ტეგების არქივი: თავდასხმა

თავდასხმა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე

11 დეკემბერს, სტრასბურგის დროით საღამოს 7 საათსა და 50 წუთზე, საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა სამი და დაშავდა 12 ადამიანი, მათგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელს წინააღმდეგობა სამხედროებმა გაუწიეს, ისინი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ქუჩაში პატრულირებდნენ. ორმხრივი სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.

სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ ეჭვმიტანილის დასაკავებლად. გამოყოფილია დამატებითი პერსონალი და ტექნიკა.  29 წლის თავდამსხმელს, რომლის ვინაობაც პოლიციამ იცის, ამ დრომდე ეძებენ.  ამის შესახებ BBC წერს. ის საფრანგეთშია დაბადებული და კანონდარღვევის გამო სამართალდამცველების დაკვირვების ქვეშ არაერთხელ ყოფილა.

სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობას 400-მდე სამართალდამცველი იღებს. ოპერაციაში ჩართულია ორი ვერტმფრენი. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დროებით დაიხურა შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობაც.

ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მომხდარის გამო ქალაქში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომებიც. საზღვარზე გამკაცრდა კონტროლი. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს,” – თქვა მან.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ. ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ ტეორისტებს მიზანი შიშის დანერგვაა, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ.

„ევროპარლამენტი გმობს ტერორიზმსა და ძალადობას. ტერორისტებს ჩვენი დემოკრატიული წესრიგის შერყევა სურთ, თუმცა თავს არ დავხრით და არ შევშინდებით. ევროპას თავისუფლებას ვერავინ წაართმევს. ტერორისტების მიზანი საშობაო პერიოდში მოქალაქეებს შორის შიშის დანერგვაა, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი პოზიცია გვაქვს.” – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

წყარო

 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა

სულ ცოტა 42 ადამიანი დაიღუპა ხუთშაბათს, 15 ნოემბერს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ალინდაოში. თავდასხმა კათოლიკურ ეკლესიაზე მოხდა. 

ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი მღვდელიც. არაოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 100-ს აღწევს, დაღუპულთა უმრავლესობა დევნილი იყო და ეკლესიას აფარებდა თავს.  

ეკლესიის გვერდით მდებარე სახლები გაძარცვეს და დაწვეს. 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ძალადობა 2012 წლის დეკემბრიდან  გახშირდა, მას შემდეგ, რაც აჯანყებულმა მუსლიმანურმა ჯგუფებმა ალიანსი შექმნეს „სელეკას“ სახელით და ძალაუფლება აიღეს ხელში. 

“სელეკას” თავდასხმების საპასუხოდ, ალინდაოს მცხოვრებლების ნაწილმა ჩამოაყალიბა თავდაცვითი ჯგუფები, რომელსაც „ანტიბალაკა“ უწოდეს.  ზოგიერთმა დაჯგუფებამ, რომელიც ქრისტიანებისგან შედგებოდა, თავდასხმები დაიწყო მუსლიმანებზე და ამგვარად, კონფლიქტმა რელიგიური სახე მიიღო. 

ქვეყანაში ბევრი კათოლიკური ეკლესია უზრუნველყოფს თავშესაფარს როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმანი დევნილებისთვის.  2017 წლის მაისში, “ანტიბალაკას”  წევრებმა 100-ზე მეტი მუსლიმანი მოკლეს, სანამ გაეროს სამშვიდობო ძალებმა შეძლეს ჩარევა. მას შემდეგ 1600-მდე დევნილი მუსლიმანი ცხოვრობდა ქალაქ სენტ-ლუისის სემინარიაში,  2000-მა მუსლიმანმა კი თავშესაფარი ითხოვა წმინდა პეტრეს ტაძარში, ბანგასოვში.  

ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში 2015-2016 წლებში ჩატარდა საერთო არჩევნები და ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში,  მაგრამ ბოევიკთა ჯგუფები კვლავ აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმებს, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე მილიონი ადამიანი კი დევნილი  გახდა. გაეროს მონაცემებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებთა ნახევარი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. 

