ტეგების არქივი: ნეთანიაჰუ

„მადლობა ტრამპს” – ნეთანიაჰუს გამოსვლა აიპაკის კონფერენციაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალიან კმაყოფილია ამერიკის პრეზიდენტით, დონალდ ტრამპით და მან ამის შესახებ განაცხადა კიდეც აიპაკის პროისრაელურ პოლიტიკურ კონფერენციაზე. ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ მკაფიოდ განაცხადა, რომ თეთრ სახლთან მისი ურთიერთობა ისეთი მჭიდროა, როგორც არასდროს.

ევროკავშირი მხარს არ უჭერს იერუსალიმის სტატუსის შეცვლას

ევროკავშირი მხარს არ უჭერს ტრამპის მიერ წამოჭრილ საკითხს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი იერუსალიმის სტატუსის შესახებ ადრე მიღწეული საერთაშორისო კონსენსუსის მომხრე რჩება.

„თქვენ იცით ევროკავშირის პოზიცია. ჩვენი აზრით, კონფლიქტის ერთადერთი რეალისტური გადაწყვეტა იქნება ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის არსებობა, რომელთა დედაქალაქებიც იერუსალიმში მდებარეობს, 1967 წელს შეთანხმებული ხაზის შესაბამისად. ეს ჩვენი კონსოლიდირებული პოზიციაა“, – განაცხადა მოგერინიმ  ისრაელის მთავრობის მეთაურთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, შეხვედრისას.

წყარო

“პალესტინამ თვალი უნდა გაუსწოროს არსებულ რეალობას”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

იერუსალიმი დღეს მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რეგიონში შეტაკებები არ წყდება. ისრაელმა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-ს მიბაძონ და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ.

„პალესტინამ თვალი უნდა გაუსწოროს არსებულ რეალობას“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარიზში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მისი თქმით, უკვე სამი ათასი წელია იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და ის სხვა არც ერთი ხალხის დედაქალაქი არ ყოფილა.”- წერა BBC.

„იერუსალიმთან ებრაელი ხალხის ათასწლოვანი კავშირის განხილვაზე მსჯელობა აბსურდია. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ერთ, ძალიან კარგ წიგნში − ბიბლიაში.“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან პალესტინის ლიდერს მოლაპარაკებაც შესთავაზა და ამ მოწოდებას „მშვიდობის ჟესტი“ უწოდა.

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. თავის მხრივ, მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით, „საერთაშორისო კონსენსუსის“ მომხრე იქნება მომავალშიც.

წყარო