ტეგების არქივი: ლგბტ

რუმინეთში და კანადაში ქრისტიანები ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოდიან

მსოფლიო ქრისტიანული ახალი ამბები:

* რუმინეთში ეკლესია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოდის. ჩვენ ვესაუბრეთ ხუცეს ტიუდორ პეტანს ტელევიზიიდან „ალფა ომეგა ტივი“ ბიბლიური ქორწინების დაცვის კონსტიტუციური რეფერენდუმის შესახებ.

* კანადაში სამასზე მეტი ხუცესი და ქრისტიანი ლიდერი გამოვიდა ეგრეთ წოდებული „სოჯის“ (S.O.G.I.) წინააღმდეგ. „სოჯი“ გახლავთ სასწავლო გეგმა სექსუალური ორიენტაციისა და სქესის განსაზღვრების შესახებ, რომელსაც იყენებენ საჯარო სკოლებში. ქრისტიანი ლიდერები ამბობენ, რომ ეს ბავშვებისთვის საზიანოა, რადგან ის მათ ასწავლის არაბიბლიურ შეხედულებებს სექსუალურობის შესახებ. ხუცესები სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ხელი მოაწერეს „დასავლეთ სანაპიროს ქრისტიანულ შეთანხმებას.“

მესამე სქესი დაბადების მოწმობაში ნიუ-იორკელებისთვის ნებადართული იქნება

ნიუ-იორკი უახლესი ქალაქია, სადაც ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავებს მდედრობით ან მამრობით სქესს არ მიაკუთვნებენ, საშუალება მიეცემათ, დაბადების მოწმობაში მესამე სქესი შეიტანონ.

“NBC News”-ი იტყობინება, რომ ქალაქისა და ჯანდაცვის საბჭომ ერის უდიდეს ქალაქში ოთხშაბათს ხმა მისცა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან  დაბადების მოწმობაში მესამე სქესის ვარიანტი დაემატოს. ადამიანებისგან, რომლებიც ამ სქესს მიაკუთვნებენ თავს, ახალი პოლიტიკა აღარ მოითხოვს ექიმის წერილობით მოწმობას იმისთვის, რომ მსგავსი ცვლილებები განხორციელდეს.

ნიუ-იორკის დემოკრატმა მერმა, ბილ დე ბლასიომ ამ ზაფხულს მხარი დაუჭირა აღნიშნულ პოლიტიკას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის პოლიტიკა “საშუალებას მისცემს ნიუ-იორკელ  ტრანსგენდერ და იმ ადამიანებს, რომლებიც არც ერთ სქესს არ მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, იცხოვრონ ღირსეულად და პატივისცემით, რომელსაც იმსახურებენ.”

ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ, კორი ჯონსონმა წარადგინა კანონპროექტი, რომელსაც დადებითად შეხვდნენ. მან თქვა, რომ ეს იყო ისტორიული დღე ნიუ-იორკისთვის.

ამ უახლეს ძვრებს ნიუ-იორკში, რომელიც დაახლოებით 8.6 მილიონი ადამიანის სახლია, უერთდებიან სხვა შტატებიც: ნიუ-ჯერსი, ორეგონი, კალიფორნია და ვაშინგტონი, რომლებიც არ მიიჩნევენ სავალდებულოდ სქესის აღნიშვნას. რამდენიმე შტატმა დაუშვა მსგავსი სქესის აღნიშვნა მართვის მოწმობაზეც.

წყარო

თარგმანი: ხატია ბარბაქაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

მოლდავეთში ქრისტიანები ლგბტ აღლუმის წინააღმდეგ გამოდიან

მოლდავეთის მართლმადიდებლური ეკლესია ხელისუფლებას სთხოვს აღკვეთოს მზადება სოლიდარობის მარშისათვის  „შიშის გარეშე”,  რომლის ჩატარებაც იგეგმება მე-17 ლგბტ ფესტივალის („Moldova Pride 2018“) ფარგლებში შაბათს, 19 მაისს. მიტროპოლიტი ვლადიმერი მიიჩნევს, რომ მსგავს ღონისძიებათა ჩატარება ნიშნავს „თავდასხმას მორალსა და ოჯახის წმინდა ინსტიტუტზე და წარმოადგენს საფრთხეს მოზარდი თაობისათვის.“

„უმცირესობის წარმომადგენელთა ეს მსვლელობა შეურაცხმყოფელი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ღირებულებებისათვის. ამ საზოგადოების  98% შედგება მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან წმინდა სახარების სწავლების მიმდევართაგან – სახარებისა, რომლის თანახმადაც ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის შეიძლება და არა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის“, – განაცხადა კიშინიოვის ეპისკოპოსმა.

