ტეგების არქივი: ეგვიპტე

BBC: ეგვიპტეში ქრისტიანების ავტობუსზე თავდასხმაში მონაწილე 19 ისლამისტი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა

ეგვიპტეში ქრისტიანების ავტობუსზე თავდასხმაში მონაწილე 19 ისლამისტი სამხედრო პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა. ინფორმაციას BBC ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეგვიპტის შსს-ს ცნობით, გაქცეული ტერორისტები მინიას პროვინციის დასავლეთით, უდაბნოს აფარებდნენ თავს, პოლიციის გამოჩენისას მათ ცეცხლი გახსნეს, საპასუხო სროლისას კი 19 ისლამისტი სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს თავდასხმა მინიას პროვინციაში მოხდა, რომელიც კაიროდან სამხრეთით 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელსაც ქრისტიანები გადაჰყავდა. ავტობუსი წმინდა სამუელის სახელობის მონასტერში მიდიოდა.

თავდამსხმელებმა ცეცხლი იმ ადგილის მახლობლად გახსნეს, სადაც გასული წლის მაისში ისლამისტებმა 28 ადამიანი მოკლეს.  თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. არიან დაშავებულებიც. ავტობუსზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მომხდარს გამოეხმაურა ეგვიპტის პრეზიდენტი. აბდელ ფათახ ალ-სისიმ დაღუპლთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ კამპანიის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

 

ეგვიპტეში ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელსაც ქრისტიანები გადაჰყავდა

თავდასხმა მოხდა ეგვიპტეში. უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელსაც ქრისტიანები გადაჰყავდა კოპტური მონასტრის მიმართულებით. გარდაცვლილია 7 ადამიანი.

თავდასხმა მინიას პროვინციაში მოხდა, რომელიც კაიროდან სამხრეთით 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ავტობუსი წმინდა სამუელის სახელობის მონასტერში მიდიოდა. თავდამსხმელებმა ცეცხლი იმ ადგილის მახლობლად გახსნეს, სადაც გასული წლის მაისში ისლამისტებმა 28 ადამიანი მოკლეს.

ეგვიპტეში კოპტი ქრისტიანები მოსახლეობის 10 %-ს შეადგენენ და ხშირად ხდებიან თავდასხმებისა და დევნის მსხვერპლნი.

ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

წყარო

ეგვიპტე საგანგებო მდგომარეობას აცხადებს კოპტურ ეკლესიებზე განხორციელებულ თავდასხმათა შემდეგ

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ ფატა ალ-სისიმ სამდღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში ორ კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმის შემდეგ, რის შედეგადაც 44 ადამიანი გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უფლებას აძლევს ხელისუფლებას, რომ ორდერის გარეშე გაჩხრიკონ სახლები და დააკავონ ადამიანები, მაგრამ ამას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

ტანტასა და ალექსანდრიაში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, რომელიც შემდგომ თავდასხმათა შესახებაც ავრცელებს მუქარას.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჯიჰადისტებთან ბრძოლა „ხანგრძლივი და მტკივნეული“ იქნება და საგანგებო მდგომარეობა ძალას შეიძენს მას შემდეგ, რაც „კანონიერი და საკონსტიტუციო ნაბიჯები“ გადაიდგმება.

ისლამური სახელმწიფოს განცხადებით ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა აფეთქებები. ერთმა თავი აიფეთქა ტანტას წმ. გიორგის კოპტურ ეკლესიაში, სადაც 27 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციამ მეორე ტერორისტი შეაჩერა, რომელიც ალექსანდრიის წმ. მარკოზის კათედრალში შესვლას ცდილობდა. სწორედ ამიტომ, მან ასაფეთქებელი ტაძრის გარეთ გაააქტიურა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რამდენიმე პოლიციის ოფიცერი.

წყარო

 „მკვლელობა ღმერთის სახელით, უფლის ნების წინააღმდეგ წასვლაა“ – ევროპარლამენტის თავმჯდომარე ეგვიპტეს უსამძიმრებს

„მკვლელობა ღმერთის სახელით, უფლის ნების წინააღმდეგ წასვლაა“ – ევროპარლამენტის თავმჯდომარე ეგვიპტეს უსამძიმრებს

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, ანტონიო ტაიანიმ ეგვიპტელ ხალხს ბზობის დღესასწაულებზე განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოუცხადა. განცხადება მან ტვიტერზე გაავრცელა.

„ჩემი ფიქრები ახლა ტანტაში, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილ კოპტ ქრისტიანებთანაა. ღმერთის სახელით განხორციელებული მკვლელობა, ეს უფლის ნების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებაა“ , – წერს ტაიანი.

წყარო

ლეკრაე ეგვიპტეში – კოპტებსა და ამერიკელ ქრისტიანებს შორის არსებული დიდი განსხვავება

„გრემის“ მფლობელმა რეპერმა ლეკრაემ, რომელმაც გზა გაკვალა ქრისტიანული ჰიპ-ჰოპის მრავალ შემსრულებლისათვის, რადიო Sirius XM-ის ეთერში ისაუბრა ეგვიპტეში თავისი მოგზაურობის შესახებ.

