ტეგების არქივი: ვანკუვერი

ვანკუვერის მერი „იმედის ფესტივალში“ ფრანკლინ გრემის მონაწილეობის წინააღმდეგია

 ვანკუვერის, კანადის სიდიდით მესამე ქალაქის მერმა, გრეგორ რობინსონმა ქრისტიანული ფესტივალის ორგანიზატორებს მოუწოდა, რომ „პლატფორმიდან მოაშორონ მთავარი გამომსვლელი, ფრანკლინ გრემი“ ჰომოსექსუალისტებისა და მუსლიმანების შესახებ მისი პირდაპირი და მკვეთრი გამონათქვამების გამო.

ვანკუვერში „იმედის ფესტივალის“ ჩატარება 3-5 მარტს იგეგმება, სადაც ძირითადი გამომსვლელი იქნება ფრანკლინ გრემი, ცნობილი მახარებელი, ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტი.

უკანასკნელ ხანებში ფრანკლინ გრემს ბევრი ადამიანი ესხმის თავს დონალდ ტრამპის მხარდაჭერისა და ჰომოსექსუალისტებისა და მუსლიმანების შესახებ საუბრების გამო, რომლებიც, ზოგიერთის აზრით, მეტისმეტად მკვეთრი და პროვოკაციულია. გრემი იცავს თავის პოზიციას და შეგვახსენებს, რომ იესო ქრისტეს არ ერიდებოდა ფარისევლებისათვის ეწოდებინა „იქედნეთა ნაშობნი“ და „შეთეთრებული სამარხები“.

ვანკუვერის მერმა არაერთხელ ითხოვა ფრანკლინ გრემის მოწვევის გაუქმება. ფესტივალის ორგანიზატორებსა და მერს შორის ბოლო შეხვედრა გაიმართა 22 თებერვალს. ფესტივალის ორგანიზატორებმა უკუაგდეს მერის თხოვნა.

წყარო: http://www.christiantoday.com