ლაშა კაკაშვილი-ის ყველა სტატია

ლონდონში, ვესტმინსტერზე განხორციელებული თავდასხმა

მარკს ვუდსმა, ქრისტიანული მეგაპორტალის – Christian Today – რედაქტორმა, მორწმუნეებს მოუწოდა ილოცონ ლონდონში შექმნილი სიტუაციისთვის, ტერაქტის შედეგად დაზარალებულებისა და მათი ახლობლებისთვის.

22 მარტს, შუადღისას, ბრიტანეთის პარლამენტის მახლობლად, ათამდე ადამიანი სერიოზულად დაშავდა და ორი კი დაიღუპა. თვითმხილველთა გადმოცემით, მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ჯერ ხალხს დაეჯახა ვესტმინსტერის ხიდზე, შემდეგ კი პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა სცადა, სადაც პოლიციელი დაჭრა.

ამ ეტაპზე პარლამენტის წევრები შენობაში იმყოფებიან, მათ ეკრძალებათ შენობის დატოვება მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მრავალრიცხოვანი დაცვამ პარლამენტის შენობას გაარიდა. ლონდონის ცენტრი პოლიციის მიერ არის დაკავებული. სპეცსამსახურები უსაფრთხოების გარანტიას ჯერაც ვერ იძლევიან. ზოგიერთი დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

საკუთარ მიმართვაში მარკ ვუდსი აღნიშნავს, რომ ინგლისი ყოველთვის ხელსაყრელი სამიზნე იყო ტერორისტებისთვის და მხოლოდ ბრიტანელი სპეცსამსახურების დამსახურება იყო ქვეყნის უსაფრთხოება, თუმცა დღეს უკვე გაიფანტა ამ ქვეყნის შეუვალობის ილუზია. მან თქვა, რომ თავდამსხმელმა ვესტმინსტერს შეუტია, რომელსაც სიმბოლურად „პარლამენტთა დედას“ უწოდებენ.

წყარო: http://www.christiantoday.com

ინდოეთში ფუნქციონირება შეწყვიტა მისიამ, რომელიც 150 ათას ბავშვზე მეურვეობდა

მრავალწლიანი მსახურების შემდეგ ინდოეთში ქრისტიანული მისია “Compassion International“ დაიხურება. საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა აშშ-ში, 48 წლის განმავლობაში, ინდოეთის ყველაზე ღარიბ ოჯახებზე ზრუნავდა.

“Compassion International” ყველა საშუალებას იყენებდა საკუთარი მოღვაწეობის გასაგრძელებლად მას შემდეგ, რაც ინდოეთის ხელისუფლებამ უარი განუცხადა ქვეყანაში პროდუქტის შეტანაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმი 150 ათასი ბავშვი დახმარების გარეშე დატოვა, თუმცა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ეპისკოპოსმა ბეკიმ ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რის გამო აუკრძალეს მსახურება და როგორ აპირებენ მომავალში ყველაზე დაუცველი ბავშვების დახმარებას.

მან  აღნიშნა, რომ მისიის ზრუნვის ფარგლებში მოქცეული ბავშვები ღებულობენ სამედიცინო დახმარებას, განათლებას, სასკოლო წიგნებს, ტანსაცმელს, საკვებ პროდუქტებს, პროფესიულ მომზადებას.

„2011 წელს ინდოეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონში ცვლილებათა პაკეტი უცხოურ შემოწირულობათა შესახებ. კანონი არეგულირებს ქვეყანაში უცხურ შენატანებს, განსაკუთრებით ისეთი არაშემოსავლიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა “Compassion International”. მთავრობა ამ რეგულაციას იყენებს იმ ორგანიზაციების მოქმედების შეზღუდვის მიზნით, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმება. ღვთისმსახური მიიჩნევს, რომ მთავრობას სურს ქრისტიანობის გავრცელების შეზღუდვა ინდოეთში, მათ არასწორად ესმით ორგანიზაციის პროგრამა, რომლის ერთადერთი მიზანი, მათი აზრით, არის ბავშვების ქრისტიანობისკენ მოქცევა, რეალურად კი მიზანი ბავშვების საშინელი სიღატაკისგან გადარჩენაა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავრობამ ორგანიზაციას არანაირი ფორმალური არგუმენტი არ წარუდგინა იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე მოხდა დაფინანსების შეზღუდვა.

„ჩვენ არ ვიცით რა მოუვათ ამ ბავშვებს. შევეცდებით თვალყური ვადევნოთ თითოეულ ბავშვს, რომლებზეც ვზრუნავდით მანამ, სანამ ისინი დამოუკიდებელ და წარმატებულ ზრდასრულ ადამიანებად არ ჩამოყალიბდებიან. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 25 ქვეყანაში, სადაც, დაახლოებით, ორ მილიონ ბავშვზე ვზრუნავთ. ისინი მიიღებენ ჩვენს მხარდაჭერას. ვაგრძელებთ ლოცვას ინდოელი ბავშვების ბედსა და ამ ქვეყნის სამთავრობო ჩინოვნიკებზე, რათა მათ დაინახონ ის მზრუნველობა, რასაც ჩვენ მათ ახალგაზრდა თაობისადმი ვიჩენთ, ვლოცულობთ, რომ შევძლოთ დაბრუნება და ამ ბავშვებზე ზრუნვის გაგრძელება“, შეაჯამა თავისი საუბარი ეპისკოპოსმა ბეკიმ.

