ტეგების არქივი: ღმერთი

რას ეუბნება ღმერთი ადამიანებს ატმოსფერულ მოვლენათა მეშვეობით? (რეპორტაჟი)

ღვთის სიტყვაში ჩვენ ვხედავთ შემდეგ სახებას: ცაზე მოვლენილი ასეთი ნიშნებით უზენაესს სურს მიმართოს თავის ერს, უთხრას ხალხს რაღაც, მაგრამ, როგორ გავიგოთ, რას უნდა ნიშნავდეს ესა თუ ის გზავნილი? ვფიქრობ, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ღმერთს დავუკავშიროთ ბუნების ყველა მოვლენა, მაგრამ, როგორც ვფიქრობ, ღმერთს, ხშირ შემთხვევაში, სურს გვიჩვენოს, რომ ის ბუნებაში მოქმედებს და არა ის, თითქოს მას ამის თქმა უნდოდეს: „ყურადღებით იყავით, მალე რაღაც მოხდება“.

ჩვენ წინდახედულნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავდროულად, თვალი არ უნდა მოვაშოროთ იესოს, მკაცრად დავიცვათ წმინდა წერილი და კვლავაც ვილაპარაკოთ იესო ქრისტეს სიცოცხლის, სიკვდილისა და აღდგომის საიდუმლოსა და დიადი გამარჯვების შესახებ.

ლას-ვეგასის ტრაგედიას გადარჩენილმა ღმერთი ირწმუნა

ტეილორ ბენჯი, ლას-ვეგასში მომხდარ სროლას გადარჩენილი, ამბობს, რომ ღმერთი ირწმუნა.

ტეილორმა თქვა, რომ არ იცოდა რა ექნა, როდესაც სტივენ პადოკმა საშინელი და მასშტაბური სროლა ატეხა „ქანთრი“ მუსიკის ფესტივალზე.

„ადამიანები სისხლის გუბეებში იწვნენ. არ ვიცოდი, რა მექნა შემდგომ და როგორ მოვქცეულიყავი.“

ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სროლა იყო, რომლის დროსაც, ოთხასზე მეტი ადამიანი დაშავდა და ორმოცდაათზე მეტი დაიღუპა. ბენჯის თქმით, სწორედ ამ დროს შეიცვალა მისი გული.

„შეუძლებელია, ასეთმა სიტუაციამ  ჩვენზე გავლენა არ მოახდინოს. სინამდვილეში, ასეთ დროს მხოლოდ ღმერთის იმედი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და იმედოვნებდეს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. ვიცი, რომ ყველას ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ პირადად მე აგნოსტიკოსი ვიყავი აქამდე, ახლა კი მტკიცედ მწამს ღმერთის, რადგან სხვა ახსნა არ აქვს იმას, რომ ამ საშინელი სროლის შემდეგ მე აქ ვარ, ცოცხალი ვარ, შემიძლია სუნთქვა და თქვენთან საუბარი.“

წყარო

ასი წლის ქალბატონი ღვთისგან ნაბოძები ნიჭით ემსახურება ადამიანებს

ბევრი ადამიანისთვის ასი წლის ასაკამდე მიღწევა ცხოვრების უდიდესი მიზანია, მაგრამ მათგან მრავალი ვერც კი იფიქრებს იმაზე, რომ რამის კეთებას შეძლებს ამ ასაკში, თუნდაც წილად ხვდეთ ეს ბედნიერება და მიაღწიონ ას წელს.

ასე არ არის ევა ბოსენბერგერის შემთხვევაში. ასი წლის ქალბატონი გულმოდგინედ შრომობს ყოველდღიურად. მზის ამოსვლამდე დგება და პატარა გოგონების კაბებს კერავს პროექტისათვის „სამარიტელის ქისა“. ამ მსახურებაში ჩართული ადამიანები ფეხსაცმლის ყუთებში ალაგებენ იმ ნივთებსა თუ სამოსს, რაც საჭიროა ბავშვისათვის.

თავიდან ევას სხვების დახმარების სურვილი გაუჩნდა, შემდეგ კი ეს სურვილი მის ცხოვრებისეულ საქმედ იქცა. ქალბატონი ევა ამბობს, რომ თავიდან მას მთელი დღე სჭირდებოდა ერთი კაბის შესაკერად, ახლა უკვე დღეში სამი კაბის შეკერვა შეუძლია. ევა უდიდესი კურთხევაა გოგონების მსახურებისთვის.

