ტეგების არქივი: ვესტმინსტერი

ლონდონში, ვესტმინსტერზე განხორციელებული თავდასხმა

მარკს ვუდსმა, ქრისტიანული მეგაპორტალის – Christian Today – რედაქტორმა, მორწმუნეებს მოუწოდა ილოცონ ლონდონში შექმნილი სიტუაციისთვის, ტერაქტის შედეგად დაზარალებულებისა და მათი ახლობლებისთვის.

22 მარტს, შუადღისას, ბრიტანეთის პარლამენტის მახლობლად, ათამდე ადამიანი სერიოზულად დაშავდა და ორი კი დაიღუპა. თვითმხილველთა გადმოცემით, მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ჯერ ხალხს დაეჯახა ვესტმინსტერის ხიდზე, შემდეგ კი პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა სცადა, სადაც პოლიციელი დაჭრა.

ამ ეტაპზე პარლამენტის წევრები შენობაში იმყოფებიან, მათ ეკრძალებათ შენობის დატოვება მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მრავალრიცხოვანი დაცვამ პარლამენტის შენობას გაარიდა. ლონდონის ცენტრი პოლიციის მიერ არის დაკავებული. სპეცსამსახურები უსაფრთხოების გარანტიას ჯერაც ვერ იძლევიან. ზოგიერთი დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

საკუთარ მიმართვაში მარკ ვუდსი აღნიშნავს, რომ ინგლისი ყოველთვის ხელსაყრელი სამიზნე იყო ტერორისტებისთვის და მხოლოდ ბრიტანელი სპეცსამსახურების დამსახურება იყო ქვეყნის უსაფრთხოება, თუმცა დღეს უკვე გაიფანტა ამ ქვეყნის შეუვალობის ილუზია. მან თქვა, რომ თავდამსხმელმა ვესტმინსტერს შეუტია, რომელსაც სიმბოლურად „პარლამენტთა დედას“ უწოდებენ.

წყარო: http://www.christiantoday.com