ტეგების არქივი: ამერიკა

ამერიკელი ხუცესი კვლავ რჩება ერდოღანის ტყვედ

ამერიკელი ხუცესი ენდრიუ ბრანსონი კვლავ ციხეში რჩება. მას ბრალი ედება იმაში, რომ თითქოს ის იყო 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის სულისჩამდგმელი. ამ ბრალდებას ამერიკის კანონისა და მართლმსაჯულების ცენტრი „სასაცილოს“ უწოდებს. ბრანსონი ფაქტობრივად, ტყვეა და ერდოღანი მას სატყუარად იყენებს. ენდრიუ ბრანსონის მომდევნო სასამართლო განხილვა შედგება 12 ოქტომბერს და ამერიკის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მას მალევე გაათავისუფლებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ბრანსონის პატიმრობა კიდევ ერთი ნიშანია პრეზიდენტ ერდოღანის ანტაგონისტური განწყობისა დასავლეთის მიმართ.

დონალდ ტრამპი: „ამერიკა დაფინანსებას შეუწყვეტს ქვეყნებს, რომლებიც მისცემენ ხმას გაეროს რეზოლუციას ისრაელის შესახებ.”

20 დეკემბერს, გაეროს საგანგებო სხდომამდე ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაფინანსებას შეუწყვეტს ქვეყნებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ გაეროს რეზოლუციას ისრაელის შესახებ. ეს რეზოლუცია   იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გმობს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“ყველა ეს სახელმწიფო ასობით მილიონ დოლარს იღებს ჩვენგან, შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მათ ხმებს”- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვაშინგტონში “დაიმახსოვრებენ სახელებს” იმ ადამიანებისა, რომლებიც მხარს დაუჭერენ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების გაუქმებაზე რეზოლუციას, – ამის შესახებ გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ  განაცხადა.

“როგორც არ უნდა დაგეგმოთ ხმის მიცემა, მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი და აშშ თქვენს ხმებს პირად ანგარიშზე მიიღებს. ქვეყნის ლიდერი განსაკუთრებით აკვირდება ამ ხმის მიცემას. მან მომთხოვა, რომ დამესახელებინა ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მისცემს ხმას”, – განუცხადა ჰეილიმ გენერალური ასამბლეის წევრებს.

დღეს გენერალურ ასამბლეაზე კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც აუქმებს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ. აღნიშნული რეზოლუციის პროექტით გაერო იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ეთანხმება და დონალდ ტრამპს მოუწოდებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ.

 

წყარო

ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკაში აბორტების რაოდენობა შემცირდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი ანგარიშის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წლის განმავლობაში აბორტების რიცხვი 2014 წლის ჩათვლით შემცირებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის აბორტებზე დაკვირვების შედეგად მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია რომ 2014 წელს 652,639 აბორტი დაფიქსირდა, 2005 წელს კი ეს რიცხვი გახლდათ 820, 151.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2013 წელს ლეგალური აბორტის შედეგად  4 ქალი გარდაიცვალა .

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიში განსხვავდება ორგანიზაცია Guttmacher-ის  ანგარიშისგან, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა. Guttmacher-ის ანგარიშის მიხედვით 2014 წელს აბორტების რაოდენობა შეადგენდა 926,200.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აღნიშნა, რომ რიცხვები განსხვავებულია, რადგან Guttmacher იყენებს მრავალ აქტიურ სადამკვირვებლო მეთოდს, რათა ხელოვნურად გაზარდოს აბორტის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ პერიოდულად ჩატარებული ეროვნული აღწერის შედეგად მიღებული მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში აბორტის ხელშემწყობი ორგანიზაციები ფინანსდებიან სხვადასხვა დონორის მიერ, როგორც „ოჯახის სწორად დაგეგმარების” ცენტრები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი იყენებს არსებულ მონაცემებს ყველა შტატიდან, გარდა კალიფორნიის, მერილენდის და ნიუ-ჰემპშირის შტატებისა.

2014 წლის ანგარიშის  გამოკვეთილი საკითხებია:

  • ქალების, დაახლოებით 45%-ს, ერთხელ მაინც გაუკეთებია აბორტი ადრე.
  • აბორტების საერთო რაოდენობის 60% მოდის 20 წლის ასაკის ქალებზე.
  • თეთრკანიან ქალებში აბორტების რიცხვი − 38%-ია, შავკანიან ქალებში − 36%, ესპანური წარმოშობის ქალებში − 18 %.
  • 90%-ზე მეტი აბორტი გაკეთებულია ნაყოფის ჩასახვიდან 13 კვირის განმავლობაში.

აბორტი, განსაკუთრებით კი სელექციური აბორტი კვლავ რჩება მსოფლიოს პრობლემად.  შეგახსენებთ, რომ 2016 წელს „სახარების კოალიციამ” გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც 1971 წლიდან ჩინეთში გაკეთდა 336 მლნ აბორტი და 196 მლნ სტერილიზაცია. ეს რიცხვი აღემატება მთელ მსოფლიოშო, უკანასკნელი ათ წლის განმავლობაში დაბადებული ბავშვების საერთო რაოდენობას.

ჩვენს  ქვეყანაში კი ლეგალური თუ არალეგალური აბორტების სტატისტიკა უცნობია. საშიშ ფონს ქმნის სელექციური აბორტი, რომელიც დროის მსვლელობასთან ერთად სქესთა შორის დისბალანსს წარმოშობს.

წყარო

ბილი გრემის ქალიშვილის გენიალური პასუხი კითხვაზე: რატომ დაუშვა ღმერთმა 11 სექტემბერი?

