ტეგების არქივი: აღმოჩენა

ისრაელში პილატე პონტოელის წარწერით ბეჭედი იპოვეს

ისრაელში გამომავალმა გაზეთმა HAARETZ– მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არქეოლოგებმა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის, გიდეონ ფორსტერის მიერ 50 წლის წინ ნაპოვნი ბრინჯაოს ბეჭდის წარწერა გაშიფრეს. ბეჭედი ერთ-ერთია ათასობით ნივთიდან, რომელიც ჰეროდიონის ციხე-სიმაგრის გათხრებისას იპოვეს. სახელი “პილატე” ბეჭდის გაწმენდის შემდეგ გაარჩიეს, როცა მას ისრაელის სიძველეების კვლევის ლაბორატორიაში სპეციალური კამერით გადაუღეს ფოტო.

მკვლევრები ბეჭედზე ამოტვიფრულ სახელს იუდეის მეხუთე პრეფექტის, პონტოელი პილატეს სახელს უკავშირებენ, რომელიც ახალ აღთქმაში მოხსენიებულია, როგორც ქრისტეს ჯალათი, მისი მმართველობა 26-36 წლებით თარიღდება.

“მე არ გამიგია ამ პერიოდის სხვა პილატე და ბეჭედი აჩვენებს, რომ ეს პიროვნება მდიდარი და დიდგვაროვანი იყო.” – ამბობს პროფესორი დენი შვარცი.

ბეჭედზე გამოსახულია ღვინის ჭურჭელი, რომელსაც გარს არტყია ბერძნული წარწერა, რომელიც ითარგმნება, როგორც “პილატე”.

ასეთი ტიპის შტამპი რომაულ ეპოქაში მხედრის წოდებაზე მეტყველებს, რომელსაც პილატე მიეკუთვნებოდა. ბეჭედი საკმაოდ მარტივია, ამიტომ მკვლევრებს სჯერათ, რომ პრეფექტი მას ყოველდღიურ საქმეებში იყენებდა. შესაძლოა ის ეკუთვნოდა მის რომელიმე ხელქვეითს, რომელიც მას ხელმოწერებისთვის იყენებდა.

ბეჭედი ერთადერთი არტეფაქტი არაა, რომელსაც სახელი პილატე აწერია და ცნობილ რომაელ მმართველთან აკავშირებენ. 1960-იან წლებში პროფესორმა ფორსტერმა აღმოაჩინა ქვა, რომელსაც პილატეს სახელი აწერია.

ჰეროდიონის ციხე-სიმაგრე მეფე ჰეროდეს მიერაა აშენებული. პირველ საუკუნეში მისი სიკვდილის შემდეგ ის სამარხად გადაიქცა. თუმცა შენობის ზედა ნაწილის გამოყენებას რომაელი მმართველები აგრძელებდნენ. პილატე ჰეროდიონის ციხე-სიმაგრეს იყენებდა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრაციულ ცენტრს.

ისტორიკოსი ჯოზეფუსი აღწერს, თუ როგორ შემოიტანა პილატემ მედალიონები, რომლებზეც კეისრის ბიუსტი იყო ჩამოკიდებული, რამაც ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. ებრაელების კანონი კრძალავდა კერპებს წმინდა ქალაქში. პროტესტი იმით დასრულდა, რომ პილატე ხალხს მასობრივი სისხლის ღვრით დაემუქრა. ჯოზეფუსი ასევე ჰყვება, რომ პილატემ სოლომონის ტაძრის საგანძური მეფე ჰეროდეს მიერ აშენებული იერუსალიმის წყლის სისტემის შეკეთებისთვის გამოიყენა.

წყარო

 

სირიაში III-IV საუკუნით დათარიღებული მიწისქვეშა ტაძარი აღმოაჩინეს

ქალაქი მანბიჯი, 10 მაისი. საიდუმლო მიწისქვეშა ქრისტიანული ტაძარი სირიაში, რომელიც მე-3-მე-4 საუკუნეებით თარიღდება, სასწაულებრივად გადაურჩა ისლამურ სახელმწიფოს: არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მიწისქვეშა სამსხვერპლოები, საიდუმლო გასასვლელები, სამლოცველო დარბაზები, სამარხები და ქვაზე ამოტვიფრული ბერძნული ხელნაწერები.

