ტეგების არქივი: მაიკ პენსი

მაიკ პენსი: „პრეზიდენტი ტრამპი მორწმუნეა, ისევე როგორც მე.”

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა,  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რწმენის როლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ პრეზიდენტი ტრამპი მორწმუნეა ისევე, როგორც მე.”

CBN-სთვის მიცემულ ინტერვიუში პენსმა აღნიშნა, რომ ის და დონალდ ტრამპი მადლობელნი არიან იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევანგელური ქრისტიანებისგან იღებენ.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპის გული მადლიერებითაა სავსე, ჩვენი ქვეყნის ევანგელური ქრისტიანების გამო. უნდა გითხრათ რომ ყველაზე სასიამოვნო სიტყვები, რაც მე და პრეზიდენტს მოგვისმენია,  არის ამ ადამიანების მიერ ხელის ჩამორთმევისას ნათქვამი ფრაზა: „ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ“ – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

პენსმა ასევე დაადასტურა, რომ ისიც და პრეზიდენტი ტრამპიც, ერთგული მიმდევრები არიან ქრისტიანული რწმენისა და მათ ადმინისტრაციაში ლოცვას დიდი ადგილი უკავია.

„ მე პრეზიდენტთან და რელიგიურ ლიდერებთან ერთდ ვიყავი ოვალურ კაბინეტში, როდესაც მათ ითხოვეს, შეჩერებულიყვნენ და ლოცვისთვის გამოეყოთ დრო, რაზეც პრეზიდენტი მაშინვე სიამოვნებით დათანხმდა. მეც და დონალდ ტრამპიც მორწმუნეები ვართ და ორივეს კარგად გვესმის, რამდენად დიდია რწმენის როლი ჩვენი ერის  ცხოვრებაში. ვფიქრობ, ამერიკელი ხალხისთვის გამამხნევებელი უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ ჰყავთ პრეზიდენტი, რომელიც ეთანხმება, პატივს სცემს და აფასებს რწმენისა და რელიგიის მნიშვნელობას ჩვენს ოჯახებში საზოგადოებასა და სახელმწფოში. ”

წყარო

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის, მაიკ პენსის და ქარიშხლით დაზარალებულთათვის ილოცეს

პარასკევს, 1 სექტემბერს, ქრისტიანი სულიერი ლიდერები თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეიკრიბნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად, როცა მან გამოსცა განცხადება ლოცვის ნაციონალური დღის შესახებ.

განცხადების ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტმა დალასის პირველი ბაპტისტური ეკლესიის (First Baptist Church) ხუცესს, რობერტ ჯეფრესს, სთხოვა, ელოცა მისთვის და ასევე მთელი ქვეყნისთვის.

თეთრ სახლში ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი ჩამოყალიბდა

ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის პირველი მმართველი გუნდია 100 წლის განმავლობაში, რომელმაც თეთრ სახლში ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი ჩამოაყალიბა.

მას ისტორიაში ყველაზე „ევანგელისტური კაბინეტი” ეწოდა. ესენი არიან ქალები და მამაკაცები, რომლებიც დარწმუნებით საუბრობენ საკუთარ რწმენასა და ბიბლიაზე.

„ესენი არიან ღვთისმოსავი ადამიანები, რომლებსაც ღმერთმა გამოსაჩენ თანამდებობებზე მოუწოდა ჩვენს კულტურაში. ისინი დიდი დაკვირვების შედეგად აარჩიეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა.” – განაცხადა რალფ დროლინგერმა.

დროლინგერი NBA-ის ყოფილი მოთამაშეა, რომელმაც დააფუძნა Capitol Ministries, რომელსაც საფუძვლად უდევს იდეა იმის შესახებ, რომ უნდა შეიცვალოს კანონმდებელთა ხასიათი და გული, რათა ქრისტიანული მსოფლმხედველობის მიხედვით წარმართო პოლიტიკის საქმეები.

