ტეგების არქივი: კატასტროფა

კატასტროფას გადარჩენილი შაპეკოენსეს ფეხბურთელი – „ღმერთის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს“

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც გადაურჩა ავიაკატასტროფას, სადაც თითქმის მთელი მისი გუნდი დაიღუპა, ტრაგედიის შემდეგ პირველად წარდგა ეკლესიის წინაშე და შეკრებილებს უამბო თავისი საოცარი გადარჩენის შესახებ და თქვა, რომ ღმერთის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს, იტყობინება საინფორმაციო მეგაპორტალი invictory.com Biblia Todo-ზე დაყრდნობით.

ავიაკასტროფა მოხდა 2016 წლის 28 ნოემბერს. ბრაზილიური თვითმფრინავი კოლუმბიაში ჩამოვარდა. დაიღუპა 71 ადამიანი, 6 მძიმედ დაშავდა. ბორტზე იმყოფებოდა ბრაზილიური საფეხბურთო გუნდის „შაპეკოენსეს“, რომელისაც 30 ნოემბერს სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩში უნდა ეთამაშა. გუნდის წევრებიდან გადარჩა სამი ფეხბურთელი, სამივე მათგანი ევანგელისტი ქრისტიანია.

ცოტა ხნის წინ „შაპეკოენსეს“ გადარჩენილი ელიუ ერმიტო ზამპიერ ნიეტო პირველად მივიდა მსახურებაზე ტრაგედიის შემდეგ და შეკრებილებს უამბო იმის შესახებ, თუ როგორ გადარჩა და რა გააკეთა ღმერთმა მის ცხოვრებაში.

ელიუ ნიეტო მაშველებმა ბოლოს იპოვეს, როცა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ცოცხალი აღარვინ იქნებოდა დარჩენილი. იმ დროისათვის კატასტროფიდან რვა საათი იყო გასული. ყინავდა. ნიეტო თვითმფრინავის ნამსხვრევებს შორის იპოვეს, ფილტვები გახვრეტილი ჰქონდა. ექიმები იმედს არ იძლეოდნენ. სასწაულია ის, რომ ფეხბურთელი მიღებული ტრავმების შედეგად ცოცხალი გადარჩა. ის თავადაც სასწაულს უწოდებს თავის გადარჩენას.

ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისთვის ლოცულობდა, თავის მეგობრებსა და მათ ოჯახებს. ეკლესიაში გამოსვლისას თქვა, რომ მომხდარის შემდეგ გამუდმებით ფიქრობდა და ერთი დასკვნა გამოიტანა იმის შესახებ, რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის და ღვთის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვს.

„ჩვენ მის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ… შეიძლება ყველაზე ძლიერი, ყველაზე წარმატებული იყოთ, მაგრამ სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ყოფნისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა გავაკეთე დედამიწაზე? რამდენი ადამიანი მივიყვანე ქრისტესთან? ვასრულებდი ღვთის ნებას? სად წავალ, დღეს რომ მოვკვდე?“ თქვა ნიეტომ.

წყარო: http://www.invictory.com