არქეოლოგებმა შეძლეს ადრეული საუკუნეების მიწისქვეშა ტაძრის აღმოჩენა მანბიჯში, სირიის ჩრდილოეთით მუჰაფაზის რეგიონში. ეს ტერიტორია ორი წლის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს (ISIS)  მიერ იყო ოკუპირებული. მიწისქვეშა გალერეის ეს უძველესი სისტემა გახლდათ საიდუმლო თავშესაფარი რომის იმპერიის მიერ დევნილი ქრისტიანებისთვის.

გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი კარიბჭე, რომელიც სამლოცველო დარბაზში გადის, მისი კედლები მორთულია ამოტვიფრული ჯვრებით და წარწერებით, ასევე აქ ნახავთ პრიმიტიულ სამსხვერპლოებს. შენობაში ასევე  გათვალისწინებული გახლავთ საიდულო გვირაბები, რომლებიც მრევლს საშუალებას აძლევდა, ტაძრის დარბევის შემთხვევაში გაქცეულიყვნენ და დამალულიყვნენ. ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბს მივყავართ მრგვალ გალერეაში, სადაც იპოვეს ქვის მოჩუქურთმებული სამარხები, რომლებზეც იმ დროის წმინდანები იყვნენ გამოსახულნი.

„ეს არის განსაკუთრებული ადგილი მთელ მიწისქვეშა შენობაში,“ – ამბობს აბდულვაჰაბ შეკო, სპეციალური სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე. – სავარაუდოდ, ამ კარიბჭის შესასვლელს იცავდა დარაჯი, რომელიც საფრთხის შემთხვევაში ნიშანს აძლევდა ტაძარში მლოცველებს, რათა გაქცეულიყვნენ მიწისქვეშა გასასვლელებიდან.“

პირველი გათხრები 2014 წელს ჩატარდა აღნიშნულ კატაკომბებში, თუმცა პროცესი გასაიდუმლოებული იყო, ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მისი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად. ამ ტერიტორიის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების შემდეგ კი კვლავ განახლდა არქეოლოგიური გათხრები.

წყარო

თარგმანი: სოფო გურაშვილი

რედაქტირება: ნატალია ჩიქოვანი

არქეოლოგებმა ესაია წინასწარმეტყველის კუთვნილი არტეფაქტები აღმოაჩინეს

არქეოლოგი ეილატ მაზარი უკვე დიდი ხანია გათხრებს იერუსალიმში აწარმოებს და რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენაც აქვს. 2009 წელს ოფელის მთაზე ნაგავის გროვაში არქეოლოგებმა 34 ცალი, დაახლოებით 2700 წლის თიხის ბეჭედი ნახეს. ეს კი ნიშნავს, რომ მათი მესაკუთრეები ჩვენს წელთაღწრიცხვამდე მერვე საუკუნეში ცხოვრობდნენ.

2015 წლის დეკემბერში მაზარმა კიდევ ერთი აღმოჩენის შესახებ განაცხადა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა თავის კარიერაში. ერთ-ერთ ბეჭედზე წარწერა აჩვენებდა, რომ ის მეფე ეზეკიას ეკუთვნოდა, რომელიც ბიბლიის მიხედვით იუდეის ერთ-ერთი უდიდესი მეფე იყო, რომლის მრჩეველი ესაია წინასწარმეტყველი გახლდათ.

მეფის ბეჭედთან ახლოს კიდევ ერთი თიხის ბეჭედია ნაპოვნი. მაზარი თითქმის დარწმუნებულია, რომ ის ცნობილ წინასწარმეტყველს ეკუთვნის. ეს პირველი არტეფაქტია, რომელიც ესაიას არსებობას ადასტურებს.

მისი ბეჭდის დიამეტრი 1 სანტიმეტრია. მისი ზედა ნაწილი თითით არის გადატეხილი. მასზე მისი ანაბეჭდიც კი დატოვებულია. მასზე შესრულებული წარწერა ლათინური ტრანსკრიფციით – Yeshaʼyah[u] Nvy[?] – ითარგმნება, როგორც ესაია წინასწარმეტყველი. ორივე სიტყვას ბოლო ასო აკლია, მაგრამ ამას მკვლევრებისთვის კითხვები არ გაუჩენია.

წყარო

იერუსალიმში აღმოჩენილია პირველი ტაძრის პერიოდის იუდეის სამეფოს უძველესი ბეჭდები

ათეულობით ბეჭედი, რომელთაგან თითოეულზე იუდეის სამეფოს თანამდებობის პირთა სახელებია ამოტვიფრული, ვიდრე ამ სამეფოს ბაბილონი დაიპყრობდა, აღმოჩენილი იქნა იერუსალიმის კედლების სიახლოვეს, დავითის ქალაქის ეროვნულ პარკში.

