ტეგების არქივი: ბაპტისტური ეკლესია

ბაპტისტურ ეკლესიათა კავშირმა 150 წლის იუბილე აღნიშნა (ვიდეო)

12 ოქტომბერს სახარებისეულმა ქრისტიან-ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა საქართველოში არსებობის 150 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო თარიღი ბაპტისტურ ეკლესიას პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა და საქართველოს რელიიგის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცეს. სადღესასწაულო პროგრამა თბილისის ახლად გახსნილ ბაპტისტური ეკლესიის სამლოცველო სახლში ორ დღეს გასტანს.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა სახლის პრეზენტაცია გაიმართა

3 მაისს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის პრეზენტაცია. თავშესაფარი აშენდა ბაპტისტურ ეკლესიასთან არსებული არაკომერციული ორგანიზაცია „ნუგეშის სახლისა“ და გერმანული საქველმოქმედო ფონდის „Die Brucke zum Leben“-ის ერთობლივი პროექტის შედეგად. თავშესაფარი გათვლილია 12 ბავშვზე. მსგავსი პროექტები გერმანული საქველმოქმედო ფონდის დახმარებით წარმატებით განხორციელდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თბილისის საოჯახო ტიპის თავშესაფარში ბავშვთა შერჩევა და შესახლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.