ტეგების არქივი: მასწავლებელი

ბრიტანეთი: მათემატიკის მასწავლებელი სამსახურს იმის გამო ჩამოაშორეს, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს „გოგონა“ უწოდა

27 წლის ბრიტანელი მათემატიკის მასწავლებელი, ჯოშუა სატკლიფი, სამსახურებრივ მოვალეობებს ჩამოაშორეს მას შემდეგ, რაც მან გოგონა უწოდა თავის მოსწავლეს, რომელიც თავს ბიჭად მიიჩნევს.

გაკვეთილის დროს ის ორ მოსწავლესთან მივიდა, შეხედა მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს და შეაქო ისინი: „ყოჩაღ, გოგონებო.“

გაირკვა, რომ ამ გოგონებიდან ერთ-ერთი თავს ბიჭად მიიჩნევს. სატკლიფმა ბოდიში მოიხადა, თუმცაღა შურისმაძიებელმა ბავშვმა მშობლებთან დაიჩივლა ამის შესახებ. მცირეწლოვანი ტრანსგენდერის მშობლებმა სკოლის ხელმძღვანელობას მიმართეს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სამსახურებრივი მოვალეობებისგან მასწავლებლის ჩამოშორების შესახებ..

ამჟამად მასწავლებელს მხარდაჭერას უცხადებს ქრისტიანული იურუდიული ცენტრი, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ასე გამოეხმაურა ჯოშუა სატკლიფის შევიწროების ფაქტს: „ეს ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან შემთხვევათა შორის, როცა მასწავლებელს აიძულებენ გაჩუმებას, ან სჯიან მას, თუ ის უარს ამბობს ფეხი აუწყოს დღევანდელ დღეს არსებულ ტრანსგენდერულ შეხედულებებს.“

წყარო

შოტლანდიის მასწავლებელთა გაერთიანება ითხოვს სავალდებულო ლგბტ საზოგადოების შესახებ განათლებას ბავშვებისთვის

შოტლანდიის მასწავლებელთა უდიდესმა გაერთიანებამ ხმა მისცა იდეას მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვებისთვის ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ოჯახებისა და ლგბტ საზოგადოების ისტორიის სწავლებას.

პერთში, ყოველწლიური საერთო შეხვედრისას, შოტლანდიის განათლების ინსტიტუტმა (EIS) გადაწყვიტა, რომ მხარი დაუჭიროს კამპანიას სახელწოდებით „ინკლუზიური განათლების დრო“ (TIE). კამპანიის მიზანია, მთელი რიგი სადაო საკითხების, მათ შორის ჰომოსექსუალიზმისა და ტრანსსექსუალიზმის, სავალდებულო სწავლებისკენ მოწოდება.

კამპანიის სავალდებულო სწავლების მოთხოვნები მოიცავს:

1. ჰომოფობიას, ბიჰობიასა და ტრანსფობიას.

2. ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობებს.

3. თანაბარ უფლებათა მოძრაობას, სტოუნვოლისა და გეების გათავისუფლების მოძრაობას.

4. სექსუალურობასა და სექსუალურ ორიენტაციას.

5. ტრანსსექსუალიზმსა და გენდერულ იდენტობას

6. პრო-ლგბტ სექსუალური ჯანმრთელობის განათლებას.

შოტლანდიის პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ხსენებულ კამპანიას. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ შოტლანდიის მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი კამპანიის მიზნების განსახილველად და ჯგუფებისგან რეკომენდაციების მისაღებად.

დოქტორი დევიდ რობერტსონი, დამფუძნებელი საქველმოქმედო ორგანიზაციისა Solas Centre for Public Christianity, ამ კამპანიას ტროას ცხენს უწოდებს, რომელიც იდეოლოგიურ შეხედულებებს ახვევს თავს მოწაფეებს. წელს განიხილავენ გეგმას მცირეწლოვანი მოსწავლეებისათვის „სხვადასხვა სახის ურთიერთობათა“ სწავლების შესახებ. მინისტრებმა განაცხადეს, რომ მშობლებს არ ექნებათ თავიანთი შვილების კლასიდან გაყვანის უფლება.

წყარო

http://ewinghouses.com/

ბერლინის სკოლაში მასწავლებელს ჯვრის ტარება აუკრძალეს

ბერლინის სახელმწიფო სკოლის მასწავლებელს სკოლაში ჯვრის ტარება აუკრძალეს, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის კათოლიკურმა საინფორმაციო სააგენტომ (KNA) გაავრცელა. მღვდლის, მამა კარსტენ მინკნერის თქმით, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია ბერლინის გაზეთებს მიაწოდა, მასწავლებელმა მას სკოლის დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილება აჩვენა.

მედიის ცნობით მომხდარის შესახებ ადგილობრივმა სინოდმა გამოძიება დაიწყო.

სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებელს ყელსაბამიდან ჯვრის მოხსნა კანონზე დაყრდნობით მოსთხოვა, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურეს უკრძალავს სამსახურში რელიგიური სიმბოლოებით სიარულს .

წყარო