ტეგების არქივი: ავსტრალია

ჯეიმს ჰარისონმა 2.4 მილიონი ბავშვის სიცოცხლე იხსნა

ჯეიმს ჰარისონი ცნობილია, როგორც „კაცი ოქროს მკლავით“. 60 წლის განმავლობაში ის თითქმის ყოველ კვირას სისხლს აბარებდა. გასულ პარასკევს 81 წლის ჰარისონი „პენსიაზე გავიდა“ (ავსტრალიაში 81 წლის შემდეგ აღარ შეიძლება სისხლის დონორობა). ავსტრალიის „წითელი ჯვრის“ სისხლის ბანკის მონაცემების მიხედვით, ჯეიმს ჰარისონმა 2.4 მილიონზე მეტი ავსტრალიელი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.

მისი სისხლი შეიცავს ავადმყოფობასთან მებრძოლ უნიკალურ ანტისხეულებს, რომლებიც ანტი-D ინექციის შესაქმნელად გამოიყენეს. ეს ინექცია ე.წ. რეზუს-კონფლიქტის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.

ეს არის დაავადება, როცა ორსული ქალის სისხლში არსებული ანტისხეულები ანადგურებს მუცლად მყოფი ბავშვის სისხლის უჯრედებს. უარეს შემთხვევაში, ეს ბავშვისთვის შესაძლოა ტვინის დაზიანებით ან სულაც სიკვდილით დასრულდეს.

ეს საფრთხე იქმნება მაშინ, როცა ორსულ ქალს აქვს რეზუს-უარყოფითი სისხლი, ხოლო მუცლად მყოფ ბავშვს კი − რეზუს-დადებითი.

ჰარისონმა სისხლის გაცემა მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 წლის ასაკში გულის ოპერაცია გაუკეთეს. სისხლის გადასხმამ იხსნა მისი სიცოცხლე მაშინ და ამიტომაც გადაწყვიტა, თავადაც სისხლის დონორი გამხდარიყო. რამდენიმე წლის შემდეგ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მისი სისხლი შეიცავდა ანტისხეულს, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა ანტი-D ინექციის შექმნა. ამიტომაც ჰარისონმა დაიწყო სისხლის პლაზმის გაცემა, რათა ამით რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დახმარებოდა.

ექიმები დარწმუნებულნი არ არიან, რატომ აქვს ჰარისონს სისხლის ასეთი იშვიათი ტიპი, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება 14 წლის ასაკში ოპერაციის შემდგომ გადასხმული სისხლის გამო უნდა იყოს. ის ერთ-ერთია ავსტრალიაში მცხოვრებ 50 ადამიანს შორის, რომელთა სისხლიც ანტისხეულებს შეიცავს.

ჰარისონის სისხლში არსებული ანტისხეულებით შექმნილი ანტი-D ხელს უშლის რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ორსული ქალის სისხლში RhD ანტისხეულების წარმოქმნას.

„ავსტრალიაში, 1967 წლამდე, ყოველწლიურად ათასობით ბავშვი კვდებოდა და ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რატომ და ეს საშინელება იყო. ქალებს მუცელი ეშლებოდათ, ბავშვები ტვინის დაზიანებით იბადებოდნენ,“ – განუცხადა CNN-ს ჯემა ფოლკენმაიერმა, ავსტრალიის „წითელი ჯვრის“ სისხლის ბანკის თანამშრომელმა, 2015 წელს. ავსტრალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც აღმოაჩინა ანტისხეულების მქონე სისხლის დონორი და ეს რევოლუციური აღმოჩენა იყო იმ დროისათვის.

წყარო

 

ავსტრალიაში ქრისტიანული კოლეჯიდან გაათავისუფლეს ჰომოსექსუალისტი მასწავლებელი

ავსტრალიაში, ვაიკიკიში არსებულმა ქრისტიანულმა კოლეჯმა სამსახურიდან გაათავისუფლა ერთ-ერთი მასწავლებელი მამაკაცი მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ მას იმავე სქესის წარმომადგენელთან აქვს ურთიერთობა. სკოლის მესვეურთა განცხადებით, ეს მათ ქრისტიანულ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.

გრეგ კემპბელი, რომელიც გასულ თვემდე მუშაობდა სამხრეთ სანაპიროს ბაპტისტურ კოლეჯში (South Coast Baptist College) გათავისუფლებული იქნა მას მერე, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომლის მიხედვითაც ცხადი გახდა, რომ მას იმავე სქესის წარმომადგენელთა ჰქონდა სქესობრივი ურთერთობა. კემპბელმა თავის კოლეგებსაც დაუდასტურა ეს ინფორმაცია.

სკოლის დირექტორმა, დეს მიტჩელმა, თქვა, რომ კემპბელი პატივსაცემი პიროვნება გახლდათ სკოლაში სწავლების სამი წლის განმავლობაში, მაგრამ, ამავდროულად, მიუთითა იმაზეც, რომ სკოლის ფუნდამენტური მრწამსი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ცნობს.

ავსტრალიის ლგბტ საზოგადოების აქტივისტებმა გააკრიტიკეს ქრისტიანული კოლეჯი ამ გადაწყვეტილების გამო და შტატის ანტიდისკრიმინაციული კანონების გადახედვა მოითხოვეს.

წყარო