ტეგების არქივი: ერაყი

ერაყელი ქრისტიანები გაქრობის პირას არიან

ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის არქიეპისკოპოსმა დიდი ბრიტანეთის ქრისტიანი ლიდერები დაადანაშაულა ერაყში ქრისტიანული თემის დაუცველად მიტოვებაში.

ემოციურ მიმართვაში სასულიერო პირი ბაშარ ვარდა აღნიშნავს, რომ 1400-წლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანები ერაყში გაქრობის პირას არიან.

„მას შემდეგ, რაც 2003 წელს აშშ-ის ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუესინის რეჟიმი დაემხო, ქრისტიანული თემი 83 %-ით შემცირდა 1.5 მილიონიდან 250.000 ადამიანამდე.“ განაცხადა ვარდამ.

მისი თქმით, ქრისტიანული ეკლესია ერაყში უძველესი თუ არა, ერთერთი ძველია და ის გაქრობის პირასაა. გადარჩენილები კი წამებისთვის მუდამ მზად უნდა იყვნენ. 

ბაშარ ვარდას განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტები ქრისტიანების ფიზიკური არსებობისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. 2014 წლის თავდასხმის შემდეგ თავიანთი ისტორიული სამშობლოდან იძულებით გადაადგილდა 125, 000-ზე მეტი ქრისტიანი.

არქიეპისკოპოსმა ბრიტანეთის ქრისტიანი ლიდერები დაადანაშაულა საკითხის მიმართპოლიტკორექტულობაში“. მისი განცხადებით, ბრიტანეთი ისლამოფობიაში დადანაშაულების შიშით უარს ამბობს, ხმა აიმაღლოს ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

წყარო

თარგმანი: თამარ ცხოვრებაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

აღდგომის დღესასწაული ერაყელი ქრისტიანებისთვის და ოცნება სახლში დაბრუნებაზე

კვირას ასობით ერაყელი ქრისტიანი შეიკრიბა მოსულის ჩრდილოეთით მდებარე ისლამური სახელმწიფოს მიერ დაზიანებულ, თელ ესქოფში მდებარე ეკლესიაში და 2014 წლის შემდეგ პირველად აღნიშნა აღდგომა.

კვირას სამლოცველოში გუნდის გალობა  არამეულ ენაზე ისმოდა.

დასასრულისთვის ფრანგული ჯგუფის (SOS Chretiens d’Orient)  მიერ შიდა ეზოში დარიგდა გამაგრილებელი სასმელები და ფერადი კვერცხები.

თელ ესქოფი იმდენად არ დაზიანებულა მებრძოლების მიერ, რამდენადაც სხვა ქრისტიანული ქალაქები ნინევეში.  ისლამურმა სახელმწიფომ ადგილობრივ ქრისტიანებს ულტიმატუმი წაუყენა: გადაიხადეთ გადასახადი და მოექეცით ისლამზე ან მოკვდით მახვილით. ბევრმა მათგანმა ამას თავი დააღწია ქურთულ რეგიონში გადასვლით.

350-ზე მეტი ოჯახი დაბრუნდა თელ ესქოფში, რომელიც ოქტომბრიდან უკვე უსაფრთხო რეგიონად მიიჩნევა, რადგან ამერიკის მხარდაჭერით ქურთულმა და ერაყულმა ძალებმა დაიწყეს შეტევები მოსულიდან მებრძოლების გასაძევებლად და ამავე დროს დაიბრუნეს ათობით სოფელი და ქალაქი.

მართალია ბევრისთვის თელ ესქოფი არ წარმოადგენს მშობლიურ სახლს, მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ მეგობრების და ნათესავების გარემოცვაში.

მედელეინ როუფაელი, 70 წლის ქვრივი, ჯერაც ელოდება მოსულში დაბრუნებას.

„მადლობა, ღმერთს!”- ამბობს ის – „ღმერთმა ქნას, სახლში მალე დავბრუნდეთ.”

„ვნატრობ მშვიდობას ერაყის, სირიისა და ლიბანისათვის და  მშვიდობას მთელი მსოფლიოსთვის. ” – თქვა ეკლესიის დიაკვანმა ოზ ჰერმეზმა.

 

წყარო

ერაყელი ექიმის ოჯახმა 50 ერაყელი დევნილი შეიფარა

ქრისტიანი ექიმის, ბაშარ ალსაქათის ოჯახმა, რომელიც საკუთარ პროფესიას „ისლამური სახელმწიფოს“ დაჭრილი მებრძოლებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სხვა ადამიანების გადასარჩენად იყენებს, საკუთარი სახლის კარი 50 ერაყელ ლტოლვილს გაუღო.

საინფორმაციო გამოშვება Rome Reports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ოჯახმა განმარტა, რომ ჩრდილოეთ ერაყიდან ასი ათასობით ქრისტიანის გაქცევის მიუხედავად, მათ გადაწყვიტეს დარჩენილიყვნენ და დახმარებოდნენ ერაყელ მოსახლეობას.

ექიმ ბაშარ ალსაქათის თქმით, მას სურდა ოჯახთან ერთად დარჩენილიყო და დახმარებოდა თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, რომლებსაც არსად ჰქონდათ წასასვლელი.

ეს ოჯახი მხოლოდ იძულებით გადადგილებული პირებს არ ეხმარება. ალსაქათი მკურნალობდა შეტაკებებში დაჭრილ მებრძოლებს, მათ შორის, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებსაც. მას ყველაზე ძალიან სხვა ექიმების დარწმუნება გაუჭირდა, რომ მათაც ემკურნალათ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისთვისაც.

