ტეგების არქივი: ირანი

„პატიმრები სიცოცხლეს იესო ქრისტეს უძღვნიდნენ“ − ირანელი ხუცესი რწმენის გამო ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს

მოჯტაბა ჰუსეინი ერთ დროს იატაკქვეშა საშინაო ეკლესიის მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ირანში.

2005 წელს იგი „ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის“ ბრალდებით დააპატიმრეს.

ცოტა ხნის წინ ჰუსეინმა ორგანიზაცია „ღია კარებს“ უთხრა, რომ განზრახული აქვს განაგრძოს შრომა იმისათვის, რომ ირანში ეკლესია გაიზარდოს, მიუხედავად ისლამური მთავრობის მიერ განხორციელებული დევნისა.

„რატომ არ შევწყვიტე შრომა ეკლესიებისთვის მას შემდეგ, რაც პირველად დამაპატიმრეს?“ – ღიმილით აღნიშნა მოჯტაბამ ინტერვიუში. „ზუსტად არ ვიცი. არ არსებობს ლოგიკური ახსნა ამისათვის, მაგრამ ვიგრძენით, რომ უფალს სურდა გაგვეგრძელებინა შრომა და ისიც ვიცოდით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დავეპატიმრებინეთ.“

სწორედ უფალმა მოუწოდა ციხეში მყოფ ჰუსეინს, რომ იქ მყოფი სხვა ადამიანებისთვისაც ეუწყებინა უფლის შესახებ. ბევრი ინანიებდა და ლოცულობდა. ჰუსეინს უნდოდა ბიბლიები დაერიგებინა პატიმრებისათვის, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არსებობდა. შემდეგ ღმერთმა გასაოცარი გზით მოუვლინა დახმარება მას. საპატიმროს იმამმა, რომელიც გაოცებული იყო ღვთისადმი მათი ერთგულებით, დახმარება შესთავაზა მათ. მას ბიბლიის ფურცლების ქსეროასლები შეჰქონდა ციხეში და ამბობდა, რომ ეს ინგლისური ენის გაკვეთილები იყო.

ჰუსეინის ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც იმავე საკანში იყო, წმინდა წერილს სპარსულად თარგმნიდა. შემდეგ ჰუსეინმა გადაიღო ბიბლიის ფურცლების ასლები და პატიმრებს დაურიგა.

ბიბლიებს სხვა საკნებში მყოფი პატიმრებიც ითხოვდნენ.

„არასოდეს მითხოვია უფლისათვის, რომ ციხიდან გავეთავისუფლებინე. შემიძლია უფალს ყველგან ვემსახურო, ციხეშიც და მის გარეთაც. შემიძლია ღმერთის სასუფეველს ვემსახურო იქ, სადაც უფალი ისურვებს.“ – ამბობს ჰუსეინი.

 

წყარო

თარგმანი: ხატია ბარბაქაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ისრაელმა სირიის სამხედრო ბაზაზე ავიადარტყმა განახორციელა

ისრაელმა დამასკოსთან მდებარე სამხედრო ბაზაზე ავიაიერიში მიიტანა. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით  BBC ავრცელებს.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ გვიან ღამით დამასკოში აფეთქების ხმა ისმოდა, თუმცა ისრაელს ოფიციალურად ავიადარტყმა ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანი “ინტრიგებს ხლართავს”, რათა სირიაში სამხედრო თვალსაზრისით დამკვიდრდეს, მაგრამ ისრაელი არ დაუშვებს, სირიაში ირანის პოზიციების გამტკიცებას.

წყარო

ირანში ქრისტიანობა სწრაფი ტემპით იზრდება – 20 ირანელის ფარული ნათლობის ისტორია (ვიდეო)

გასულ პარასკევს, თეირანიდან აღმოსავლეთით ათას კილომეტრში, თურქმენეთსა და ავღანეთს შორის არსებულ საზღვართან ახლოს, 20 ირანელი ემზადებოდა იმისათვის, რომ მალულად დაეტოვებინა თავისი ქვეყანა. ამ რეპორტაჟის დელიკატური ხასიათის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გაგვეშუქებინა ამ საქმესთან დაკავშირებულ ადამიანთა ადგილმდებარეობა და ვინაობა. მათ ირანი სულ რამდენიმე დღით დატოვეს, ოცივე ადამიანმა გადაწყვიტა ქრისტეს გაჰყოლოდა და მონათლულიყო.

დევნილი ბავშვები ირანში – ინტერვიუ

ინტერვიუ ქრისტიანული, საბავშვო ჟურნალის რედაქტორთან, რომელიც ირანში გამოდის.