ეს ბეჭდები თიხისგანაა დამზადებული და ძველ დროში წერილების დასაბეჭდად გამოიყენებოდა. იმ შემთხვევაში, თუ წერილი გატეხილი ბეჭდით მიაღწევდა ადრესატამდე, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ უკვე გახსნა და წაიკითხა იგი. მიუხედავად იმისა, რომ წერილები ვერ გადაურჩა იერუსალიმის დაპყრობისას გაჩენილ ხანძარს, ცეცხლის წყალობით დრომ კარგად შემოგვინახა თიხისგან დამზადებული ბეჭდები და გვიმოწმებს იმის შესახებ, რომ ნამდვილად არსებობდა წერილებიც და მათი დამწერებიც.

ისრაელის სიძველეთა მართვის დირექტორების, ორტალ ჩალაბისა და დოქტორ ჯოუ უზიელის განცხადებით, ეს ბეჭდები გვიმოწმებს პირველი ტაძრის პერიოდში იერუსალიმის ადმინისტრაციის განვითარების შესახებ. ყველაზე ძველ ბეჭდებზე ნახატებია გამოსახული, რადგან მოხელეთა სახელების დაწერის ნაცვლად, გამოიყენებოდა სიმბოლოები, რათა ცხადი ყოფილიყო, ვინ იყო ხელმომწერი, ან რას ბეჭდავდა.

„აღნიშნული პერიოდის ადრეულ ეტაპზე, მეფე ხიზკიას დროიდან მოყოლებული (დაახლოებით, 700 წელი ქრ. შობამდე) იერუსალიმის დანგრევამდე (586 წ. ქრ. შობამდე) ბეჭდებზე ძველი ებრაულით დაწერილია მოხელეთა სახელები. ამ აღმოჩენათა მეშვეობით ჩვენ ვიგებთ არა მხოლოდ ქალაქის განვითარებული ადმინისტრაციული სისტემის შესახებ, არამედ სამოქალაქო სამსახურში მყოფთა ვინაობის შესახებ“.

ზოგიერთ ბეჭედი ბიბლიურ სახელებს გვამცნობს. ერთი ბეჭედი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მასზე მოხსენიებულია კაცი სახელად „აქიაბ ბენ მენაშე“. ორივე სახელი ცნობილია ისრაელის სამეფოს ისტორიიდან. მენაშე გახლდათ ისრაელის მეფე, აქიაბის სახელი ბიბლიაში არ არის ნახსენები, მაგრამ მისი სახელი მოგვაგონებს აქაბის (ახაბის) – ისრაელის უპატიოსნო მეფის – სახელს (3 მეფეთა 17). მიუხედავად იმისა, რომ ცოტაოდენი განსხვავებაა ამ ორ სახელს შორის, ჩანს, რომ ეს ერთი და იგივე სახელია. ამ ბეჭედზე ამოტვიფრული სახელი „აქიაბი„ გვხვდება სეპტუაგინტაში არსებულ იერემია წინასწარმეტყველის წიგნში და ასევე იოსებ ფლავიუსის ნაშრომშიც „იუდეველთა სიძველენი“ (15:7-8).

უკანასკნელ ხანებში გათხრებისას ნაპოვნი სხვადასხვა ბეჭდები, სხვა არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ერთად, პირველად გამოიფინება დავითის ქალაქის კვლევის მე-18 კონფერენციაზე (ყოველწლიური არქეოლოგიური კონფერენცია), რომელიც გაიმართება 7 სექტემბერს დავითის ქალაქის ეროვნულ პარკში მეგალიმის ინსტიტუტის ეგიდით.

წყარო:

დავითის ქალაქი – უნიკალური აღმოჩენა იერუსალიმში

2000 წლის განმავლობაში არავინ არ იცოდა, სად მდებარეობდა ძველი ქალაქი. ჩამოსულ ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ, რასაც ისინი ძველ ქალაქში ხედავდნენ, ის იყო ძველი ბიბლიური იერუსალიმი, მაგრამ როცა ეს აღმოაჩინეს, მხოლოდ მაშინ გახდა ნათელი, რომ ძველი იერუსალიმი იმ ადგილების მიღმა მდებარეობდა, რომელსაც ჩვენ ძველ ქალაქს ვუწოდებთ ახლა. თვალნათლივ შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ ქრებოდა ძველი იერუსალიმი, რადგან ერთ ქალაქს მეორეზე აშენებდნენ.

თარგმანი: თათა ხარძიანი