ტეგების არქივი: შობა

საშობაო სურვილებით სავსე ბუშტი და მექსიკელი გოგონას ასრულებული ნატვრა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ისტორია 8 წლის მექსიკელი გოგონას შესახებ, რომელმაც სასურველი საშობაო საჩუქრების სია ბუშტს მიაბა და გაუშვა.

ბუშტი აშშ-ის საზღვარზე გადაფრინდა. ის 15 დეკემბერს 60 წლის არიზონელმა კაცმა, რენდი ჰეისმა, იპოვა. წერილში მითითებული იყო გოგონას სახელი, დაიამი, და ესპანურ ენაზე ჩამოთვლილი იყო 10 სასურველი საჩუქარი. რენდი მიხვდა, რომ ბუშტი საზღვარზე გადმოფრინდა. ის საზღვრის გადაღმა მდებარე ქალაქის, ნოგალესის რადიოს დაუკავშირდა.

რადიომ მისი ისტორია გადმოსცა და მალე მათ გოგონას ოჯახი დაუკავშირდა. რენდიმ და მისმა მეუღლემ დაიამის და მის უმცროს დას, 4 წლის ხიმენას საჩუქრები ჩაუტანეს.

რენდი ჰეისი ჰყვება, რომ მისი ერთადერთი ვაჟი 9 წლის წინ გარდაიცვალა და მისთვის შობის ბავშვებთან ერთად აღნიშვნა დიდი ბედნიერებაა.

“საზღვარზე 6-მეტრიანი კედელი და მავთულხლართებია, მაგრამ ვერაფერი შეაჩერებს ბავშვის რწმენას და საშობაო სურვილებს.” – ამბობს რენდი.

La familia que encontró un globo con una cartita para Santa en las montañas de Patagonia hace entrega de regalos a la niña Dayami de 8 años, quien aventó ese globo el fin de semana cuando se encontraba con unos primos en la colonia Del Rosario.

Posted by Cesar Barron N on 2018 m. gruodžio 20 d., ketvirtadienis

 

წყარო

ჩრდილოეთ კორეაში შობის ნაცვლად კიმ ჩენ ინის ბებიის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

ჩრდილოეთ კორეაში 25 დეკემბერს შობის ნაცვლად კიმ ჩენ ინის ბებიის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. კიმ ჩენ სუკი კომუნისტური რესპუბლიკის დამაარსებლის კიმ ირ სენის პირველი ცოლი იყო. მიიჩნევა, რომ ის 1917 წელს, შობის დღესასწაულზე დაიბადა.

კიმ ჩენ ინის ბებიის იუბილესთან დაკავშირებით ადგილობრივმა მედიამ კიმ ჩენ სუკის შესახებ არაერთი სტატია გამოაქვეყნა. პუბლიკაციებში აღნიშნულია, რომ კიმ ირ სენის ცოლი „შესანიშნავად ისროდა და მის მიერ მოკლული მტრების რაოდენობას ცარიელი ვაზნებით ითვლიდნენ”.

კიმ ჩენ სუკის საპატივსაცემოდ ფხენიანმა საიუბილეო მონეტები მოჭრა და საფოსტო მარკები დაბეჭდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში შობის ნაცვლად თავისი ბებიის დაბადების დღის აღნიშვნის განკარგულება ოფიციალურად გასულ წელს გასცა. ჩენ სუკი იაპონიის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანი და კომუნისტი აქტივისტი იყო, რომელიც, მოგვიანებით, ჩრდილოეთ კორეის პირველ დიქტატორზე, კიმ ირ სენზე დაქორწინდა.

ჩენ სუკი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში „რევოლუციის წმინდა დედად“ მოიხსენიებენ, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. 1949 წელს მოსახლეობას მისი საფლავი აჩვენეს და განაცხადეს, რომ ის მოკვდა. მას შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ბევრი მცხოვრები კიმ ჩენ ინის ბებიის საფლავზე ყოველწლიურად დადის.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა შობისადმი სიძულვილი 2014 წელსაც გამოამჟღავნა, როდესაც გაიგო, რომ სამხრეთ კორეა საზღვართან გრანდიოზული ნაძვის ხის აღმართვას აპირებდა. ამის გამო ის სამხრეთ კორეას ომითაც კი დაემუქრა.

შობის აღნიშვნა ჩრდილოეთ კორეაში 1950 წლიდან იკრძალება.

წყარო

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე ბომბი აღმოაჩინეს

გუშინ გერმანიაში, პოტსდამის  საშობაო ბაზრობაზე  ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ის ბაზრობის მახლობლად აფთიაქში მიიტანეს. პოლიციის ცნობით ბომბს არ ჰქონია დეტონატორი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ  ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში წინასაშობაო პერიოდში ტერაქტების რაოდენობა იზრდება. გასული  წლის დეკემბერში, ბერლის საშობაო ბაზრობაზე ტუნისელემა ანის ამრიმ, სატვირთო მანქანა გაიტაცა და ხალხის მასაში ავტომოვილით შევარდა, ადგილზე მოკლა მძღოლი და  11 ადამიანი.

წყარო

უკრაინაში 25 დეკემბერი ოფიციალურად გამოცხადდა უქმედ

უკრაინული გამოცემა „უკრაინის ხმა”  იუწყება, რომ უკრაინაში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, 25 დეკემბერი, ისევე როგორც 7 იანვარი,  სახელმწიფო  უქმე დღე იქნება. ამიერიდან უკრაინაში მცხოვრები პროტესტანტები და კათოლიკეები შობას 25 დეკემბერს ოფიციალურად იზეიმებენ.

კანონი, რომლითაც შობის დღის ორჯერ აღნიშვნა შეიძლება,  კიდევ ერთი არასამუშაო დღე 2 მაისის გაუქმებით დაბალანსდა, რომელიც როგორც შრომის დღე, 1 მაისთან ერთად,  უქმედ იყო გამოცხადებული, ხლა კი სამუშაო დღეა. გადაწყვეტილებას 238 დეპუტატმა დაუჭიტრა მხარი.

უკრაინაში მხოლოდ კათოლიკეების რაოდენობა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, 4-5 მილიონს აღწევს. 25 დეკემბრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების იდეა, პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრებს ეკუთვნით.

წყარო