ტეგების არქივი: ისლამური სახელმწიფო

ბავშვები, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს გავლენის ქვეშ გაიზარდნენ

ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები თაობა ისლამური სახელმწიფოს გავლენის ქვეშ გაიზარდა და მისგან შეითვისა სიძულვილის იდეა. შეხვდით ქალს, რომელსაც იმ ბავშვების გადარჩენა აქვს დასახული მიზნად, რომლებსაც ისლამური სახელმწიფო ურეცხავს ტვინს. CBN-ის რეპორტაჟი სირიელი და ერაყელი ბავშვების შესახებ.

ISIS-ის 50 მებრძოლი საქართველოში დაბრუნდა – რა საფრთხეებს უნდა ელოდეს სახელმწიფო

„ახლა, როდესაც ისლამური სახელმწიფო დაეცა, სად მიდიან მისი მებრძოლები?” – აღნიშნული სათაურით სტატიას Washington Post-ი აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია Soufan Center-ისა და “გლობალური სტრატეგიის ქსელის“ კვლევების შესახებ, რომლის თანახმადაც, ISIS-ის დამარცხების შემდეგ, სამშობლოში 5600 მებრძოლი უკვე დაბრუნდა. უკან დაბრუნებული ტერორისტების რიცხოვნების მიხედვით პირველ 5 ადგილს იკავებს: ტუნისი(800), საუდის არაბეთი(760), ინგლისი(425), რუსეთი(400) და გერმანია(300).

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოდან „ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საბრძოლველად 200-ზე მეტი ადამიანი წავიდა და მათგან დაახლოებით 50 უკვე  დაბრუნდა სამშობლოში.

როგორც Washington Post-ი წერს, ამ ქვეყნებს ჯერ არ გაურკვევიათ, როგორ მოექცნენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაბრუნებულ წევრებს.

„რასაკვირველია, დაბრუნებულ მებრძოლებს პირდაპირ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ თავდასხმაზე, თუმცა საგულისხმოა, რომ ისინი შესაძლოა გახდნენ შთაგონების წყარო მათთვის, ვინც რადიკალიზმის გზას ადგას“, – წერს Washington Post-ი.

წყარო

კათოლიკე მღვდელი, ტომ უზუნალილი, თვრამეტთვიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს

ტომ უზუნალილის ბედთან დაკავშირებით თვრამეტთვიანი გაურკვევლობა დასრულდა. იემენში ისლამური სახელმწიფოს (isis) მიერ გატაცებული  მღვდელი საბოლოოდ თავისუფალია და ინდოეთში ბრუნდება.

მისი გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტომ უზუნალილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში პირველად 2016 წლის 4 მარტს მოექცა, როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ მისიონერულ სახლს იემენში. თავდასხმისას 16 ადამიანი გარდაიცვალა, დაჭრილი ტომი კი გაიტაცეს.

ვრცელდებოდა ჭორი, რომ იგი წითელ პარასკევს ჯვარს აცვეს, რასაც უარყოფდა ოფიციალური ვატიკანი და ხალხს გატაცებულისთვის ლოცვისკენ მოუწოდებდა.

ტომ უზუნალილი უკვე შეხვდა პაპ ფრანცისკეს, რომელიც მისი გათავისუფლების მიზნით აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში.

წყარო

ისლამური სახელმწიფოს მოწოდება ეგვიპტელ ქრისტიანთა დახოცვის შესახებ

გასულ კვირას ისლამურმა სახელმწიფომ ახალი ვიდეო გაავრცელა ინტერნეტ სივრცეში, სადაც ისინი ეგვიპტელ ქრისტიანთა დახოცვისკენ მოუწოდებენ სხვებსაც და სადაც ჩაწერილია იმ პიროვნების მიმართვა, ვინც პასუხისმგებელია გასული წლის დეკემბერში კაიროში წმ. მარკოზის ტაძრის აფეთქებაში.

ოცწუთიანი ვიდეო, რომლის სათაურიცაა „მოკალი კუფარი“ (‘კუფარი’ – არაბულად ‘ურწმუნო’) თანამებრძოლ სამხედროებს მოუწოდებს შეუტიონ და დახოცონ ქრისტიანები მთელ ქვეყანაში.

ვიდეოზე ასახულია იმ პიროვნების მიმართვაც, რომელიც პასუხისმგებელია გასული წლის დეკემბერში კაიროში წმ. მარკოზის ტაძრის აფეთქებაში. ის ამხნევებს თანამებრძოლ ჯიჰადისტებს, ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ ეგვიპტეში დატყვევებული მათი თანამებრძოლები მალე გათავისუფლდებიან.

წყარო: http://www.christiantoday.com