სოფო გურაშვილი-ის ყველა სტატია

„Hillsong Worship”-ს პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო გადაეცა

20 მაისს, ლას-ვეგასში “billboard Music Award” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ყოვლწლიურად ქრისტიან შემსრულებლებს პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო გადაეცემათ.

“Hillsong Worship” ჯგუფის კომპოზიცია “What a beautifull name is it” “ყველაზე კარგ ქრისტიანულ სიმღერად” ცნეს. 2018 წელს, ამ სიმღერისთვის, გუნდმა პირველად დაიმსახურა “გრემის” ჯილდო. 

ნომინაციაში “საუკეთესო ქრისტიანი შემსრულებელი” გაიმარჯვა ჯგუფმა “MercyMe”.

ამერიკელმა შემსრულებელმა და გრემის მფლობელმა Tasha Cobbs Leonard-მა ორ კატეგორიაში გაიმარჯვა: “გოსპელის საუკეთესო შემსრულებელი” და “გოსპელის საუკეთესო ალბომი”.

“გოსპელის საუკეთესო სიმღერად” აღიარებულია კომპოზიცია “You Deserve it”, რომელსაც ასრულებს ამერიკული ქება-დიდების გუნდი “Youthful Praise”, რომლის ხელმძღვანელია J.J Hairston.

მუსიკალური ჯილდო “Billboard Music Awards” შემსრულებლებს ყოველწლიურად 1990 წლიდან გადაეცემათ.

წყარო

თარგმანი: სოფო გურაშვილი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

მოლდავეთში ქრისტიანები ლგბტ აღლუმის წინააღმდეგ გამოდიან

მოლდავეთის მართლმადიდებლური ეკლესია ხელისუფლებას სთხოვს აღკვეთოს მზადება სოლიდარობის მარშისათვის  „შიშის გარეშე”,  რომლის ჩატარებაც იგეგმება მე-17 ლგბტ ფესტივალის („Moldova Pride 2018“) ფარგლებში შაბათს, 19 მაისს. მიტროპოლიტი ვლადიმერი მიიჩნევს, რომ მსგავს ღონისძიებათა ჩატარება ნიშნავს „თავდასხმას მორალსა და ოჯახის წმინდა ინსტიტუტზე და წარმოადგენს საფრთხეს მოზარდი თაობისათვის.“

„უმცირესობის წარმომადგენელთა ეს მსვლელობა შეურაცხმყოფელი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ღირებულებებისათვის. ამ საზოგადოების  98% შედგება მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან წმინდა სახარების სწავლების მიმდევართაგან – სახარებისა, რომლის თანახმადაც ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის შეიძლება და არა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის“, – განაცხადა კიშინიოვის ეპისკოპოსმა.

„აღლუმის ორგანიზატორებმა და მათმა უცხოელმა მხარდამჭერებმა გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა იცოდნენ ადგილობრივი რეალობის შესახებ, რადგან ასეთი მოვლენები ხდება მიზეზი ორ მხარეს შორის გამოვლენილი ძალადობისა და დაპირისპირებისა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ვლადიმერმა.

გასულ წელს, მსგავსი მარში, რომელიც საპროტესტო მსვლელობათა ფონზე გაიმართა, დასრულდა მისი აღკვეთითა და ლგბტ თემის აქტივისტების გაქცევით.

წყარო

თარგმანი: სოფო გურაშვილი

რედაქტირება: ნინო ხუროშვილი

სირიაში III-IV საუკუნით დათარიღებული მიწისქვეშა ტაძარი აღმოაჩინეს

ქალაქი მანბიჯი, 10 მაისი. საიდუმლო მიწისქვეშა ქრისტიანული ტაძარი სირიაში, რომელიც მე-3-მე-4 საუკუნეებით თარიღდება, სასწაულებრივად გადაურჩა ისლამურ სახელმწიფოს: არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მიწისქვეშა სამსხვერპლოები, საიდუმლო გასასვლელები, სამლოცველო დარბაზები, სამარხები და ქვაზე ამოტვიფრული ბერძნული ხელნაწერები.

არქეოლოგებმა შეძლეს ადრეული საუკუნეების მიწისქვეშა ტაძრის აღმოჩენა მანბიჯში, სირიის ჩრდილოეთით მუჰაფაზის რეგიონში. ეს ტერიტორია ორი წლის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს (ISIS)  მიერ იყო ოკუპირებული. მიწისქვეშა გალერეის ეს უძველესი სისტემა გახლდათ საიდუმლო თავშესაფარი რომის იმპერიის მიერ დევნილი ქრისტიანებისთვის.

გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი კარიბჭე, რომელიც სამლოცველო დარბაზში გადის, მისი კედლები მორთულია ამოტვიფრული ჯვრებით და წარწერებით, ასევე აქ ნახავთ პრიმიტიულ სამსხვერპლოებს. შენობაში ასევე  გათვალისწინებული გახლავთ საიდულო გვირაბები, რომლებიც მრევლს საშუალებას აძლევდა, ტაძრის დარბევის შემთხვევაში გაქცეულიყვნენ და დამალულიყვნენ. ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბს მივყავართ მრგვალ გალერეაში, სადაც იპოვეს ქვის მოჩუქურთმებული სამარხები, რომლებზეც იმ დროის წმინდანები იყვნენ გამოსახულნი.

„ეს არის განსაკუთრებული ადგილი მთელ მიწისქვეშა შენობაში,“ – ამბობს აბდულვაჰაბ შეკო, სპეციალური სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე. – სავარაუდოდ, ამ კარიბჭის შესასვლელს იცავდა დარაჯი, რომელიც საფრთხის შემთხვევაში ნიშანს აძლევდა ტაძარში მლოცველებს, რათა გაქცეულიყვნენ მიწისქვეშა გასასვლელებიდან.“

პირველი გათხრები 2014 წელს ჩატარდა აღნიშნულ კატაკომბებში, თუმცა პროცესი გასაიდუმლოებული იყო, ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მისი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად. ამ ტერიტორიის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების შემდეგ კი კვლავ განახლდა არქეოლოგიური გათხრები.

წყარო

თარგმანი: სოფო გურაშვილი

რედაქტირება: ნატალია ჩიქოვანი

ალაბამის საფეხბურთო გუნდმა თეთრ სახლში პრეზიდენტისთვის ილოცა

პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ალაბამის საფეხბურთო გუნდს (Alabama’s Crimson Tide) სტუდენტური სპორტის ნაციონალური ასოციაციის ეროვნულ ჩემპიონატში (NCAA National Championship) მათი გამარჯვების აღსანიშნავად.

მალე ეს სტანდარტული შეხვედრა ღვთისმსახურების შესაძლებლობად იქცა ალაბამის უნივერსიტეტის მამაკაცთა საფეხბურთო გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, მოთამაშეები მიუახლოვდნენ მას და ლოცვა დაიწყეს. პრეზიდენტს თავი ჰქონდა დახრილი, როცა ერთ-ერთ მოთამაშეს მის მხარზე ედო ხელი და ლოცულობდა მისთვის.

„თითოეული თქვენგანი დღეს აქ თავისი ერთგულების, გულმოდგინებისა და საოცარი გუნდური მოქმედების გამოა“, – თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.

„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ამერიკამ გაიგო, რომ ალაბამას საფეხბურთო გუნდმა იცის, როგორ მოიგოს და აგრძელებს კიდეც მოგებას. ამას ხელს უწყობენ დიდებული მწვრთნელი და კლუბის დირექტორი.“