მართალია, ამ ამბავმა დიდი ხანია ჩაიარა, მაგრამ ის მაინც არ კარგავს აქტუალურობას. ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ანა გრემის პასუხი, 11 სექტემბრისადმი მიძღვნილ ტოქშოუში, წამყვან ჯინ კლეისონის კითხვაზე: „როგორ დაუშვა ღმერთმა ასეთი რამ?“ რაზეც ანა გრემმა ძალიან ღრმა და ამომწურავი პასუხი გასცა.

მან თქვა: მე მწამს, რომ ღმერთი, როგორც ჩვენ, ძალიან განიცდის მომხდარს, მაგრამ ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ვდევნიდით ღმერთს ჩვენი სკოლებიდან, ჩვენი მთავრობიდან და ჩვენი ცხოვრებიდან.

მე ვფიქრობ, რომ რადგან ღმერთი ჯენტლმენია, უბრალოდ გვერდზე გადგა. განა შეგვიძლია ველოდოთ ღმერთის კურთხევას და დაცვას, როცა მედლინ მიურეი ოჰარამ (ორგანიზაცია „ამერიკელი  ათეისტების“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი) განაცხადა, რომ სკოლაში ადგილი არ არის ლოცვისთვის?! ჩვენ ვთქვით: კარგი!

შემდეგ ვიღაცამ თქვა: კარგი იქნებოდა, სკოლაში არ იკითხებოდეს ბიბლია (ბიბლია, რომელშიც ნათქვამია: „არ მოკლა“, „არ მოიპარო“ და „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი!“) ამაზეც ჩვენ ვთქვით: კარგი!

შემდეგ ვიღაცამ თქვა: მოდი, ნება მივცეთ ჩვენს გოგონებს, გაიკეთონ აბორტები, თუკი მათ ეს სურთ. მათ შეუძლიათ, რომ ეს მშობლების უჩუმრად გააკეთონ. და ჩვენ ვთქვით: კარგი!

შემდეგ სასკოლო საბჭოს წევრებიდან ერთ-ერთმა თქვა: ბიჭები ყოველთვის იქნებიან ბიჭები და ყოველთვის გააკეთებენ ამას. მაშ, მოდი, მივცეთ ჩვენს ბიჭებს იმდენი პრეზერვატივი, რამდენსაც მოისურვებენ, რათა შეძლონ გართობა, როგორც მოესურვებათ. ჩვენ კი მშობლებს არაფერს ვეტყვით ამის შესახებ. ჩვენ ამაზეც ვთქვით: კარგი!

შემდეგ ჩვენ მიერ არჩეულ ზემდგომ ორგანოებში ითქვა: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ (პრეზიდენტის ჩათვლით) რას ვაკეთებთ საკუთარ ცხოვრებაში, თუ კარგად ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, თუკი გვაქვს სამსახურები და ეკონომიკა წესრიგშია.

შემდეგ ვიღაცამ თქვა: მოდი, დავბეჭდოთ ჟურნალები შიშველი ქალების გამოსახულებით და ვუწოდოთ ამას ჯანმრთელი მიდგომა და ამით მაღალი შეფასება მივცეთ ქალის ლამაზ სხეულს. ჩვენ ვთქვით: კარგი!

ამის შემდეგ ზოგიერთები, ამ შეფასებით, უფრო შორს წავიდნენ და დაიწყეს შიშველ ბავშვთა სურათების გამოქვეყნება და შემდეგ, უფრო შორს წასულებმა, მოათავსეს ისინი ინტერნეტში. ჩვენც ისევ ვთქვით: კარგი! რადგან მათ აქვთ სიტყვის თავისუფლება.

შემდეგ გასართობმა ინდუსტრიებმა თქვეს: მოდი, გადავიღოთ ფილმები და შევქმნათ ტელეპროგრამები, რომელიც პროპაგანდას გაუწევს ძალადობას, ღვთის გმობას, აკრძალულ სექსს; მოდი, ჩავწეროთ მუსიკა, რომელიც მოუწოდებს ნარკოტიკების გამოყენების, გაუპატიურების, მკვლელობის, თვითმკვლელობის და სატანიზმისკენ. და ჩვენც ვთქვით: კარგი! ეს ყველაფერი გართობაა, არანაირი ნეგატიური ეფექტი ამას არ მოაქვს, სერიოზულად ამას არავინ იღებს, ასე რომ, გააგრძელეთ!

და ახლა ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავებს, თუ რატომ არ აქვთ ჩვენს შვილებს სინდისი;  რატომ ვერ არჩევენ ისინი ცუდს და კარგს; რატომ არ ფიქრდებიან, როცა კლავენ უცნობებს, თავის თანაკლასელებს და თავიანთ თავებს. ჩვენ, თუ სერიოზულად და დიდხანს ჩავუფიქრდებით ყოველივე ამას, შევძლებთ ყოველივეში გარკვევას.

მე ვფიქრობ, საქმე ის არის, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი.

ერთმა ახალგაზრდა კაცმა დაწერა: “ძვირფასო უფალო, რატომ არ უშველე პატარა გოგონას, რომელიც პირდაპირ თავის კლასში მოკლეს? _ გულწრფელად შენი შეწუხებული სტუდენტი.”

აი, პასუხი: “ძვირფასო შეწუხებულო სტუდენტო, მე არ მიშვებენ სკოლაში. _ გულწრფელად შენი ღმერთი.”

P.S თუ გააძევებთ ღმერთს თქვენი ცხოვრებიდან, მერე მას ნუღარ მოსთხოვთ პასუხს.

რედაქტირება:  მანანა ტვინიკაძე