ტეგების არქივი: სუდანი

სუდანის სასამართლომ ჩეხ ქრისტიან მისიონერს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სუდანის სასამართლომ ჩეხ ქრისტიან მისიონერ პეტრ იასეკს 20 წელი მიუსაჯა. „სასამართლომ იასეკი დამნაშავედ სცნო ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლაში,  ჯაშუშობაში, სამხედრო ბაზებისთვის ფოტოების გადაღებაში, შუღლის გაღვივებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში,“ განაცხადა იასეკის ადვოკატმა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტებს არ ეფუძნება.

იასეკი 2015 წლის დეკემბერში დააკავეს და ციხეში ჩასვეს სამხრეთ სუდანიდან სუდანის სამხრეთ კორდოფანის სახელმწიფოში „არალეგალურად“ გადასვლისთვის.

იასეკი ნუბას მთების მცხოვრებლებთან იმისათვის ჩავიდა, რომ ქრისტეს შესახებ ექადაგა. ჩეხეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს იასეკის გასათავისუფლებლად.

თარგმნა: ნინი გუგუტიშვილმა

წყარო: http://www.charismanews.com