„მწამს, რომ სახარება შეიძლება იქცეს შთაგონებად ქრისტიანი რეპერებისთვის, მაგრამ დღეს ბევრი ამერიკელი ქრისტიანის აზროვნება არ ჰგავს აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთა აზროვნებას. ამერიკელები უფრო მეტად ნაციონალისტები არიან, ვიდრე მორწმუნეები“, თქვა რეპერმა. „ეს კი საკუთარი თავის მიმართ ზიზღს აღძრავს. ამის გამო ქედმაღალნი, თავდაჯერებულნი ვხდებით და საკუთარ თავს სხვებზე მაღლა მდგომებად მივიჩნევთ. მადლია ერთადერთი განსხვავება ჩემსა და ვინმე სხვას შორის.“

ლეკრაემ რადიოს ეთერში ისაუბრა ეგვიპტეში თავისი მოგზაურობის შესახებ, სადაც ის გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ იკრიბებიან სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები ერთად. მან განაცხადა, რომ სურს მსგავსი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იხილოს.

„გარკვეული დრო კაიროში გავატარე და ვნახე, როგორ დგანან ხელჩაკიდებულნი კოპტები და მუსლიმანები. მათ ერთობლივი შრომისა და ცხოვრების მდიდარი ისტორია აქვთ,“ თქვა ლეკრაემ. „მაგრამ, რამდენიც არ უნდა გადაიხადოთ, მსგავს რაიმეს ამერიკაში ვერ ნახავთ. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კავშირ-ურთიერთობა იყოს, გაიდოს ხიდები ამ უაზრო ურთიერთდევნისა ნაცვლად.“

წყარო

ისლამური სახელმწიფოს მოწოდება ეგვიპტელ ქრისტიანთა დახოცვის შესახებ

გასულ კვირას ისლამურმა სახელმწიფომ ახალი ვიდეო გაავრცელა ინტერნეტ სივრცეში, სადაც ისინი ეგვიპტელ ქრისტიანთა დახოცვისკენ მოუწოდებენ სხვებსაც და სადაც ჩაწერილია იმ პიროვნების მიმართვა, ვინც პასუხისმგებელია გასული წლის დეკემბერში კაიროში წმ. მარკოზის ტაძრის აფეთქებაში.

ოცწუთიანი ვიდეო, რომლის სათაურიცაა „მოკალი კუფარი“ (‘კუფარი’ – არაბულად ‘ურწმუნო’) თანამებრძოლ სამხედროებს მოუწოდებს შეუტიონ და დახოცონ ქრისტიანები მთელ ქვეყანაში.

ვიდეოზე ასახულია იმ პიროვნების მიმართვაც, რომელიც პასუხისმგებელია გასული წლის დეკემბერში კაიროში წმ. მარკოზის ტაძრის აფეთქებაში. ის ამხნევებს თანამებრძოლ ჯიჰადისტებს, ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ ეგვიპტეში დატყვევებული მათი თანამებრძოლები მალე გათავისუფლდებიან.

წყარო: http://www.christiantoday.com

ეგვიპტის პრეზიდენტი: „ჩვენ უნდა დავეხმაროთ ისლამური სახელმწიფოს მიერ დევნილ ქრისტიანებს“

შაბათს, 25 თებერვალს, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ მთავრობას დაავალა, რომ ყველა აუცილებელი ღონე ეხმარათ იმისათვის, რომ საცხოვრებლის მოძებნაში დახმარებოდნენ ქრისტიანებს, რომლებმაც იძულებით დატოვეს ეგვიპტის ჩრდილოეთ სინაი მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ქრისტიანთა თემის რამდენიმე წევრი მოკლა.

ასობით ქრისტიანული ოჯახი და სტუდენტი გაიქცა ისმაილიაში, ჩრდილოეთ სინაის მეზობელ პროვინციაში მას შემდეგ, რაც შვიდი ქრისტიანი მოკლეს არიშში იანვრის ბოლოს.

ეგვიპტის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ინფორმაციისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა ‘ეგვიპტის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საბოტაჟის ყოველი მცდელობის აღმოფხვრის მნიშვნელობა’.

ორთოდოქსი კოპტები, რომლებიც ეგვიპტის მოსახლეობის (90 მლნ), დაახლოებით, 10%-ს შეადგენენ, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ქრისტიანული თემია.

2016 წლის დეკემბერში ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა კაიროს წმ. მარკოზის ტაძრის აფეთქებაზე, რასაც 28 ადამიანი შეეწირა, ძირითადად, ქალები და ბავშვები.

ეგვიპტე ებრძვის ამბოხებულებს მას შემდეგ, რაც 2013 წელს სამხედროებმა, სისის მეთაურობით, დაამხეს პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ხელისუფლება. ასობით ჯარისკაცი და პოლიციელი ემსხვერპლა ამ დაპირისპირებას.

წყარო: http://www.christiantoday.com/