ტეგების არქივი: ნიუ-იორკი

მესამე სქესი დაბადების მოწმობაში ნიუ-იორკელებისთვის ნებადართული იქნება

ნიუ-იორკი უახლესი ქალაქია, სადაც ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავებს მდედრობით ან მამრობით სქესს არ მიაკუთვნებენ, საშუალება მიეცემათ, დაბადების მოწმობაში მესამე სქესი შეიტანონ.

“NBC News”-ი იტყობინება, რომ ქალაქისა და ჯანდაცვის საბჭომ ერის უდიდეს ქალაქში ოთხშაბათს ხმა მისცა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან  დაბადების მოწმობაში მესამე სქესის ვარიანტი დაემატოს. ადამიანებისგან, რომლებიც ამ სქესს მიაკუთვნებენ თავს, ახალი პოლიტიკა აღარ მოითხოვს ექიმის წერილობით მოწმობას იმისთვის, რომ მსგავსი ცვლილებები განხორციელდეს.

ნიუ-იორკის დემოკრატმა მერმა, ბილ დე ბლასიომ ამ ზაფხულს მხარი დაუჭირა აღნიშნულ პოლიტიკას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის პოლიტიკა “საშუალებას მისცემს ნიუ-იორკელ  ტრანსგენდერ და იმ ადამიანებს, რომლებიც არც ერთ სქესს არ მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, იცხოვრონ ღირსეულად და პატივისცემით, რომელსაც იმსახურებენ.”

ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ, კორი ჯონსონმა წარადგინა კანონპროექტი, რომელსაც დადებითად შეხვდნენ. მან თქვა, რომ ეს იყო ისტორიული დღე ნიუ-იორკისთვის.

ამ უახლეს ძვრებს ნიუ-იორკში, რომელიც დაახლოებით 8.6 მილიონი ადამიანის სახლია, უერთდებიან სხვა შტატებიც: ნიუ-ჯერსი, ორეგონი, კალიფორნია და ვაშინგტონი, რომლებიც არ მიიჩნევენ სავალდებულოდ სქესის აღნიშვნას. რამდენიმე შტატმა დაუშვა მსგავსი სქესის აღნიშვნა მართვის მოწმობაზეც.

წყარო

თარგმანი: ხატია ბარბაქაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

სოციალური პროექტი: „უსახლკარონი ნიუ–იორკში“

დევიდ ვილკერსონის გუნდმა 2011 წელს, აშშ–ში წამოიწყო ერთი თამამი, ცოტა უცნაური, მაგრამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი სახელწოდებით „უსახლკარონი ნიუ–იორკში“ („Underheard in New York“).

ეს იყო ოცდაათდღიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ნიუ–იორკის უსახლკაროებს ხმა მიეწვდინათ საზოგადოებისთვის.

გუნდმა მეგაპოლისის ოთხ უსახლკარო ადამიანს დაურიგა სმარტფონები, ინტერნეტში შესვლის 30 დღიანი ლიმიტით, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დარეგისტრირებულიყვნენ სოციალურ ქსელ Twitter–ში და გამოეხატათ თავიანთი აზრები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ე.წ. „მესამე სორტის“ ფენის წარმომადგენლებს,  მიეწვდინათ საზოგადოებისთვის თავიანთი ხმა, ესაუბრათ საკუთარ თავზე, დაეფიქსირებინათ საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხებზე, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ისინიც ამ საზოგადოების ნაწილნი და სრულფასოვანი წევრები არიან.

პროექტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე წერია:

როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით კარლოსს (პროექტის ერთერთი მონაწილე), მან თქვა, რომ ხალხი ვერ ხვდება იმას, რომ იყო უსახლკარო ეს ერთგვარი სამუშაოა და რამდენ ძალისხმევას მოითხოვს ის, რომ იბრძოლო გადარჩენისთვის ყოველკვირეულად.

ყოველდღე ჩვენ გავურბივართ უსახლკაროებთან კონტაქტს, ვაიგნორებთ, ვერ ვამჩნევთ და თვალს ვარიდებთ მათ. ეს არის ნდობის უკმარისობა, დისკომფორტი თუ ძველი სტერეოტიპები. ადვილია გამოვყოთ ისინი როგორც ჯგუფი, ვიდრე ის, რომ შევხედოთ მათ, როგორც ინდივიდუალურ პიროვნებებს“.

