ტეგების არქივი: ბენ ჰური

ლეგენდარული ფილმის “ბენ–ჰური” – ს ახალი ეკრანიზაცია

8 ივნისს მედიასივრცეში ახალი ფილმის, “ბენ–ჰურის” თრეილერი გავრცელდა. ბენ–ჰურის მონობისა და ეპიკური რბოლის ისტორიებთან ერთად დრამა იესო ქრისტეს ჯვარცმასაც მოიცავს. 12 აგვისტოდან “ბენ–ჰური” ფართო ეკრანებზე გამოვა. ფილმი მოგვითხრობს იუდა ბენ–ჰურის ისტორიას, რომელიც დაფუძნებულია ქრისტიანულ სამართლიანობაზე, თავისუფლებასა და პატიებაზე.

ბენ–ჰურის როლს ჯეკ ჰიუსტონი ასრულებს, ხოლო მისი მენტორის როლში მორგან ფრიმანი გვევლინება. ფილმი ეფუძნება 1880 წელს დაწერილი ნოველას “ბენ–ჰური: მოთხრობა იესო ქრისტეს შესახებ. ისტორიის პირვანდელმა და ყველაზე ცნობილმა ეკრანიზაციამ უილიამ უალიერის რეჟისურით 1959 წელს 11 ოსკარი მიიღო.

მარკ ბრუნეტი და რომა დაუნი, რომლებმაც სახელი ბიბლიური ისტორიების ეკრანიზაციით გაითქვეს “ბენ–ჰურის” ახალი რიმეიკისთვის გაერთიანდნენ. ახალი ფილმი იტალიაში, მელ გიბსონის კინოჰიტის , “ქრისტეს ვნებანის” გადასაღები მოედანის სიახლოვეს არის გადაღებული.

ბენ–ჰური უფლისწულია, რომელსაც უსამართლოდ დასდო ღალატში ბრალი, მისივე ძმამ. იუდას ჩამოერთვა ტიტული და გემზე, მონობაში ერთი წელი გაატარა. მასი გული შურისძიებით არის სავსე და თავისი მენტორის დახმარებით ის ძმასთან ეტლებით რბოლას გეგმავს. ისტორია გასაოცარ სახეს იძენს, როდესაც ბენ–ჰური სამშობლოში შურის საძიებლად ბრუნდება და იესო ნაზარეველს ხვდება. მასზე წარუშლელ შთაბეჭდილეას ტოვებს იესოს მოწამეობრივი აღსასრული და ფრაზა ჯვრიდან : “მამა, აპატიე, რამეთუ არ იციან რას ჩადიან.” ეს ხდება ახალი ათვლის წერტილი მისი სრული ტრანსფორმაციისა, რასაც ის მიტევებასა და გამოსყიდვამდე მიჰყავს.