ოფიციალური მიზეზის გარეშე დაანგრიეს კათოლიკური ეკლესია პროვინცია შენსიში.

წყარო

ჩინეთში ქრისტიანული აკადემია უმიზეზოდ დახურეს

ჩინეთის პროვინცია ჰენანში, მთავრობის განკარგულებით, ქრისტიანული აკადემია დაიხურა. მათი თქმით, აკადემიაში მასწავლებლები სტუდენტებს „ტვინს ურეცხავდნენ”.

გამოცემა ChinaAid წერდა, რომ ჯერ კიდევ ივლისში მასწავლებელი ჩჟუ აცხადებდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტიდან მიიღო გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დაეტოვებინა სამსახური, რადგან აკადემიას მალე დახურავდნენ.

ოფიცრებმა სასწავლებელს ჩამოართვეს რელიგიური ლიტერატურა, სასწავლო დაწესებულების კუთვნილი კომპიუტერი და სხვა ნივთები, რის შემდეგაც აკადემია დახურეს. ეკლესია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა არ იყო აკრძალული ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ.

როგორც ცნობილია, ექსტრემიზმთან ბრძოლის ფარგლებში, ჩინეთში  2018 წლის 2 თებერვლიდან  რელიგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ჩინეთში შეიზღუდება რელიგიური შეკრებები, რელიგიური თემების განხილვა ინტერნეტით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება, რელიგიურ სემინარებზე საზღვარგარეთ გამგზავრება და ღვთისმსახურება იმ ადგილებში, რომლებიც რეგისტრირებული არ არის. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უკონტროლო ქრისტიანობა (ქრისტიანთა რიცხვი ჩინეთში უტოლდება კომუნისტური პარტიის წევრთა რიცხვს) ქვეყნის სტაბილურობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც ჩანს, კანონის ამოქმედებამდე, ჩინეთის კომუნისტური მთავრობა ქრისტიანობასთან საბრძოლველად ქმედით ნაბიჯებს უკვე დგამს.

წყარო

ჩინეთი, რელიგიასთან მიმართებით, ახალ, მკაცრ შეზღუდვებს ადგენს

ექსტრემიზთან ბრძოლის ფარგლებში, ჩინეთში  2018 წლის 2 თებერვლიდან ძალაში შევა ახალი შეზღუდვა რელიგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

The Gospel Herald ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთში შეიზღუდება რელიგიური შეკრებები, რელიგიური თემების განხილვა ინტერნეტით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება, რელიგიურ სემინარებზე საზღვარგარეთ გამგზავრება და ღვთისმსახურება იმ ადგილებში, რომლებიც რეგისტრირებული არ არის.

„კოლექტიურმა და ინდივიდუალურმა რელიგიურმა საქმიანობამ არ უდნა წარმოქმნას კონფლიქტები და აზრთა სხვადასხვაობა განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებში“, – ნათქვამია დადგენილებაში.

ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უკონტროლო ქრისტიანობა (ქრისტიანთა რიცხვი ჩინეთში უტოლდება კომუნისტური პარტიის წევრთა რიცხვს) ქვეყნის სტაბილურობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ამავდროულად, ჩინეთში მცხოვრები ქრისტიანები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ახალი დადგენილების მიმართ. ისინი ფიქრობენ, რომ დევნისა და შევიწროების დროს სახარება მეტი სისწრაფით და ძალით ვრცელდება ქვეყანაში.

წყარო

თარგმანი: ბაჩუკი დოდაშვილი

რედაქტორი: მანანა ტვინიკაძე

ჩინეთში ხუცესი დააპატიმრეს სიმღერისთვის „იესოს უყვარხარ შენ“

ჩინეთში კვლავ გრძელდება ქრისტიანების დევნა მათი რწმენის დემონსტრაციის გამო. გასულ კვირას ტაივანელი ხუცესი სიუ რუნჯანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სხვა ქრისტიანებთან ერთად მღეროდა ქრისტიანულ სიმღერას „იესოს უყვარხარ შენ“.

შემთხვევა  ჰენანის პროვინციაში, ჯენჯოუში მოხდა. ამ პროვინციის მაღალჩინოსნების განცხადებით, სიმღერა  „იესოს უყვარხარ შენ“, შედის „უკანონო რელიგიურ საქმიანობათა“ სიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ხუცესი იმავე დღეს გაათავისუფლეს, ორი დღის განმავლობაში მისთვის არ დაუბრუნებიათ დოკუმენტები და მგზავრობის ნებართვა. ასევე, არავის განუმარტავს, თუ რატომ იყო სიმღერა „იესოს უყვარხარ შენ“ უკანონო.

მსგავსი შემთხვევები სულ უფრო ხშირდება ჩინეთში. ბევრი ქრისტიანი დაპატიმრებულია. თებერვალში ხუთ ქრისტიანს მიესაჯა სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა. მათდამი ბრალდება კი „აკრძალული ქრისტიანული წიგნების“ შეძენა და მათი გაყიდვა გახლდათ.

დევნილ ქრისტიანთა უფლებათა დამცველი რამდენიმე ორგანიზაცია იტყობინება, რომ ჩინეთში ქრისტიანებს მთავრობის მხრიდან საფრთხე ემუქრებათ. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სდევნიდა ქრისტიანებსა და ქრისტიანულ ეკლესიებს. აპატიმრებენ მრავალ ადამიანის უფლებათა დამცველსა და ხუცესს, ბევრი მათგანი კი პატიმრობაში იღუპება კიდეც.

 

წყარო