მაკო ჭიაბრიშვილი-ის ყველა სტატია

ნიკ ვუიჩიჩი – „მახარებელი კიდურების გარეშე“ სახარებას ავრცელებს ამერიკის ციხეებში

ნიკ ვუიჩიჩი, რომელიც ცნობილია მსოფლიოში, როგორც „მახარებელი კიდურების გარეშე“, იმედის სიტყვას ავრცელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მთელი აშშ-ს მასშტაბით. ამ დროისთვის, 601 ციხის ადმინისტრაცია აწერს ხელს თანხმობის დოკუმენტს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულებმა მოუსმინონ მის მიმართვას.

2016 წლის დასაწყისში, ტეხასში, ტელფორდ იუნითის ცნობილ ციხეში, ვუიჩიჩიმ გადაიღო ვიდეო, სადაც მსმენელს მიმართავდა:

„შეიძლება ადამიანები მოვიდნენ აქ და თქვან: ‘იყავთ პოზიტიურნი’. ამის თქმა თქვენთვის ადვილია, რადგან თქვენ სახლში წასვლა შეგიძლიათ ამ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც საპატიმროებში იმყოფებიან და შინ წასვლა არ შეუძლიათ“.

„მე თქვენ წინაშე ვდგავარ ხელებისა და ფეხების გარეშე და გეუბნებით, რომ მე სრულიადაც არ ვგრძნობ თავს უნარშეზღუდულად. მინდა, იცოდეთ, რომ, რადგან გისოსებს მიღმა ხართ, არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლიათ უფალ იესო ქრისტეში თავისუფლების მოპოვება“.

ვუიჩიჩიმ გაიხსენა ერთ საშიშ პატიმართან შეხვედრა, რომელმაც უთხრა მას, რომ ქრისტეს რწმენამ თავისუფლება მოუტანა, ხოლო ციხის მცველები, რომლებსაც ყოველდღე საკუთარ ოჯახებში დაბრუნება შეეძლოთ, არ იყვნენ თავისუფალნი, რადგან არ სწამდათ ზეცის.

2016 წლის ოქტომბერში, ვუიჩიჩიმ დაიწყო თავისი ევროპული ტურნე, რომლის განმავლობაშიც ათასობით ადამიანი მოექცა ქრისტესკენ.

წყარო: http://www.christianpost.com/

 

საშობაო საჩუქარი 50 000$ – ის სახით.

ტეხასელმა ქველმოქმედებმა იხილეს საშობაო სასწაული, როდესაც სცენის გარეთ, ჩვილი იესოს ქანდაკების ქვეშ, იპოვეს 50 000$-იანი ჩეკი.

ქრისტიანული თავშესაფრის ბავშვთა სახლმა, რომელიც გაიხსნა 1924 წელს, მიიღო საშობაო საჩუქარი შესაწირის სახით. დარენ მერფმა, რომელიც არის ბავშვთა სახლის პრეზიდენტი, ,,Christian Post-თან” ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა როგორ მოხდა: „დილით ჩვენ ერთმა ჯენტლმენმა დაგვირეკა და გვითხრა ჩვილი იესოს ქანდაკების ქვეშ შეგვეხედა. ჩვენმა ადმინისტრატორმა სთხოვა განემარტა რას გულისხმობდა, მაგრამ მამაკაცმა ისევ იგივე უპასუხა: „ნახეთ ბეღელი, სადაც იესოს ქანდაკება დევს“. საუბრის დასრულების შემდეგ, ადმინისტრატორმა ნახა ბაგა, იქ კი იდო კონვერტი 50 000$-იანი ჩეკით“.

როგორც მერფი ამბობს, მთელი მისი გუნდი იყო შთაგონებული ამ შესაწირავით. მითუმეტეს, ისინი ხომ მუშაობენ ბავშვებთან, რომლებსაც არც თუ საუკეთესო ბავშვობა აქვთ.

„როდესაც ასეთი საჩუქარი მივიღეთ, ამან გაგვახსენა, რომ უფლის ნებას ვასრულებთ იმით, რომ აღსაზრდელად ავიყვანეთ ობოლი ბავშვები. ის ფაქტი, რომ ადამიანებს სჯერათ ჩვენი და გვეხმარებიან კიდეც, მთელ ჩვენს კამპუსს გვაძლევს სტიმულს, – ამბობს მერფი. – ეს, აგრეთვე, კარგია ჩვენი ბავშვებისთვისაც. ისინიც რეგულარულად გასცემენ შესაწირს და გარკვეული სახით, ქველმოქმედები არიან, რადგან ესმით, რომ ისინი თავად ყველაფერს ღებულობენ სხვა ადამიანების გულუხვობის მეშვეობით“.

“ღმერთი არ არის მკვდარი 2 – ის ” პრემიერა 2016 წლის 1 აპრილს შედგება.

godsnotdead2მაიკ ჰაკაბიმ, პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, მიიღო ეპიზოდური როლი ცნობილ, ქრისტიანულ კინოფილმის „ღმერთი არ არის მკვდარის“ (God`s not dead) მეორე ფილმში.

„ჩემთვის დიდი პატივია ვითამაშო ამ ფილმის ეპიზოდში. რამდენიმე წლის წინ ასეთი აზრი მომეჩვენებოდა ფანტასტიკად. ამერიკაში ფიქსირდება მრავალი ფაქტი ქრისტიანების დევნისა, ეს ფილმი კი განასახიერებს მორწმუნეების დამოკიდებულებას“ – განაცხადა ჰაკაბიმ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ფილმს უწოდა „გამომაფხიზლებელი ნიშანი“ ამერიკელებისათვის.

ფილმ „ღმერთი არ არის მკვდარის“ პირველმა ნაწილმა აჩვენა მორწმუნეები, რომლებიც საზოგადოებისგან გაირიყნენ. ამავე ფილმის მეორე ნაწილი კი ასახავს იმას, თუ როგორ ითრევენ მორწმუნეებს სისხლის სამართალში და როგორ ხვდებიან საბოლოოდ ქრისტიანები სასამართლო დარბაზში“ – დაამატა ჰაკაბიმ. 

„ღმერთი არ არის მკვდარი 2-ის“ პრემიერა 2016 წლის 1 აპრილს შედგება.