მან წამოიწყო ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფები ამერიკის 40 შტატის კაპიტოლიუმში და რამდენიმე უცხოურ კაპიტოლიუმში. ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა იმართება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში და ახლა უკვე პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტის მრავალი წევრისთვის.

ჯანდაცვის მინისტრი ტომ პრაისი, ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი, განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრი სანი პერდუ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო – ეს არის იმ ადამიანების მოკლე ჩამონათვალი, რომლებიც ბიბლიის შესწავლას ესწრებიან.

ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან აღმასრულებელი კაბინეტის წევრებისათვის ოფიციალური ბიბლიის შესწავლა არ ჩატარებულა უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში.

ამერიკის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსიც ესწრება ამ სწავლებას.

„ის იმ დღესვე პრაქტიკულად ახორციელებს იმას, რასაც ბიბლიიდან ვასწავლი და როცა ამას ვხედავ, ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, ესენი არიან ერთგული, მეგობრული და სწავლისათვის მზადმყოფი ადამიანები და ისინი ბიბლიის ყოველკვირეულ შესწავლას ესწრებიან“, – ამბობს დროლინგერი.

პრეზიდენტი ტრამპიც მოწვეულია ბიბლიის სწავლებაზე. ყოველკვირეულად მას დროლინგერის სწავლების ასლს უგზავნიან.

ვიცეპრეზიდენტი პენსიც გეგმავს სწავლებაზე დასწრებას, როგორც დატვირთული სამუშაო გრაფიკი მისცემს მას ამის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის აფინანსებს ამ სწავლებას.

მაიკ პენსი, დროლინგერის აზრით, ჰგავს ბიბლიურ პერსონაჟებს – დანიელს, მორდექაის, იოსებს… ადამიანებს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ისტორიაში.

„მაიკ პენსი სათანადო პატივისცემით ეკიდება საკუთარ თანამდებობას. ის ასევე ყოველთვის სათანადოდაა ჩაცმული, როგორც იოსები, რომელიც საგულდაგულოდ მოემზადა ფარაონის წინაშე წარსადგომად“, – უთხრა დროლინგერმა CBN-ის ახალ ამბებს.

„მაიკ პენსს ახასიათებს უკომპრომისო უდრეკობა და მისი საუბარი ყოველთვის ადამიანების მიმართ სიყვარულს გამოხატავს,“ – განაგრძობს დროლინგერი. „ის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა პრეზიდენტისათვის.“

„ღმერთს მადლობას ვუხდი მათთვის. მადლობას ვუხდი მაიკ პენსისთვის, რადგან მან და პრეზიდენტმა დიდებული ადამიანები აარჩიეს ჩვენი ერის ხელმძღვანელებად.“

სულ ცოტა 100 წელია გასული მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიბლიის გაკვეთილებს თეთრ სახლში ბოლოს ატარებდა.

მაიკ პენსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს ახალი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია საქართველოში. მაიკ პენსი თბილისში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.

ის თბილისში 31 ივლისს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად  ესტონეთიდან ჩამოვიდა და 1 აგვისტოს მონტენეგროში გაემგზავრა.

მაიკ პენსს პერმიერი, გიორგი კვირიკაშილი, მეუღლესთან ერთად დახვდა. აეროპორტში შეერთებული შტატების ელჩი, იან კელიც, იმყოფებოდა.

“პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ. თქვენ გვერდით ვდგავართ. ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას, ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ… უკეთესი ურთიერთობა გვსურს რუსეთთან, მაგრამ ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა, საწინააღმდეგოს მეტყველებს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რათა საქართველომ შეძლოს, გადაიტანოს რუსული აგრესიის შედეგები,” – განაცხადა მაიკ პენსმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, ასევე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

ევროპის მოედანი სიმბოლურად საქართველოსა და შეერთებული შტატების დროშების ფერებში განათდა. საზეიმოდ იყო განათებული მეტეხის ხიდი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე სატელევიზიო ანძა ფუნიკულიორზე. მაიკ პენსის საპატივსაცემოდ პუშკინის სახელობის სკვერში კონცერტიც გაიმართა.