ტეგების არქივი: ბოკო-ჰარამი

ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო-ჰარამი“ ნიგერიაში ჩვილ ბავშვებს იყენებს „თვითმკვლელ აფეთქებათა“ დროს

„ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიის თვითმკვლელებმა ბავშვების გამოყენება დაიწყეს იმისათვის, რომ უშიშროების ძალების ყურადღება არ მიიქციონ,“ განცხადებას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს და ამას „საშიშ ტენდენციას“ უწოდებს.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც 13 იანვარს, ორმა ქალმა, რომელთაც ზურგზე ჩვილი ბავშვები ჰყავდათ აკიდებული, ქალაქ მადაგალში თავდასხმა განახორციელეს. შემთხვევის შედეგად თავად თვითმკვლელები და კიდევ ოთხი მოქალაქე დაიღუპა.

ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ცნობილია იმით, რომ ის ქალებს და გოგონებს თვითმკვლელებად იყენებს, თუმცა, მათ მიერ პირველად მოხდა თავდასხმის მიზნით ჩვილი ბავშვების გამოყენება.

წყარო: http://www.bbc.com/