ტეგების არქივი: ენდრიუ ბრანსონი

CNN: თურქეთის სასამართლომ გაათავისუფლა ამერიკელი ხუცესი ენდრიუ ბრანსონი

ამერიკელი ხუცესი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრეს ორი წლის წინ და დაადანაშაულეს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობაში, თავისუფალია.

ბრანსონს სასამართლომ მისცა უფლება, სურვილის შემთხვევაში, დატოვოს თურქეთი და აშშ-ში დაბრუნდეს. მისი ადვოკატის თქმით, პასტორი თურქეთს დატოვებს.

პარასკევს, 12 ოქტომბერს, სასამართლომ ბრანსონს სამი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა შემდეგ მიიჩნია, რომ მან ეს სასჯელი უკვე მოიხადა და გაათავისუფლა, თუმცა პროკურორები ბრანსონისთვის ათწლიან პატიმრობას მოითხოვდნენ.

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა: „ვლოცულობ და ვფიქრობ ხუცეს ბრანსონის შესახებ და იმედი გვაქვს, რომ მალე შინ მშვიდობით დაბრუნდება.“

ენდრიუ ბრანსონმა კი განაცხადა: „მე უდანაშაულო ვარ. მიყვარს უფალი იესო. მიყვარს თურქეთი.“

ენდრიუ ბრანსონი 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში თავის მეუღლესა და სამ შვილთან ერთად.

ამერიკელი ხუცესი კვლავ რჩება ერდოღანის ტყვედ

ამერიკელი ხუცესი ენდრიუ ბრანსონი კვლავ ციხეში რჩება. მას ბრალი ედება იმაში, რომ თითქოს ის იყო 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის სულისჩამდგმელი. ამ ბრალდებას ამერიკის კანონისა და მართლმსაჯულების ცენტრი „სასაცილოს“ უწოდებს. ბრანსონი ფაქტობრივად, ტყვეა და ერდოღანი მას სატყუარად იყენებს. ენდრიუ ბრანსონის მომდევნო სასამართლო განხილვა შედგება 12 ოქტომბერს და ამერიკის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მას მალევე გაათავისუფლებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ბრანსონის პატიმრობა კიდევ ერთი ნიშანია პრეზიდენტ ერდოღანის ანტაგონისტური განწყობისა დასავლეთის მიმართ.