თამუნა ოთარაშვილი-ის ყველა სტატია

ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკაში აბორტების რაოდენობა შემცირდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი ანგარიშის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წლის განმავლობაში აბორტების რიცხვი 2014 წლის ჩათვლით შემცირებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის აბორტებზე დაკვირვების შედეგად მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია რომ 2014 წელს 652,639 აბორტი დაფიქსირდა, 2005 წელს კი ეს რიცხვი გახლდათ 820, 151.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2013 წელს ლეგალური აბორტის შედეგად  4 ქალი გარდაიცვალა .

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიში განსხვავდება ორგანიზაცია Guttmacher-ის  ანგარიშისგან, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა. Guttmacher-ის ანგარიშის მიხედვით 2014 წელს აბორტების რაოდენობა შეადგენდა 926,200.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აღნიშნა, რომ რიცხვები განსხვავებულია, რადგან Guttmacher იყენებს მრავალ აქტიურ სადამკვირვებლო მეთოდს, რათა ხელოვნურად გაზარდოს აბორტის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ პერიოდულად ჩატარებული ეროვნული აღწერის შედეგად მიღებული მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში აბორტის ხელშემწყობი ორგანიზაციები ფინანსდებიან სხვადასხვა დონორის მიერ, როგორც „ოჯახის სწორად დაგეგმარების” ცენტრები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი იყენებს არსებულ მონაცემებს ყველა შტატიდან, გარდა კალიფორნიის, მერილენდის და ნიუ-ჰემპშირის შტატებისა.

2014 წლის ანგარიშის  გამოკვეთილი საკითხებია:

  • ქალების, დაახლოებით 45%-ს, ერთხელ მაინც გაუკეთებია აბორტი ადრე.
  • აბორტების საერთო რაოდენობის 60% მოდის 20 წლის ასაკის ქალებზე.
  • თეთრკანიან ქალებში აბორტების რიცხვი − 38%-ია, შავკანიან ქალებში − 36%, ესპანური წარმოშობის ქალებში − 18 %.
  • 90%-ზე მეტი აბორტი გაკეთებულია ნაყოფის ჩასახვიდან 13 კვირის განმავლობაში.

აბორტი, განსაკუთრებით კი სელექციური აბორტი კვლავ რჩება მსოფლიოს პრობლემად.  შეგახსენებთ, რომ 2016 წელს „სახარების კოალიციამ” გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც 1971 წლიდან ჩინეთში გაკეთდა 336 მლნ აბორტი და 196 მლნ სტერილიზაცია. ეს რიცხვი აღემატება მთელ მსოფლიოშო, უკანასკნელი ათ წლის განმავლობაში დაბადებული ბავშვების საერთო რაოდენობას.

ჩვენს  ქვეყანაში კი ლეგალური თუ არალეგალური აბორტების სტატისტიკა უცნობია. საშიშ ფონს ქმნის სელექციური აბორტი, რომელიც დროის მსვლელობასთან ერთად სქესთა შორის დისბალანსს წარმოშობს.

წყარო