ტეგების არქივი: ტრამპი

ალაბამის საფეხბურთო გუნდმა თეთრ სახლში პრეზიდენტისთვის ილოცა

პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ალაბამის საფეხბურთო გუნდს (Alabama’s Crimson Tide) სტუდენტური სპორტის ნაციონალური ასოციაციის ეროვნულ ჩემპიონატში (NCAA National Championship) მათი გამარჯვების აღსანიშნავად.

მალე ეს სტანდარტული შეხვედრა ღვთისმსახურების შესაძლებლობად იქცა ალაბამის უნივერსიტეტის მამაკაცთა საფეხბურთო გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, მოთამაშეები მიუახლოვდნენ მას და ლოცვა დაიწყეს. პრეზიდენტს თავი ჰქონდა დახრილი, როცა ერთ-ერთ მოთამაშეს მის მხარზე ედო ხელი და ლოცულობდა მისთვის.

„თითოეული თქვენგანი დღეს აქ თავისი ერთგულების, გულმოდგინებისა და საოცარი გუნდური მოქმედების გამოა“, – თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.

„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ამერიკამ გაიგო, რომ ალაბამას საფეხბურთო გუნდმა იცის, როგორ მოიგოს და აგრძელებს კიდეც მოგებას. ამას ხელს უწყობენ დიდებული მწვრთნელი და კლუბის დირექტორი.“

„მადლობა ტრამპს” – ნეთანიაჰუს გამოსვლა აიპაკის კონფერენციაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალიან კმაყოფილია ამერიკის პრეზიდენტით, დონალდ ტრამპით და მან ამის შესახებ განაცხადა კიდეც აიპაკის პროისრაელურ პოლიტიკურ კონფერენციაზე. ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ მკაფიოდ განაცხადა, რომ თეთრ სახლთან მისი ურთიერთობა ისეთი მჭიდროა, როგორც არასდროს.

ტრამპის „სულიერი ბიოგრაფია” – СBN-ის ჟურნალისტი თეთრ სახლში

რა სწამს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღმერთის, იესო ქრისტესა და ბიბლიის შესახებ? ამ კითხვაზე პასუხის მიღება ბევრ ადამიანს სურს. სიბიენის მთავარმა პოლიტიკურმა კორესპონდენტმა თეთრ სახლში, დევიდ ბროუდიმ დაწერა წიგნი სახელწოდებით „დონალდ ტრამპის რწმენა – სულიერი ბიოგრაფია“.

მაჰმუდ აბასი: „ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა სილის გაწვნაა და პალესტინა მზად არის ხელის შესაბრუნებლად“

პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ ცენტრალური საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელმა ოსლოს ხელშეკრულება გაანადგურა. ინფორმაციას ებრაული გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.

აბასმა შესაბამის უწყებას დაავალა გადახედოს ისრაელთან გაფორმებულ შეთანხმებას, რომელსაც, მისი თქმით, ისრაელი უკვე აღარ ასრულებს.

„ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა სახეში სილის გაწვნაა და პალესტინა ხელის შესაბრუნებლად მზად არის“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ პალესტინასა და ისრაელს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

წყარო

 

მაიკ პენსი: „პრეზიდენტი ტრამპი მორწმუნეა, ისევე როგორც მე.”

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა,  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რწმენის როლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ პრეზიდენტი ტრამპი მორწმუნეა ისევე, როგორც მე.”

CBN-სთვის მიცემულ ინტერვიუში პენსმა აღნიშნა, რომ ის და დონალდ ტრამპი მადლობელნი არიან იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევანგელური ქრისტიანებისგან იღებენ.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპის გული მადლიერებითაა სავსე, ჩვენი ქვეყნის ევანგელური ქრისტიანების გამო. უნდა გითხრათ რომ ყველაზე სასიამოვნო სიტყვები, რაც მე და პრეზიდენტს მოგვისმენია,  არის ამ ადამიანების მიერ ხელის ჩამორთმევისას ნათქვამი ფრაზა: „ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ“ – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

პენსმა ასევე დაადასტურა, რომ ისიც და პრეზიდენტი ტრამპიც, ერთგული მიმდევრები არიან ქრისტიანული რწმენისა და მათ ადმინისტრაციაში ლოცვას დიდი ადგილი უკავია.

„ მე პრეზიდენტთან და რელიგიურ ლიდერებთან ერთდ ვიყავი ოვალურ კაბინეტში, როდესაც მათ ითხოვეს, შეჩერებულიყვნენ და ლოცვისთვის გამოეყოთ დრო, რაზეც პრეზიდენტი მაშინვე სიამოვნებით დათანხმდა. მეც და დონალდ ტრამპიც მორწმუნეები ვართ და ორივეს კარგად გვესმის, რამდენად დიდია რწმენის როლი ჩვენი ერის  ცხოვრებაში. ვფიქრობ, ამერიკელი ხალხისთვის გამამხნევებელი უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ ჰყავთ პრეზიდენტი, რომელიც ეთანხმება, პატივს სცემს და აფასებს რწმენისა და რელიგიის მნიშვნელობას ჩვენს ოჯახებში საზოგადოებასა და სახელმწფოში. ”

წყარო

ტრამპმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ლტოლვილებს მუსლიმური ქვეყნებიდან

პრეზიდენტმა ტრამპმა პარასკევს, 27 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელითაც შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოსახლეობას აუკრძალა აშშ-ში შესვლა, სულ მცირე, მომდევნო 90 დღის განმავლობაში.

