ტეგების არქივი: მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო – „იესო ქრისტე ჩვენი მხსნელია!“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, მიერ 27 მარტს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე წარმოთქმული განცხადების მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის, დაეხმაროს ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკელთა მიმართ კეთილგანწყობილია. აღნიშნული განცხადება ქართულ მედიასივრცეში ბოლო დღეებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ვინ არის მაიკ პომპეო და რა ღირებულებებს ატარებს ის? იგი ევანგელისტი ქრისტიანი გახლავთ და პატივსაცემი ფიგურაა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. გარდა ამისა, ის გახლავთ სამხედრო ძალების ვეტერანი და ამჟამად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებს. ის ყოველთვის გამოირჩევა გაბედული განცხადებებით.

22 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა: “50 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე, რომელიც, სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით, კრიტიკული მნიშვნელობისაა ისრაელისა და რეგიონული სტაბილურობისათვის!”

გასულ კვირას Christian Broadcasting Network-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პომპეომ ამის შესახებ თქვა: “ვფიქრობ, შესაძლოა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელს ღმერთმა გამოუგზავნა, რათა ის ირანისგან დაიცვას. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ღმერთის ხელი ურევია და ამის დაჯერების მიზეზი ჩემი ქრისტიანული რწმენაა.“

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის პირველი მმართველი გუნდია ასი წლის განმავლობაში, რომელმაც თეთრ სახლში ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი ჩამოაყალიბა. ამ ჯგუფის შეკრებებს აქტიურად ესწრება სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც.

პომპეოს მიერ ორი წლის წინ ეკლესიაში წარმოთქმული სიტყვა და მისი ქრისტიანული ღირებულებები მაშინ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მან ისაუბრა მუსლიმანთა განცხადებების შესახებ, რომელთა თქმითაც, „ისლამი ერთადერთი გზაა.“ „ამერიკას საფრთხეს უქმნიან ის ადამიანები, რომლებსაც მტკიცედ სწამთ, რომ ისლამია ერთადერთი გზა, სინათლე და ერთადერთი პასუხი.“ – უთხრა მან ეკლესიაში შეკრებილ მრევლს.

პომპეომ მოუწოდა ქრისტიან მორწმუნეებს: „ილოცეთ, მტკიცედ იდექით და იბრძოლეთ, რათა ვიცოდეთ, რომ იესო ქრისტე ჩვენი მხსნელია და ჭეშმარიტად ის არის ერთადერთი გამოსავალი მთელი მსოფლიოსთვის.“

აშშ ტოვებს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს

ამერიკის შეერთებული შტატები ტოვებს გაეროს ადამიანთა უფლებათა დაცვის საბჭოს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ელჩმა ნიკი ჰეილიმ სამშაბათს განაცხადეს ამის შესახებ.

აშშ სანქციებს დაუწესებს ქვეყნებს, სადაც იზღუდება რელიგიის თავისუფლება

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლებისთვის ბრძოლის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მან მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა: რეალური ცვლილებებისკენ მოუწოდა მათ, ვინც ყველაზე მეტად არღვევენ ამ უფლებებს, მათ შორის ამერიკის მოკავშირეებსაც.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალი დირექტორი: „იესო ქრისტე ერთადერთი გამოსავალია ჩვენი მსოფლიოსათვის“

მაიკ პომპეო ოფიციალურად დაინიშნა პრეზიდენტი ტრამპის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალ დირექტორად. აშშ-ს სენატმა ორშაბათს აირჩია პომპეო ამ თანამდებობაზე. ევანგელისტი ქრისტიანი, მაიკ პომპეო, პატივსაცემი ფიგურაა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში; გარდა ამისა, ის გახლავთ სამხედრო ძალების ვეტერანი.

ორი წლის წინ პომპეომ ეკლესიაში წარმოთქვა სიტყვა მუსლიმთა განცხადებების შესახებ, რომელთა თქმითაც, „ისლამია ერთადერთი გზა“. „ამერიკას საფრთხეს უქმნიან ის ადამიანები, რომლებსაც მტკიცედ სწამთ, რომ ისლამია ერთადერთი გზა, სინათლე და ერთადერთი პასუხი“, უთხრა მან ეკლესიაში შეკრებილ მრევლს, იტყობინება Press TV.

„ამ ადამიანებს სჯერათ, რომ საკუთარი რელიგია კარნახობს ქრისტიანთა განადგურებას. მათ სძულთ ქრისტიანები,“ თქვა პომპეომ მუსლიმთა რადიკალი უმცირესობის შესახებ.

პომპეომ მოუწოდა ქრისტიან მორწმუნეებს: „ილოცეთ, მტკიცედ იდექით და იბრძოლეთ, რათა ვიცოდეთ, რომ იესო ქრისტე ჩენი მხსნელია და ჭეშმარიტად ის არის ერთადერთი გამოსავალი მთელი მსოფლიოსთვის.“

2013 წელს ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მუსლიმთა ლიდერების სიჩუმეს პომპეომ „დამაყრუებელი“ უწოდა და თქვა, რომ ეს მათ ამ თავდასხმის „პოტენციურ მონაწილეებად“ აქცევს.

ტრამპმა განაცხადა, რომ მაიკ პომპეო „სააგენტოს შესანიშნავად და მტკიცედ უხელმძღვანელებს და დაიცავს ამერიკელთა და ჩვენს მოკავშირეთა უსაფრთხოებას.“

წყარო: https://hellochristian.com