ტეგების არქივი: გაერო

დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მსოფლიოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა ყველა ერს ეხება.

„ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ერს ეხება. ნარკოტიკები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავ სიცოცხლეს ღუპავს. დღეს პირობას ვდებთ, რომ ამ საფრთხეს ერთად შევებრძოლებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გაეროს 129 წევრმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მიერ მომზადებულ  დოკუმენტს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას და ამ საკითხში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესია ნიუ-იორკში 27 სექტემბერს დასრულდება.

წყარო

აშშ ტოვებს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს

ამერიკის შეერთებული შტატები ტოვებს გაეროს ადამიანთა უფლებათა დაცვის საბჭოს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ელჩმა ნიკი ჰეილიმ სამშაბათს განაცხადეს ამის შესახებ.

გაეროს სხდომა სირიის საკითხზე უშედეგოდ დასრულდა

გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც სირიაში განხორციელებულ  ქიმიურ თავდასხმას ეხებოდა, უშედეგოდ დასრულდა.

თუ გაეროს უშიშროების საბჭო არ მიიღებს კოლექტიურ გადაწყვეტილებას სირიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატები ცალმხრივ ქმედებებს მიმართავს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ.

შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის სასწაფოდ შესწავლას, ჩავარდა რუსეთის პოზიციის გამო. ნიკი ჰეილის განცხადებით, სირიის მთავრობა, რუსეთი და ირანი არ არიან დაინტერესებულნი კონფლიქტის გადაჭრაში.

შეგახსენებთ, 4 აპრილს სირიის ოპოზიციამ განაცხადა, რომ სამთავრობო ძალებმა ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვის დროს გამოიყენეს ქიმიური გაზი. დაიღუპა 72 მშვიდობიანი მოსახლე.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ სირიის სამთავრობო ავიაციამ დაბობმა შეიარაღებული ოპოზიციის საწყობი, სადაც ქიმიური იარაღი ინახებოდა.

წყარო

გაერო: 2016 წელს სირიის კონფლიქტში ბავშვთა რეკორდული რაოდენობა დაიღუპა

2016 წელს სირიის კონფლიქტში ბავშვთა რეკორდული რაოდენობა დაიღუპა, იუწყება გაერო თავის ახალ მოხსენებაში. ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის მონაცემებით, გასულ წელს 650-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ომში. კიდევ ასობით ბავშვი დაავადებისგან გარდაიცვალა, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელი იყო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში.

იუნისეფის მოხსენება სირიის კონფლიქტის დაწყების 6 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

გასულ კვირას ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები” განაცხადა, რომ სირიელი ბავშვები „ტოქსიკურ სტრესს“ განიცდიან, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის, ფსიქოლოგიურის.

იუნისეფის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 851 ბავშვი გახდა იძულებული, რომ საომარ მოქმედებებში მიეღო მონაწილეობა.

წყარო