ტეგების არქივი: აკადემია

ჩინეთში ქრისტიანული აკადემია უმიზეზოდ დახურეს

ჩინეთის პროვინცია ჰენანში, მთავრობის განკარგულებით, ქრისტიანული აკადემია დაიხურა. მათი თქმით, აკადემიაში მასწავლებლები სტუდენტებს „ტვინს ურეცხავდნენ”.

გამოცემა ChinaAid წერდა, რომ ჯერ კიდევ ივლისში მასწავლებელი ჩჟუ აცხადებდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტიდან მიიღო გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დაეტოვებინა სამსახური, რადგან აკადემიას მალე დახურავდნენ.

ოფიცრებმა სასწავლებელს ჩამოართვეს რელიგიური ლიტერატურა, სასწავლო დაწესებულების კუთვნილი კომპიუტერი და სხვა ნივთები, რის შემდეგაც აკადემია დახურეს. ეკლესია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა არ იყო აკრძალული ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ.

როგორც ცნობილია, ექსტრემიზმთან ბრძოლის ფარგლებში, ჩინეთში  2018 წლის 2 თებერვლიდან  რელიგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ჩინეთში შეიზღუდება რელიგიური შეკრებები, რელიგიური თემების განხილვა ინტერნეტით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება, რელიგიურ სემინარებზე საზღვარგარეთ გამგზავრება და ღვთისმსახურება იმ ადგილებში, რომლებიც რეგისტრირებული არ არის. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უკონტროლო ქრისტიანობა (ქრისტიანთა რიცხვი ჩინეთში უტოლდება კომუნისტური პარტიის წევრთა რიცხვს) ქვეყნის სტაბილურობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც ჩანს, კანონის ამოქმედებამდე, ჩინეთის კომუნისტური მთავრობა ქრისტიანობასთან საბრძოლველად ქმედით ნაბიჯებს უკვე დგამს.

წყარო