„მე მიყვარს ეს საქმე. ღმერთმა მომცა ხელები ართრიტის გარეშე. მე ვაკეთებ იმას, რაც უფალმა მთხოვა, რომ მეკეთებინა“, – ამბობს ის.

ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე მისი სახლიდან საჩუქრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იგზავნება და ამისთვის ევას სახლიდან გასვლაც კი არ სჭირდება. ის ამბობს, რომ დედისგან ნასწავლი ჭრა-კერვის უნარის წყალობით, ის ყოველთის თავად კერავდა სამოსს თავისთვის და ასევე თავისი გოგონებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ კერვით ის ფულს ვერ შოულობდა, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა მას, ახალგაზრდა ქვრივს, ევას მაინც არ დაუკარგავს ამ საქმის კეთების სურვილი. ის სხვადასხვა სფეროში მუშაობდა, პოლიციელიც იყო, მოლარეც, მაგრამ შემდეგ მაინც ისევ კერვას უბრუნდებოდა.

ახლა ევა გრძნობს, რომ სწორედ კერვისკენ მოუწოდებს ღმერთი და ხანდაზმული ასაკი ვერ იქნება გამართლება იმისა, რომ ამ საქმეს თავი დაანებოს. ევას ძალიან უხარია, რომ მას, თავისი ნიჭით, შეუძლია ემსახუროს უამრავ ბავშვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო

ბავშვების წერილები ღმერთს

ეს იდეა თავში მოუვიდა ერთ მწერალსა და კინოდრამატურგს, რიგიდან, მიხაილ დიმოვს.

მან შესთავაზა რიგის რუსულენოვანი სკოლების 6 წლიდან  10 წლამდე მოსწავლეებს, მისწერონ წერილი უფალს, დაუსვან ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, სთხოვონ ყველაზე მთავარი რამ.

აი, ზოგიერთი ამ წერილთაგანი:

 

ძვირფასო ღმერთო, გთხოვ, გააკეთე ისე, რომ ბებიასგან დაწყებული და სპილოებით დამთავრებული ყველა იყოს ბედნიერი, მაძღარი და ჩაცმულ-დახურული.

ტონია, მე-2 კლასი

 

აი ის სანთლები, ეკლესიებში რომ ყიდიან, ეს შენი ბიზნესია?

ტოლიკი, მე-2 კლასი

 

შეიძლება, რომ არ მოვკვდე, ა?

იულია, 1–ლი კლასი

 

გამოგზავნე დედამიწაზე შენი შვილი. ჩვენ მას არ გავაკრავთ ჯვარზე.

პავლიკი, მე-3 კლასი

 

მინდა, რომ ჩემი მამიკო და ბაბუა გახდნენ ანგელოზები – ისინი დამიცავენ.

ჟენია, 1-ლი კლასი

 

იცი, სასაფლაოზე ვიყავი და გამაოცა ერთმა ძეგლმა. დიდი შავი ქვა, მასზე დაწერილია ერთი სიტყვა: „დედა“. და მორჩა.

ვანია. მე-4 კლასი

 

გადაარჩინე ადამიანები არა ცოდვისგან, არამედ მარტოობისგან.

სერგეი, მე-3 კლასი

 

მე მასთან ერთად 2 წელი ბაღში დავდიოდი, მთელი ნახევარი წელი ვსწავლობდი პირველ კლასში, და აი, ერთხელ მან გამომიცხადა: „ჩვენ ორი სხვადასხვა ადამიანები ვართ“. წარმოგიდგენია, მე უარესად ვარ, ვიდრე მოვკვდი.

არკადი, მე-2 კლასი.

 

მე ვერასოდეს დავივიწყებ მამას თვალებს, მის მზერას, როდესაც დედამ ხელი მსტაცა და წავიდა მისგან სამუდამოდ.

ანდრეი, მე-4 კლასი

 

რატომ ხდება ხოლმე, რომ გაზაფხულობით, როდესაც საღამოს შენ რთავ ზეცაზე ვარსკვლავებს და უბერავ თბილ სიოს, და ირგვლივ სიჩუმეა, ხანდახან მინდება ტირილი?

