ტეგების არქივი: მოქცევა

სიმსივნით დაავადებული მუსლიმი ქრისტიანობაზე მოექცა

ისლამიდან ქრისტიანობაზე მოქცეული ცნობილი აპოლოგეტი ნაბიილ კურეში (Nabeel Qureshi) ამბობს, რომ წლების განმავლობაში ხედავდა სიზმრებსა და ხილვებს, რომელთა მეშვეობითაც მოექცა ქრისტესკენ. მის ცხოვრებაში არსებულ ბრძოლათა შორის, ყველაზე დაძაბული და რთული იყო მეოთხე სტადიის კუჭის სიმსივნესთან გამკლავება.

„უამრავი მუსლიმი ქრისტიანობას ღებულობს იმის გამო, რომ სიზმარში ან ხილვაში იხილა იესო ქრისტე. მეც ვხედავდი სიზმრებსა და ხილვებს, როცა ჭეშმარიტებას ვეძიებდი ისლამსა და ქრისტიანობას შორის, მაგრამ არასოდეს მინახავს ქრისტე სიზმარში ან ხილვაში. ვხედავდი სიზმრებს, რომლებიც სახარებისკენ მიბიძგებდა. ძალიან მინდოდა იესოც მენახა და ვლოცულობდი ამისათვის.“

კურეში ამბობს, რომ იხილა იესო ქრისტე მაშინ, როცა ლოცულობდა თავისი ჯანმრთელობისათვის და ღმერთს წინამძღოლობას სთხოვდა. ამის შემდეგ ის სულ უფრო და უფრო მეტს ფიქრობდა ღმერთთან ურთიერთობაზე, თავის ავადმყოფობაზე და საბოლოოდ, გამოიტანა კიდეც დასკვნა: „ღმერთს სურს, რომ გამწმიდოს ამ ავადმყოფობის მეშვეობით. მე იმას როდი ვამბობ, რომ ღვთის ნება იყო ეს სიმსივნე, არამედ იმას, რომ თუ ავად ხართ, თუ სიმსივნე გაქვთ, შეგიძლიათ ამით განადიდოთ ღმერთი, განიწმიდოთ ამის მეშვეობით, ისწავლოთ ბევრი რამ და უკეთესი პიროვნება გახდეთ“.

კურეშიმ ბოლო წლების განმავლობაში სახელი გაითქვა საუბრებით ისლამიდან ქრისტიონობაზე მოქცევის შეასახებ.

წყარო