ბრძანება ეხება ერაყის, სირიის, ირანის, ლიბიის, სუდანის, სომალის და იემენის მოსახლეობას.

პრეზიდენტის ბრძანება განუსაზღვრელი ვადით უკრძალავს ქვეყანაში შესვლას სირიიდან დევნილებს.

ტრამპმა ასევე შეაჩერა აშშ-ში ლტოლვილების შესვლა ოთხი თვით.

წყარო: http://edition.cnn.com/

ტრამპმა აბორტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება აკრძალა

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რონალდ რეიგანის მიერ მიღებული კანონის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციებს მოუწოდებს აბორტებისა და მათ შესახებ პროპაგანდის შეწყვეტისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსებას ვერ მიიღებენ აშშ-სგან, რომელიც ოჯახის დაგეგმვის მომსახურებათა უმსხვილესი დამფინანსებელია.

აბორტთან დაკავშირებული დაფინანსებების შეწყვეტა და ხელახალი დაშვება ამერიკის ისტორიაში პირველად არ ხდება. პირველად აკრძალვა 1984 წელს რონალდ რეიგანმა დააწესა, რომელიც 1993 წელს დემოკრატმა ბილ კლინტონმა გააუქმა, ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ის ისევ აკრძალა, 2009 წლის 24 იანვარს კი დემოკრატმა ბარაკ ობამამ აბორტები კვლავ დააკანონა.

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ქალთა უფლებების დამცველები და აღნიშნეს, რომ ამით ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ქალთა ფუნდამენტური უფლებები შეზღუდა.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აბორტის საერთოდ აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა მის განცხადებას საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში აბორტი კანონგარეშედ უნდა გამოცხადებულიყო. მისი თქმით, პასუხისმგებლობა არა ქალებს, არამედ ექიმებს უნდა დაეკისროთ.

წყარო: https://www.washingtonpost.com/

„ექსტრემისტმა“ ფრანკლინ გრემმა არ უნდა ილოცოს ინაუგურაციისას – მოთხოვნა ტრამპის გუნდს

ფრანკლინ გრემი უნდა მოიხსნას დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოდგენილი შემადგენლობიდან, განაცხადა აშშ-ში არსებულმა უდიდესმა მუსლიმურმა უფლებათა დამცველმა ჯგუფმა.
ცნობილმა კონსერვატმა ხუცესმა და მახარებელ ბილი გრემის ვაჟმა უნდა ილოცოს ცერემონიაზე, რომელიც მომავალ კვირას, ვაშინგტონში გაიმართება.

ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭომ (CAIR) ტრამპს მოუწოდა მოხსნან ფრანკლინ გრემი ინაუგურაციიდან. გრემს მათ „ცუდი სახელის მქონე ისლამოფობი“ უწოდეს.

„იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს ნამდვილად სურს ჩვენი ერის გაერთიანება, როგორც აღგვითქვა კიდეც, მაშინ მან მხოლოდ იმ რელიგიურ ლიდერებს უნდა მისცეს ინაუგურაციაზე ლოცვის უფლება, ვინც ჩვენი გაერთიანებისთვის შრომობს და ეს იმისთვის უნდა გააკეთოს, რომ სხვადასხვა რწმენას შორის უთანხმოება არ წარმოიქმნას“, განაცხადა ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნიჰად ავადმა.

„ღირსი გრემი ცუდად არის ინფორმირებული და აქვს ექსტრემისტული შეხედულებები, რომლებიც ყოვლად შეუსაბამოა ამერიკის კონსტიტუციასა და ქვეყნის რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებულ ფასეულობებთან.“

საბჭომ ასევე ციტატად მოიხმო გრემის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ისლამი „ძალიან ბოროტი რელიგიაა“. გრემმა ასევე ისიც განაცხადა, რომ ისლამი არ შეესაბამება ამერიკის ფასეულობებს.

„ამ ქვეყანაში ჩამოსული ყოველი მუსლიმი შეიძლება რადიკალი გახდეს და მკვლელობები ჩაიდინოს საკუთარი რელიგიისა და მუჰამედის საპატივსაცემოდ“, ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა ფრანკლინ გრემი თავისი ფეისბუკის გვერდზე.

„ნამდვილ მუსლიმანური რწმენის პრაქტიკულად განხორციელება შეუძლებელია ამ ქვეყანაში. თქვენ ვერ სცემთ თქვენს ცოლს. თქვენ ვერ დახოცავთ თქვენს შვილებს იმ შემთხვევაში, თუ იფიქრებთ, რომ მრუშობენ ან რაიმე მსგავსს სჩადიან, თქვენ ვერ გააკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ სხვა ქვეყნებში“, მიმართა გრემმა მუსლიმებს CNN-ს მეშვეობით.

„არ ვეთანხმები ისლამის სწავლებას და მიმაჩნია, რომ ეს მოძალადე რელიგიაა“, ამბობს ფრანკლინ გრემი.

წყარო: http://www.christiantoday.com/