ნატაშა, მე-2 კლასი

 

ეს როგორ: ყველაფერი ღვთის ნებაა! ზაფხულზეც ღვთის ნებაა, დედას ავადმყოფობაზეც და ომზეც?

მარატი, მე-2 კლასი

 

რატომ უყვარდებათ ადამიანებს და მერე ჩუმად ტირიან?

ანდრეი, მე-4 კლასი

 

რა დაგიშავა მამაჩემმა, რომ მას ასე არ უმართლებს?

ვიტა, მე-3 კლასი

 

თუ მე რამე მტკივა, ესე იგი შენ გაბრაზდი ჩემზე?

გოგა, მე-4 კლასი

 

რატომ შექმენი სამყარო ისეთი, რომ, როდესაც დედას ეხევა კოლგოტი, ის ტირის?

ვიტა, მე-2 კლასი

 

საყვარელო ღმერთო, მაცხოვრე იმდენი ხანი, რამდენიც უნდა დედიკოს, რომ ვიცხოვრო.

ვერა, 1-ლი კლასი

 

მიეცი ჯანმრთელობა, ბედნიერება დედას, ბებიას, ბიძია ფედიას, ბიძია საშას, ბიძია ბორიას და სხვა ჩემს მამიკოებს.

ნიკიტა, მე-2 კლასი

 

უფალო, მადლობელი ვარ შენი ყველაფრისთვის, რაც ადრე გამიკეთე. მაგრამ დამეხმარე ახლა. ჩემი მამიკო ჩასვეს ციხეში არაფრისთვის და ის უკვე 8 თვეა, რაც იქ ზის. სულ ველოდები მას. მე ძალიან გთხოვ, დამეხმარე. ეს ყველაზე დიდი თხოვნაა. შემდეგ აღარ შეგაწუხებ არასდროს. სიკვდილიც რომ მომიწიოს.

ირა, მე-4 კლასი.

 

პატივცემულო უფალო, გააკეთე ისე, რომ ფეხები და ხელები სულ სუფთა მქონდეს.

ბორია, მე-2 კლასი

 

მაჩვენე ჩუმად ერთი ანგელოზი მაინც.

რაია, მე-2 კლასი

 

ჩემთვის არა – კაცობრიობისთვის გთხოვ. გთხოვ, გააკეთე ისე, რომ ყველა 11 წლით უფრო მეტ ხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე დადგენილია.

არტური, მე-2 კლასი

 

დააბრუნე ჩემი მშობლები ბავშვობაში, დედასთან დავმეგობრდებოდი, მამინაცვალს კი კარგად ვცემდი.

გოშა, მე-4 კლასი

 

მინდა, რომ ჩემი დაბადების დღე წელიწადში არა ერთხელ იყოს, არამედ ხუთჯერ. არა საჩუქრების გამო, უბრალოდ მამიკოს ვნახავდი ხოლმე უფრო მეტჯერ.

ნინა, მე-2 კლასი

 

უფალო, მოგვეცი, ქრისტეს გულისთვის, რამე მაინც.

ანტონი, 1-ლი კლასი

 

დავწერე ლექსი. სამარცხვინოა. არავისთვის მიჩვენებია, მაგრამ შენ გაჩვენებ. აი ის:

დიდები ტირიან ცრემლებით,

დიდები ტირიან თვალებით.

პატარები ტირიან გულით,

პატარები ტირიან ცხოვრებით.

მაგრამ თუკი უფროსი, ტირის როგორც პატარა,

ესე იგი ის მართლაც ტირის.

მარიკი, მე-4 კლასი

 

სოფელში ვიყავი და დავინახე პატარა ეკლესია, თეთრი, კოხტა, სუფთა. მის უკან არყის ხეები იყო, პატარა მდინარე, მოშორებით კი მწვანე ტყე. ეს შენი აგარაკია?

ნატაშა, მე-4 კლასი

 

იცი, ჩვენგან წავიდა დედა და ახლა მე და მამიკოს ისე გვაკლია ქალური ალერსი და სითბო.

ვენია, მე-2 კლასი

 

არ გეჩვენება, რომ სულ ტყუილუბრალოდ არაა დედამიწაზე ეკლესიები ძაღლებისთვის. ძაღლებისადმი სიყვარული ხომ არ არსებობს ცალმხრივი და უპასუხო.

რობერტი, მე-4 კლასი