„არიან ბავშვები, რომლებსაც ოჯახშიც კი არ აქვთ უსაფრთხო გარემო. ისინი იდევნებიან არა მარტო სკოლებში, იდევნებიან არა მარტო საზოგადოებისგან, არამედ საკუთარი ოჯახებისგანაც. ამ ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ იმედი და სინათლე. ჩვენი მსახურებაც სწორედ ამას ცდილობს, რომ ამ ბავშვებს მისცეს ეს იმედი, სინათლე ირგვლივ გამეფებულ სიბნელეში.” – ამბობს ის.

როგორ მოვამზადე ჩემი გოგონა დევნისთვის – ირანელი დედის მოგონება

ერთია, როდესაც რწმენის გამო გაპატიმრებენ, მაგრამ რა მოხდება თუ შვილს დაგაშორებენ ?!.. ეს ისტორია ირანელ დედაზეა, რომელიც ამზადებდა თავის ქალიშვილს იმ დღისთვის, როდესაც დევნა მათ კარსაც მიადგებოდა.

” ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა… რომ ერთ დღესაც კარზე ზარს დარეკავდნენ და მე და ჩემს მეუღლეს დაგვაპატიმრებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთ უბრალო დიასახლისად მიცნობდნენ, მე ჩართული ვიყავი სრული დროის მსახურებაში, რაც ციხეში ჩემს მოსახვედრად საკმარისი გახლდათ. ჩვენ ადრეული ასაკიდან ვამზადებდით ჩვენს გოგონას, ლილის იმ დროისთვის, როდესაც ის მარტო დარჩებოდა იმ დღეს, როდესაც დევნა ჩვენი სახლის ზღურბლს მოადგებოდა. მე მას ვეუბნებოდი, რომ დევნა – ეს ჩვეულებრივი რამაა ქრისტიანისთვის… და ერთხელაც დადგა დღე, როცა ეს მოხდა.

ადრეული ზამთრის დილა იდგა, ლილი უკვე 12 წლის იყო და დილით სკოლაში გავაცილე, როცა კარზე დარეკეს. ფორმიანებმა ყირაზე დააყენეს ჩვენი ბინა, არ ვიცი რას ეძებდნენ, გვითხრეს, რომ მე და ჩემი მეუღლე მათთან ერთად უნდა წავსულიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ციხე გველოდა, მშვიდად ვიყავი, რადგან იმედი მქონდა ლილი მიაკითხავდა ჩემ დას და ილოცებდა მასთან ერთად და რაც მეტად შეეშინდებოდა, მით მეტს ილოცებდა…

ციხეში მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დაგვაშორეს, ლილისთან 4 – ჯერ დარეკვის უფლება მქონდა კვირის განმავლობაში, რაც მამშვიდებდა. ყოველდღე მკითხავდნენ და მე მათ ყველაფერი ვუთხარი რაც აინტერესებდათ ჩემს შესახებ, მაგრამ ისინი კონკრეტულ სახელებს ითხოვდნენ, რაზეც უარს იღებდნენ . მალე მათ მიაგნეს ჩემს სუსტ წერტილს – ლილის და მასთან დარეკვის უფლება ჩამომართვეს.

განადგურებული ვიყავი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ვიცოდი, რომ სწორად მოვიქეცი, მაგრამ ვერც იმას ვხვდებოდი როგორ უნდა მეცხოვრა, როცა არაფერი ვიცოდი ლილის შესახებ, მაწუხებდა ეჭვი – შეძლებდა კი იგი მტკიცედ დგომას ჩემი გამხნევების გარეშე?.. მე ვლოცულობდი, ვღვრიდი ჩემს ტკივილს უფლის წინ და უეცრად მე ვიგრძენი თბილი სიო და გავიგონე სიტყვები : ” გადმომეცი იგი მე.” მე გადავეცი ჩემი ქალიშვილი უფლის ხელებს და ვიგრძენი როგორ აივსო ჩემი სული სიხარულით. მე მთელი ღამე ვადიდებდი ღმერთს ჩემს საკანში და სიხარულით ვცეკავდი მის წინაშე.

გარკვეული დროის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე გაგვათავისუფლეს. ალბათ, არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ, როცა ლილიმ მითხრა, რომ ბევრს ლოცულობდა ჩვენთვის და დიდ დროს ატარებდა უფალთან. როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ არაფერი ისე არ დაეხმარებოდა ლილის სულიერ ზრდაში, როგორც ის გამოცდილება, რაც ჩვენი ციხეში ყოფნისას მიიღო… მე უბრალოდ გადავეცი ის უფლის ხელებში…”

წყარო