Rome Reports-ის თანახმად ეს ოჯახი ეკუთვნის კათოლიკურ მოძრაობა „Focolare“-ს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 182 ქვეყანაში მოღვაწეობს და ხელს უწყობს ხალხთა შორის ერთობის განმტკიცებას.

ალსაქათისა და მისი კოლეგების გარდა სხვა ქრისტიანებიც ზრუნავენ ერაყში ისლამური სახელმწიფოს დაჭრილი მებრძოლების გადარჩენაზე. ევანგელისტურ-ჰუმანიტარული ორგანიზაციამ „სამარიტელთა ქისა“ საველე ჰოსპიტალი გახსნა მოსულის ახლოს 2017 წლის დასაწყისში და ათობით და ასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლიც იყო.

წყარო

თარგმნა: სოფო ხოხაშვილმა

ერაყში ქრისტიანები სამშვიდობო მარშით 140 კილომეტრს გაივლიან

ვნების კვირაში ერაყელი ქრისტიანები 140 კილომეტრს გაივლიან იმისათვის, რომ თავად ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდონ ყველას. მსვლელობა დაიწყება 9 აპრილს, ერბილში (ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი).

ქალდეველთა კათოლიკური ეკლესიის პატრიარქმა ლუის საკომ განაცხადა: „მშვიდობას ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რელიგიურმა წინამძღოლებმა, ასევე პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა, გაბედულ ინიციატივათა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებათა მეშვეობით“.

პატრიარქმა ისიც თქვა, რომ მარშის მონაწილეები მსვლელობას დაიწყებენ ქალაქ ერბილიდან და მივლენ ნინევეს ველზე მდებარე ქალაქ ალკაშამდე. მეორე ჯგუფი კი, რომელშიც იქნებიან ფრანგი მღვდლები, გაივლის მანძილს ქალაქ ტელასკოვიდან ბაკოვამდე დიდ ხუთშაბათს.

ერაყელ სასულიერო პირთა სამშვიდობო ინიციატივა მიმართულია იმის ჩვენებისკენ, რომ ერაყში არსებული ქრისტიანული თემები და ეკლესიები მტკიცედ არის ერთმანეთთან დაკავშირებული მიუხედავად ყველა დევნისა და ტანჯვისა, რომელთა გადატანაც მოუხდათ მათ უკანასკნელი წლების განმავლობაში.

ის ქრისტიანული ქალაქები, რომლებშიც გაივლიან სამშვიდობო მარშის მონაწილენი, ჯერ კიდევ ქრისტიანობის გავრცელების დასაწყისში აიგო. ეს ქალაქები ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან.

ქალაქ ტელასკოვის სახელი ითარგმნება, როგორ „ეპისკოპოსის მთა“. ისლამური სახელმწიფოს დაპყრობამდე, ის თანამედროვე და აყვავებული ქალაქი იყო, მაგრამ ისლამისტებმა აიძულეს ქრისტიანები ქალაქი დაეტოვებინათ.

2003 წელს ომის დაწყებამდე, როცა სადამ ჰუსეინი ჩამოაგდეს, ერაყის ქრისტიანული მოსახლეობის რიცხვი 1, 4 მლნ-ს შეადგენდა. დღეს კი მათი რიცხვი 250 ათასს არ აღემატება.

წყარო

ერაყელი ქრისტიანები ერთიანდებიან დანგრეული სახლების აღსადგენად

ერაყელი ქრისტიანები ბრუნდებიან სამშობლოში ისლამური სახელმწიფოს თავდასხმათა შედეგად სამწლიანი იძულებითი გადასახლების შემდეგ. ქრისტიანთა სამი ძირითადი ჯგუფი გაერთიანდა იმისათვის, რომ ხელახლა ააშენოს 12 ათასზე მეტი სახლი, რომლებიც დანგრეული ან დაზიანებულია.

სირიის კათოლიკურმა ეკლესიამ, სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და ქალდეველთა კათოლიკურმა ეკლესიამ შექმნეს ნინევეს რეკონსტრუქციის კომიტეტი, რათა დაგეგმონ და ზედამხედველობა გაუწიონ სახლების მშენებელობასა და აღდგენას.

საერთაშორისო კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია (Aid to the Church in Need) კომიტეტს ფინანსების მოძიებასა და კვლევა-ძიებაში დაეხმარება. კომიტეტის განცხადებით, 12 ათასი სახლის აღდგენა-მშენებელობას 213 მლნ დოლარზე მეტი დასჭირდება.

გასულ წელს, აშშ-ს საერთაშორისო კოალიციის დახმარებით, სამხედრო ძალებმა ერაყში რამდენიმე ქალაქი გაათავისუფლეს ისლამური სახელმწიფოსგან, გასული წლის დეკემბერში კი მოხდა აღმოსავლეთ მოსულის გათავისუფლებაც. ახლა სამხედროები მოსულის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლებასაც ცდილობენ.

2016 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს ერაყის უძველესი ქალაქი ქარაქოში, სადაც ქრისტიანთა ერთ-ერთი უძველესი თემი არსებობდა. ქალაქი მიწასთან არის გასწორებული და ქვებისა და ნანგრევების გროვად არის ქცეული, თუმცა ქალაქის მცხოვრებნი იმედოვნებენ, რომ ღმერთი აღადგენს მათ მიწას.

ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსის პროფესორ რაიან მაუროს თქმით, ქარაქოშის მცხოვრებლებს ახლა უფრო მტკიცე რწმენა აქვთ, ვიდრე მანამდე; მათ დაიფიცეს, რომ კვლავ აღადგინენ დამწვარ ეკლესიას, სადაც გაცილებით უფრო მეტი ხალხი შევა, ვიდრე ოდესმე.

2016 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს კერამლისი, მოსულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უძველესი ქალაქი.

წყარო: http://www.christianpost.com