წყარო

თარგმანი: თეონა მენაბდიშვილი

რედაქტორი: მანანა ტვინიკაძე

BBC: ეგვიპტეში ქრისტიანების ავტობუსზე თავდასხმაში მონაწილე 19 ისლამისტი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა

ეგვიპტეში ქრისტიანების ავტობუსზე თავდასხმაში მონაწილე 19 ისლამისტი სამხედრო პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა. ინფორმაციას BBC ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეგვიპტის შსს-ს ცნობით, გაქცეული ტერორისტები მინიას პროვინციის დასავლეთით, უდაბნოს აფარებდნენ თავს, პოლიციის გამოჩენისას მათ ცეცხლი გახსნეს, საპასუხო სროლისას კი 19 ისლამისტი სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს თავდასხმა მინიას პროვინციაში მოხდა, რომელიც კაიროდან სამხრეთით 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელსაც ქრისტიანები გადაჰყავდა. ავტობუსი წმინდა სამუელის სახელობის მონასტერში მიდიოდა.

თავდამსხმელებმა ცეცხლი იმ ადგილის მახლობლად გახსნეს, სადაც გასული წლის მაისში ისლამისტებმა 28 ადამიანი მოკლეს.  თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. არიან დაშავებულებიც. ავტობუსზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მომხდარს გამოეხმაურა ეგვიპტის პრეზიდენტი. აბდელ ფათახ ალ-სისიმ დაღუპლთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ კამპანიის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

 

ეგვიპტეში ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელსაც ქრისტიანები გადაჰყავდა

თავდასხმა მოხდა ეგვიპტეში. უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელსაც ქრისტიანები გადაჰყავდა კოპტური მონასტრის მიმართულებით. გარდაცვლილია 7 ადამიანი.

თავდასხმა მინიას პროვინციაში მოხდა, რომელიც კაიროდან სამხრეთით 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ავტობუსი წმინდა სამუელის სახელობის მონასტერში მიდიოდა. თავდამსხმელებმა ცეცხლი იმ ადგილის მახლობლად გახსნეს, სადაც გასული წლის მაისში ისლამისტებმა 28 ადამიანი მოკლეს.

ეგვიპტეში კოპტი ქრისტიანები მოსახლეობის 10 %-ს შეადგენენ და ხშირად ხდებიან თავდასხმებისა და დევნის მსხვერპლნი.

ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

წყარო

პიტსბურგის სინაგოგაში ანტისემიტმა თავმდამსხმელმა 11 ადამიანი მოკლა

პენსილვანიის შტატში, ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში 27 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მოგვიანებით 46 წლის კაცი პოლიციას ჩაჰბარდა. განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულია თერთმეტი და დაჭრილია ექვსი ადამიანი. დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 46 წლის რობერტ ბაუერსი სინაგოგაში სკანდირებდა ფრაზას „ყველა ებრაელი უნდა მოკვდეს.“

პროკურატურამ დაკავებულს 29 სხვადასხვა მუხლით წაუყენა ბრალი. მათ შორის ძალადობისა და თავდასხმის ბრალდებით. მთავარი პროკურორის, ჯეფ სეშენსის განმარტებით, შესაძლოა დამნაშავე სიკვდილით დასაჯონ.

პენსილვანიაში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სინაგოგებთან კონტროლი გამკაცრდა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ვაშინგტონში.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ისრაელში რამდენიმე მუნიციპალური შენობა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა.

“შეძრული ვარ პიტსბურგში სინაგოგაზე განხორციელებული საშინელი თავდასხმით. ისრაელის მოსახლეობა გლოვობს გარდაცვლილთა ოჯახებთან ერთად. სოლიდარობას ვუცხადებთ პიტსბურგის ებრაულ სათვისტომოს და როგორც ამერიკელი ერი, აღშფოთებულები ვართ ანტისემიტიზმის ამ შემზარავი აქტით,“ – ნათქვამია ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.

განცხადება გააკეთა ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, რომელმაც დაგმო თავდასხმა.

თავდასხმა ინდონეზიაში ქრისტიანულ ეკლესიებზე

თვითმკვლელი ისლამისტები სამ ეკლესიას დაესხნენ თავს ინდონეზიის სიდიდით მეორე ქალაქ სურაბაიაში. დილის 7 სთ და 50 წთ. იყო, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა. თითოეულ თავდამსხმელს ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა. ეს იყო ექვსი წევრისგან შემდგარი ოჯახი: დედა, მამა, ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი. ბავშვების ასაკი ცხრიდან თვრამეტ წლამდე იყო.