გუნდის მიზანი იყო და არის ის, რომ უსახლკაროებს მიეცეთ საშუალება იყვნენ უკეთ შესმენილნი, გაგონილნი და მიღებულნი საზოგადოების მიერ.

პროექტის მონაწილეები – დენი, დერიკი, ალბერტი და კარლოსი წერდნენ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლებითაც სავსე იყო ხოლმე  მათი ყოველდღიური ცხოვრება – თუ როგორ იმალებიან პარკებში მცხუნვარე მზისაგან, ან როგორ ეძებენ გასათევ ადგილს და საჭმელს და რომ ვიღაცამ მოიპარა მათი ნივთები.

Twitter–ის საშუალებით ისინი ხალხს სამსახურის ძიებაში დახმარებასაც თხოვდნენ. ამით ისინი ცდილობდნენ შეეცვალათ საზოგადოებაში ადამიანების დამოკიდებულება ღარიბებისადმი, იმაზე ყურადღების მიპყრობით, რომ ისინიც საჭიროებენ დახმარებას.  აი რამოდენიმე მათი პოსტიც სოციალური ქსელიდან:

დენი: „მე არ ვარ ის, რაც მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვარ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავი! ილოცეთ უფლისადმი…“

ალბერტი: „როდესაც მე ვვარდები ღრმა საფიქრალში იმაზე, თუ რა მელოდება, ვპოულობ ჩემს მომავალს, მსგავსს, ძალიან მშფოთვარე ღამის კოშმარისა…“

ამავე დროს, მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ისინი პოულობდნენ შინაგან ძალას სოციალურ ქსელში თავიანთი მიმდევრების მოტივირებისთვის, რომ მათ სიხარული ეპოვათ ყოველდღიურ წვრილმანებში, დილის მზეში და ლამაზ ბუნებაში და მათი გული ყოფილიყო მადლიერი იმისათვის, რაც უკვე ქონდათ.

პროექტი ყოველ დღე ხდებოდა სულ უფრო და უფრო პოპულარული და ეს ოთხი პროექტის მონაწილე, უკვე ცნობადი სახეები, აგროვებდნენ ათასობით მიმდევრებს Twitter–ში.

პროექტს მართლაც დიდი გამოხმაურება მოყვა. უამრავი ადამიანის გული აღიძრა ოთხი გმირის დასახმარებლად. ყველა შეძლებისდაგვარად უწვდიდა მათ დახმარების ხელს და ყურადღებითა და მზრუნველობით ბევრი სიხარულიც მიუტანეს მათ.  ალბერტმა ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ ის ხანდახან ცოტათი იცინის კიდეც, თუმცა მანამდე ის თითქმის არ იღიმოდა. მაგრამ როდესაც მან აღმოაჩინა თუ რა მზრუნველები არიან ადამიანები მთელს მსოფლიოში, მას უკვე შეუძლია სხვებსაც გაუღიმოს.

ამჟამად პროექტი შეჩერებულია, რადგან გუნდმა შეასრულა თავდაპირველად დასახული მიზანი – ოცდაათდღიანი ინიციატივა და წამოიწყო ის, რისი გაგრძელებაც თავად ამ პიროვნებებს და აწ გათვითცნობიერებულ და დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია. თუმცა მათ სურთ პროექტის გაგრძელებაც და განვითარებაც. ისინი  განაგრძობენ თანამშრომლობას სააგენტო BBH–თან, რომელმაც მისცა მათ საშუალება და მხარდაჭერა ამ მიზნის განხორციელებაში, იმისათვის, რომ განავითარონ პროექტი და გამოიმუშავონ მისი გავრცელების მოდელი, რათა „Underheard in New York“ განხორციელდეს სხვა ქალაქებშიც.

მათ სწამთ, რომ არსებობს კიდევ მრავალი ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც უნდა გაშუქდეს და მრავალი პიროვნება, რომელთაც  შეუძლია დახმარება ამ ადამიანების.

ოფიციალური საიტი: http://underheardinnewyork.com

თამუნა ბაღდავაძე