ტეგების არქივი: ლოცვა

კათოლიკე და ევანგელისტი ფეხბურთელების ერთობლივი ლოცვა მატჩის შემდეგ

ორშაბათს, ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მილიონობით მაყურებელი გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ შეუერთდა ლოცვაში პანამელ ფეხბურთელს, ევანგელისტ ფიდელ ესკობარს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ბელგიელი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც კათოლიკე ქრისტიანია.

მატჩის შემდეგ, რომელიც მოიგო ბელგიამ ანგარიშით 3-0, ლუკაკუ და ესკობარი მუხლებზე დადგნენ მინდორზე და ერთად ილოცეს. ძირითადად, იშვიათობაა მოწინააღმდეგე გუნდების წარმომადგენლების ერთობლივი ლოცვის ხილვა.

ორი მლოცველი ფეხბურთელის ფოტო მალევე გავრცელდა სოციალურ მედიაში.

„ის, რომ ლუკაკუმ და ესკობარმა დაიჩოქეს და ილოცეს მას შემდეგ, რაც ფინალური სასტვენის ხმა გაისმა, ბევრი ადამიანისათვის ღირსშესანიშნავი მომენტი იყო. ისინი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნი არიან და თამაშიც სხვადასხვა შედეგით დაასრულეს, მაგრამ მათ მაინც მშვიდობა პოვეს იმაში, რასაც აკეთებდნენ“, დაწერა ტვიტერში ოსკარ ფლექს-კიბეტმა, ციფრული კონტენტის შემქმნელმა.

„კარგია სიყვარული თამაშის მიმართ, მაგრამ ღმერთია უპირველესი“, დაამატა მან.

წყარო =

ალაბამის საფეხბურთო გუნდმა თეთრ სახლში პრეზიდენტისთვის ილოცა

პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ალაბამის საფეხბურთო გუნდს (Alabama’s Crimson Tide) სტუდენტური სპორტის ნაციონალური ასოციაციის ეროვნულ ჩემპიონატში (NCAA National Championship) მათი გამარჯვების აღსანიშნავად.

მალე ეს სტანდარტული შეხვედრა ღვთისმსახურების შესაძლებლობად იქცა ალაბამის უნივერსიტეტის მამაკაცთა საფეხბურთო გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, მოთამაშეები მიუახლოვდნენ მას და ლოცვა დაიწყეს. პრეზიდენტს თავი ჰქონდა დახრილი, როცა ერთ-ერთ მოთამაშეს მის მხარზე ედო ხელი და ლოცულობდა მისთვის.

„თითოეული თქვენგანი დღეს აქ თავისი ერთგულების, გულმოდგინებისა და საოცარი გუნდური მოქმედების გამოა“, – თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.

„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ამერიკამ გაიგო, რომ ალაბამას საფეხბურთო გუნდმა იცის, როგორ მოიგოს და აგრძელებს კიდეც მოგებას. ამას ხელს უწყობენ დიდებული მწვრთნელი და კლუბის დირექტორი.“

სასწაული ამერიკაში: ლოცვამ 18 თვის ბავშვის სიცოცხლე იხსნა

გასულ კვირას ტეხასს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. უკვე ცნობილია, რომ 5 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. შაბათს, 29 აპრილს ფილიპსების ოჯახი მანქანით მგზავრობდა ტორნადოს მიერ დაზიანებულ ტერიტორიაზე.

ავტომობილში მშობლებთან ერთად ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა: 18 თვის ედისონი და 4 თვის მარშალი. მანქანა ამოტრიალდა და გზის განაპირა თხრილში ჩავარდა, წყლის ნაკადი ავტომობილის მიმართულებით მიედინებოდა და ავსებდა სალონს. ოჯახი დახმარებას ითხოვდა.

გზად გამვლელი მანქანების მძღოლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამოტრიალებულ ავტომობილში მყოფნი გარეთ გამოეყვანათ. მარშალი მალევე მოვიდა გონს, მაგრამ 18 თვის ედის სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ის არ სუნთქავდა.
შემთხვევის ადგილას გადაღებულ ვიდეოში ისმის ერთ-ერთი თვითხილველის სიტყვები: „იესოს სახელით, ისუნთქე! მიეცი ამ ბავშვს სუნთქვა, ძვირფასო უფალო, იესო. მიეცი სუნთქვა…“

ამ სიტყვების შემდეგ ედი გონს მოეგო. მშობლები და ისინი, ვინც ბავშვს პირველადი სამედიცინო დახმარებას უტარებდა, ფიქრობენ, რომ ეს სასწაული იყო. ვიდეო ფეისბუკის გვერდზე ელვის სისწრაფით გავრცელდა და 29 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

ორივე ბავშვი ბავშვთა სამედიცინო ცენტრში დალასში გადაიყვანეს. 4 თვის მარშალი ორშაბათს, 1 მაისს გაწერეს, ედი კი ოთხშაბათს, 3 მაისს. თავისი ფეისბუკის გვერდზე ბავშვების მშობლებმა გამოაქვეყნეს სამადლობელი წერილი, სადაც მადლობას უხდიან მათ, ვინც დაეხმარა და ლოცულობდა მათთვის ამ დროის განმავლობაში.

Raw Video: Infant and toddler rescued

TX TORNADO: Good Samaritans save infant and 2-year old who nearly drowned. Follow Verify and see more vids at www.verifytv.comCourtesy: Tom Mitchell. More info: http://bit.ly/2oZnFSJNote: This video is NOT related to Hurricane Harvey.

Posted by David Schechter on 2017 m. balandžio 30 d., sekmadienis

 

ათეისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ სათამაშო მოედანზე აღვლენილი ლოცვის გამო

რელიგიისგან თავისუფლების ფონდმა (The Freedom From Religion Foundation) აღშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პირდაპირ სათამაშო მოედანზე ერთმა პიროვნებამ მუხლი მოიყარა და დაშავებული მოთამაშისთვის ილოცა. ფონდმა ამის გამო ოფიციალურადაც იჩივლა.

ეს ფაქტი გასულ კვირას, ტენესის შტატში მოხდა. პრობლემა ის გახლდათ, რომ მლოცველი მწვრთნელი არ ყოფილა, არამედ ეს გახლდათ ადგილობრივი ახალგაზრდული მსახურების ხელმძღვანელი ერიკ დილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მოედანზე მაშინ შევიდა, როცა ერთ-ერთი მოთამაშე დაშავდა.

მოთამაშემ მას სთხოვა ელოცა მისთვის და ერიკსაც არ დაუყოვნებია.

„მე თუ მწამს იმის, რომ ღმერთი პასუხობს ჩვენს ლოცვებს, როგორ უნდა მძულდეს ის დაშავებული ბავშვი, ან ის მოთამაშე, ვინც ლოცვას მთხოვს, რომ არ ვილოცო მათზე?“ ამბობს დილი. „მე არ ვაპირებ, რომ ვინმეს თავს მოვახვიო ჩემი რწმენა, რადგან თავად ღმერთი არ აიძულებს ადამიანებს, ირწმუნონ მისი, მაგრამ თუ ვინმე, ამ შემთხვევის მსგავსად, მთხოვს ლოცვას, რა თქმა უნდა, ვილოცებ.“

წყარო: http://www.charismanews.com/