მიტევების  დღეს დაღესტნის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარი ტრაგედია

ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS)  რუსეთში, კერძოდ კი  დაღესტანის რეგიონის ქალაქ კიზილარში,  მართლმადიდებლურ ეკლესიაში  მომხდარ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა, სადაც რადიკალმა მუსლიმმა „ალაჰ აკბარის” ყვირილის თანხლებით მოკლა ხუთი ქრისტიანი.

ტრაგედია მიტევების დღეს, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც 40 დღიანი, წინასააღდგომო მარხვის დასაწყისია.

„უცნობი წვერიანი კაცი ეკლესიის მიმართულებით გაიქცა ყვირილით  „ალაჰ აკბარ“, რასაც სროლის ხმა მოჰყვა, როდესაც სროლის ხმა გავიგეთ, ჩვენ ეკლესიის ყველა კარი ჩავკეტეთ და ის შიგნით ვერ შემოვიდა. მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და დანა”, – განაცხადა ეკლესიის წინამძღვარმა – მამა  პავლემ  პრესასთან საუბრისას.

პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე მოკლა. სამართალდამცველთა ინფორმაციით  დამნაშავე დაღესტანში მცხოვრები  22 წლის ხალილ ხალილოვი გახლდათ.

წყარო

თარგმანი: რუსუდან გელაშვილი

ინდონეზიაში კათოლიკურ ეკლესიას თავს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა, დაჭრილია 4 ადამიანი

„11 თებერვალს ინდონეზიაში, კათოლიკური ეკლესიის მრევლს თავს დაესხა შეიარაღებული მამაკაცი. მძიმედაა დაჭრილია 4 ადამიანი“, – იტყობინება საინფორმაციო პორტალი СBN NEWS.

დაახლოებით, 100 ადამიანი იყო შეკრებილი კვირის მსახურებაზე სელმანის უბანში, (რომელიც მდებარეობს  ჯოკიაკარტას რაიონში). მაჩეტეთი შეიარაღებულმა მამაკაცმა დაჭრა 4 ადამიანი, მათ შორის 81 წლის გერმანელი მღვდელიც ედმუნდ პიერი, რომელიც საკურთხეველთან იმყოფებოდა. თავდამსხმელმა ასევე გაანადგურა ქრისტიანული სიმბოლოები.

22 წლის თავდამსხმელს ადგილზე მისულმა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი დაიჭრა და ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ატყდა პანიკა, ყველამ ყვირილი დაიწყო.მე ვცდილობდი ცოლის და შვილების გადარჩენას”, განაცხადა ერთ-ერთმა მგალობელმა ანდი ქაიომ მედიასთან საუბრისას.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ინდონეზიაში ქრისტიანობის დევნა გაძლიერდა. განსაკუთრებით კი ცხელ წერტილებში, სადაც რადიკალურ მუსლიმანურ დაჯგუფებებს აქვთ ძალაუფლება და დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

ეს დაჯგუფებები პრობლემებს უქმნიან ეკლესიებს და აიძულებენ ისლამზე მოქცევას. ხშირად მთავრობაზეც ახდენენ ზეწოლას და აიძულებენ უარით უპასუხონ განცხადებებს, სადაც ქრისტიანები ითხოვენ ნებართვას ეკლესიის აშენებისათვის.

 

წყარო

ლუვრის მუზეუმთან მდგარ ჯარისკაცს თავს დაესხა მაჩეტეთი შეიარაღებული კაცი

3 თებერვალს, პარიზში, ლუვრის მუზეუმთან მდგარ ჯარისკაცს მაჩეტეთი შეიარაღებული კაცი დაესხა თავს „ალაჰუ აკბარის“ შეძახილთან ერთად. ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა თავის არეში, მაგრამ მოახერხა და თავმდამსხმელს რამდენჯერმე ესროლა და მძიმედ დაჭრა კიდეც.

თავმდამსხმელს ზურგჩანთა ჰქონდა თან, რამაც ეჭვი აღუძრა სამართალდამცავებს, რომ შიგ, შესაძლოა, ასაფეთქებელი ყოფილიყო, თუმცა, როგორც შემდეგ ნახეს, ზურგჩანთაში მსგავსი არაფერი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ ლუვრი, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნავი ადგილი, დაიკეტა მნახველებისთვის. შეიარაღებული ჯარისკაცები მორიგეობენ პარიზის ქუჩებში და ლუვრიც, მსოფლიოს ეს უდიდესი მუზეუმიც სათანადოდ არის დაცული.

წყარო: www.breakingisraelnews.com