ტეგების არქივი: პრეზიდენტი

ბილი გრემის დაკრძალვას ამერიკის ხუთი პრეზიდენტი დაესწრება

ბილი გრემის დაკრძალვას, სავარაუდოდ, დაესწრებიან აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ცერემონიალს ასევე დაესწრებიან აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები: ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი, ჯიმ კარტერი და ჯორჯ ბუში.

დიდებული მქადაგებლის, ბილი გრემის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება პარასკევს, 2 მარტს შუადღის 12 საათზე. ჩრდილოეთ კაროლინაში, შარლოტში ბილი გრემის სახელობის ბიბლიოთეკასთან ახლოს გაიშლება კარავი, სადაც ამერიკელ ხალხს საშუალება ექნება გამოემშვიდობოს ამერიკის ყველაზე ცნობილ მახარებელს.

დაკრძალვის ცერემონიალი მოკრძალებული იქნება და მას დაესწრებიან მხოლოდ ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი თანამსახურები.

„ბილი გრემმა თავისი მსახურება როგორც დაიწყო, ასევე ასრულებს – დიდი თეთრი კარვის ქვეშ ათასობით ადამიანთან ერთად”, – წერს ქრისტიანული საინფორმაციო სააგენტო CBN-ი.

 

თარგმანი: რუსუდან გელაშვილი

წყარო

ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ისრაელის დელეგაცია საქართველოში იერუსალიმში მომხდარი ტერაქტიდან მეორე დღეს ჩამოვიდა.

9 იანვარს რუვენ რივლინი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ისრაელის პრეზიდენტისა და პირველი ლედის საპატივსაცემოდ, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა.

მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ რივლინის ვიზიტი ამ მეგობრობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე ისაუბრა ისრაელის პრეზიდენტმაც და ქართველ კოლეგას ისრაელისთვის მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

10 იანვარს, ვიზიტის მეორე დღეს რუვენ რივლინი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შეხვდა. ცნობილია, რომ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.

წყარო