ტეგების არქივი: ისლამი

პაკისტანელმა მამაკაცმა ცოცხლად დაწვა 24 წლის გოგონა, ისლამის მიღებასა და ცოლობაზე უარის თქმის გამო

24 წლის ასმა იაქუბი მუსლიმანმა მამაკაცმა ცოცხლად დაწვა იმის გამო, რომ მან უარი უთხრა ცოლად გაყოლასა და ისლამის მიღებაზე.

ასმა იაქუბი პაკისტანელი ქრისტიანი გოგონა გახლდათ, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. სწორედ დამსაქმებლის სახლთან დაესხა თავს 17 აპრილს მუჰამედ რიზვან გუჯური, რომელიც ასმას ქრისტიანული რწმენის მიტოვებას და ცოლად გაყოლას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

თვითმხილველთა თქმით, მოძალადემ გოგონას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, როდესაც ასმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის 80 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. მიუხედავად ექიმების  მცდელობისა, მისი სიცოცხლის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა და 22 აპრილს ის გარდაიცვალა.

ამჟამად თავდამსხმელი დაკავებულია. ის ამბობს, რომ მას არ სურდა გოგონას მოკვლა, არამედ მხოლოდ შეშინება. თუმცა, როგორც ორგანიზაცია “World Watch Monitor” აცხადებს, BBC URDU-სა და ადგილობრივ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თქმით, აგრეთვე პოლიციის აზრით, ეს არ იყო მიზანმიმართული თავდასხმა ქალზე და რომ მუჰამედი ფსიქიკურად არამდგრადია მას შემდეგ, რაც დედამისმა 10 წლის წინ თავი მოიკლა. “World Watch Monitor”- ში ფიქრობენ, რომ საგამოძიებო სამსახური მას შანსს უტოვებს, მშრალად გამოვიდეს საქმიდან და ეს ინციდენტი უბრალოდ უბედურ შემთხვევად შერაცხონ.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება ქრისტიანთა დევნის საკმაოდ მძიმე ფაქტები.

წყარო

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

21-ე საუკუნის ბოლოს ისლამი მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგია გახდება

21-ე საუკუნის შუა ხანებისთვის მუსლიმანთა რაოდენობა თითქმის გაუტოლდება ქრისტიანების რაოდენობას, ხოლო საუკუნის მიწურულს კი გადააჭარბებს მას, რის შემდეგაც ისლამი მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგია გახდება.

ეს მონაცემები ეკუთვნის აშშ-ს ერთ-ერთ კვლევით ცენტრს (Pew Research Center), რომლის მიხედვითაც ისლამი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიაა.

2010 წელს მსოფლიოში მუსლიმთა რიცხვი 1.6 მილიარდი იყო, რაც მსოფლიო მოსახლეობის 23.2%-ს შეადგენდა იმ დროისათვის. ხსენებული ცენტრის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ 2050 წლისთვის მუსლიმთა პროცენტული მაჩვენებელი 29.7%-მდე აიწევს, ხოლო საუკუნის მიწურულს კი 34.9%-მდე.

რაც შეეხება ქრისტიანებს, 2010 წელს მათი რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 31.4 %-ს შეადგენდა, ხოლო 2100 წლისთვის კი, დაახლოებით, ორი პროცენტით გაიზრდება.

ნიგერიაში მოსახლეობის (150 მლნ) 50% მუსლიმანია. სავარაუდოდ, მომავალში მათი რაოდენობა 58%-მდე აიწევს, რაც უფრო დიდ ზეწოლას გამოიწვევს ქვეყნის მოსახლეობაზე (შარიათის კანონი უკვე ამოქმედდა ქვეყნის 36 შტატიდან ჩრდილოეთით მდებარე თორმეტ შტატში, სადაც ტერორისტულმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ სისხლიანი ჯიჰადი განახორციელა ქრისტიანების წინააღმდეგ).

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფაქტების მსოფლიო წიგნის (WORLD FACTBOOK) თანახმად, ინდონეზია მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებიდან მეოთხე ადგილზე იმყოფება და მისი მოსახლეობის 87 პროცენტს (258 მლნ), მუსლიმები შეადგენენ.

ინდოეთის მოსახლეობის ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, 2050 წლისთვის მუსლიმების შობადობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ამჟამად ინდოელი მუსლიმები ქვეყნის მოსახლეობის 14.4%-ს შეადგენენ, რაც, დაახლოებით, 176 მლნ ადამიანია.

პაკისტანის მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობაც გაიზრდება 2050 წლისთვის და გადაინაცვლებს მესამე ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმების უმრავლესობა ცხოვრობს არა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, არამედ აზიაში (ინდონეზია, ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ნიგერია, ეგვიპტე, ირანი და თურქეთი).

წყარო: http://www.cnsnews.com