„აღლუმის ორგანიზატორებმა და მათმა უცხოელმა მხარდამჭერებმა გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა იცოდნენ ადგილობრივი რეალობის შესახებ, რადგან ასეთი მოვლენები ხდება მიზეზი ორ მხარეს შორის გამოვლენილი ძალადობისა და დაპირისპირებისა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ვლადიმერმა.

გასულ წელს, მსგავსი მარში, რომელიც საპროტესტო მსვლელობათა ფონზე გაიმართა, დასრულდა მისი აღკვეთითა და ლგბტ თემის აქტივისტების გაქცევით.

წყარო

თარგმანი: სოფო გურაშვილი

რედაქტირება: ნინო ხუროშვილი

„სქესი არის პირობითი ცნება” – სექსუალური განათლების ლგბტ პროგრამა კანადის სკოლებში (ვიდეო)

ოჯახის შემადგენლობა, შესაძლოა, სხვადახვაგვარი იყოს. ამას სოჯი ეწოდება –სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტიფიკაცია. ეს არის სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც მთელი კანადის მასშტაბით სახელმწიფო სკოლებში მოსწავლეებს უყვებიან ჰომოსექსუალური ცხოვრების წესზე და ეუბნებიან, რომ სქესი არის პირობითი გაგება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თქვენი სქესი არ არის დამოკიდებული იმაზე, სხეულის რომელი ნაწილით დაიბადეთ, არამედ იმაზე, თუ რას გრძნობთ მოცემულ დროს.

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: ნინო ხუროშვილი

შოტლანდიის მასწავლებელთა გაერთიანება ითხოვს სავალდებულო ლგბტ საზოგადოების შესახებ განათლებას ბავშვებისთვის

შოტლანდიის მასწავლებელთა უდიდესმა გაერთიანებამ ხმა მისცა იდეას მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვებისთვის ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ოჯახებისა და ლგბტ საზოგადოების ისტორიის სწავლებას.

პერთში, ყოველწლიური საერთო შეხვედრისას, შოტლანდიის განათლების ინსტიტუტმა (EIS) გადაწყვიტა, რომ მხარი დაუჭიროს კამპანიას სახელწოდებით „ინკლუზიური განათლების დრო“ (TIE). კამპანიის მიზანია, მთელი რიგი სადაო საკითხების, მათ შორის ჰომოსექსუალიზმისა და ტრანსსექსუალიზმის, სავალდებულო სწავლებისკენ მოწოდება.

კამპანიის სავალდებულო სწავლების მოთხოვნები მოიცავს:

1. ჰომოფობიას, ბიჰობიასა და ტრანსფობიას.

2. ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობებს.

3. თანაბარ უფლებათა მოძრაობას, სტოუნვოლისა და გეების გათავისუფლების მოძრაობას.

4. სექსუალურობასა და სექსუალურ ორიენტაციას.

5. ტრანსსექსუალიზმსა და გენდერულ იდენტობას

6. პრო-ლგბტ სექსუალური ჯანმრთელობის განათლებას.

შოტლანდიის პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ხსენებულ კამპანიას. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ შოტლანდიის მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი კამპანიის მიზნების განსახილველად და ჯგუფებისგან რეკომენდაციების მისაღებად.

დოქტორი დევიდ რობერტსონი, დამფუძნებელი საქველმოქმედო ორგანიზაციისა Solas Centre for Public Christianity, ამ კამპანიას ტროას ცხენს უწოდებს, რომელიც იდეოლოგიურ შეხედულებებს ახვევს თავს მოწაფეებს. წელს განიხილავენ გეგმას მცირეწლოვანი მოსწავლეებისათვის „სხვადასხვა სახის ურთიერთობათა“ სწავლების შესახებ. მინისტრებმა განაცხადეს, რომ მშობლებს არ ექნებათ თავიანთი შვილების კლასიდან გაყვანის უფლება.

წყარო

http://ewinghouses.com/