ტეგების არქივი: ახალგაზრდული კონფერენცია

„როცა ერთად ვართ, ძლიერნი ვართ!” – ახალგაზრდული კონფერენცია ბათუმში

25 თებერვალს ბათუმის წმინდა სამების ეკლესიაში (დემეტრე თავდადებულის №62) ახალგაზრდული ქრისტიანული კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება საღამოს 18 საათზე დაიწყება და 21 საათამდე გასტანს.

მასზე მიწვეული იქნებიან ქრისტიანი ახალგაზრდები სხვადასხვა ეკლესიებიდან.

კონფერენციის დევიზია: „როცა ერთად ვართ, ძლიერნი ვართ!” ღონისძიების მიზანია ქრისტიანი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება. მასში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა. კონფერენციას დაესწრებიან ახალგაზრდები თბილისიდან, ქუთაისიდან, ფოთიდან და ასევე გურიიდან.

კონფერენცია აჭარში უკვე მეორე წელია ტარდება. გასულ წელს მასში 8 ეკლესიამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ორგანიზატორები არიან ბათუმის პროტესტანტული ეკლესიები. კონფერენცია მიზნად ისახავს სხვადასხვა ეკლესიებს შორის მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოებას.