ტეგების არქივი: სტუდენტები

„რას ფიქრობ შენ?” − სქსკ-ის ახალი პროექტი სტუდენტებისთვის

„რას ფიქრობ შენ?” – ამ სახელწოდებით “საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი” 1-ლ მაისს საბაუნიში საჯარო ლექციების ციკლს იწყებს. სესიები 3 მაისის ჩათვლით გასტანს და მას მიწვეული საერთაშორისო სპიკერი და აპოლოგეტი მაიკლ ოტსი გაუძღვება. მისი წიგნი „What Kind of god?” ნათარგმნია ექვს ენაზე.

საჯარო ლექციების თემატიკა შეეხება ფილოსოფიურ, აპოლოგეტურ და თეოლოგიურ საკითხებს. პროექტის მიზანია – დააფიქროს სტუდენტები ისეთ ღრმა საკითხებზე, როგორებიცაა: ცხოვრების აზრი, ღმერთის არსებობა-არარსებობა, კაცობრიობის პრობლემები და სხვა.

1, 2 და 3 მაისს სულხან საბას სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექციები 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო საღამოობით, 18:00 საათზე, არაფორმალურ გარემოში, ლადო ასათიანის 32-ში გადაინაცვლებს, სადაც სესიები შემოქმედებითი პროგრამის თანხლებით გაგრძელდება.

IFES-ის წარმომადგენლებმა მთელი ევროპიდან აღდგომა გერმანიაში აღნიშნეს (ვიდეო)

13-18 აპრილს გერმანიაში, ქალაქ აშაფენბურგში 50 ქვეყნიდან ქრისტიან სტუდენტთა  კავშირის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მთელი ევროპიდან 2000 სტუდენტი შეიკრიბა ბავარიში ერთობისთვის, ახალგაზრდებმა აღდგომის დღესასწაული ერთად აღნიშნეს. კონფერენციას ესწრებოდნენ ქრისტიან სტუდენტთა კავშირის წარმომადგენლები საქართველოდანაც.