ვიდეო იხილეთ ბმულზე

წყარო

“Power Rangers” – პირველი საბავშვო ფილმი, რომლის სუპერგმირი ჰომოსექსუალისტია

“Power Rangers” იქნება ჰოლივუდის პირველი ფილმი რომლის სუპერგმირიც ჰომოსექსუალისტი პერსონაჟია.

ცნობილია, რომ მდედრობითი სქესის ყვითელ რეინჯერს, ტრინის, ვის როლსაც ასრულებს ცნობილი პოპ-ვარსკვლავი და მსახიობი ბეკი ჯეი, ერთ-ერთ ეპიზოდში „შეყვარებულთან აქვს პრობლემები“. ეს ეპიზოდი, ფილმის რეჟისორის აზრით, „ცენტრალური მნიშვნელობის მქონეა“.

„ტრინი საკუთარი იდენტობის გარკვევას ცდილობს და თავის თავს ეკითხება: ‘ვინ ვარ მე?’“ – განუცხადა ჰოლივუდის კორესპონდენტს ფილმის რეჟისორმა. „მას ჯერ ვერ გაურკვევია თავისი იდენტობა. ვფიქრობ, ეს ეპიზოდი იმით არის კარგი, რომ ის გვეუბნება – ‘ეს ნორმალურია’. ფილმში ნათქვამია ‘ეს ნორმალურია’ და ყველა ბავშვმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ არის და რომელ ‘ტომს’ მიეკუთვნება.“

ლგბტ სუპერგმირები ბოლო წლების კომიქსების მთავარი თემაა. მაგალითად,  ვანდერვუმენი, ბეთვუმენი და აისმენი ჰომოსექსუალისტი და ბისექსუალი პერსონაჟები არიან, თუმცა, ლგბტ სუპერგმირები ფილმებში ხშირად არ ჩანან. გამონაკლისია მარველის ანტიგმირი დედპული, რომელიც სინამდვილეში პანსექსუალია, თუმცა ფილმში არ არის ნაჩვენები, რომ ის, რომ იგი არ არის ჰეტეროსექსუალი.

ახალი ამბავი ყვითელი რეინჯერის შესახებ მალევე გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც დისნეიმ ფილმში „ურჩხული და მზეთუნახავი“ ლეფოუ ჰომოსექსუალისტ პერსონაჟად წარმოადგინა. რუსეთის კინოთეატრები ფილმს მხოლოდ ზრდასრულებისთვის აჩვენებენ. მალაიზიის ცენზურამ კი დისნეის კონკრეტული სცენის ამოჭრა სთხოვა, თუმცა კომპანიამ უარი თქვა ამაზე და მალაიზიაში ფილმის ჩვენება გადადო.

წყარო

ალეპოს ალყა გრძელდება. მოსახლეობა ლოცულობს მშვიდობისათვის

ალეპოში მყოფი ქრისტიანები განაგრძობენ ლოცვას მშვიდობისთვის, რადგან ქალაქი კვლავაც იბომბება.

მამა იბრაჰიმ ალსაბაგი, ალეპოს ლათინური მრევლის მღვდელი, საინფორმაციო პორტალთან  (Asia News) საუბრისას ამბობს, რომ  „გაურკვევლობა და ტანჯვა დიდია“.

„ყველანი მოველით, ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში. ოჯახები დაიტანჯნენ. მათ მხოლოდ მშვიდობა სურთ. ამრიგად, ჩვენ გადავწყვიტეთ გაძლიერებულად ვილოცოთ მშვიდობისთვის“.

ეკლესია იწყებს სხვადასხვა „ინიციატივას მშვიდობისთვის“ და მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს მოუწოდებს ილოცონ ალეპოსა და იქ მცხოვრებთათვის.

„ოთხი დეკემბრიდან, ყოველი თვის პირველ კვირას, ჩავატარებთ მსვლელობებს გალობითა და ლოცვებით მშვიდობისთვის“, – თქვა მამა იბრაჰიმმა

ბევრი ოჯახის ერთადერთი საზრუნავი მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრია. ისინი ეკლესიის მიერ მიწოდებული საკვების მცირე ულუფებით ირჩენენ თავს.

მისი თქმით, მეამბოხეების მიერ დაკავებულ ქალაქის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე აღარ დარჩა მოქმედი საავადმყოფოები, ხოლო საკვების მარაგი თითქმის ამოიწურა.

სავარაუდოდ, კიდევ ათასობით ადამიანი დატოვებს ალეპოს მომდევნო დღეებში.

წყარო: http://www.christiantoday.com/

ვიეტნამში ქრისტიანთა უფლებები იზღუდება

ვიეტნამში რელიგიური თავისუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. 18 ნოემბერს ქვეყანაში პირველად ამოქმედდა კანონი რწმენისა და თავისუფლების შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი არ შეესაბამება რელიგიის ან რწმენის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, იუწყება ადამიანის უფლებათა დამცველი საზოგადოება „მსოფლიო ქრისტიანული სოლიდარობა”.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონის საბოლოო ტექსტი ჯერ არ არის ცნობილი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება პირვანდელ ტექსტთან შედარებით“, აცხადებს ორგანიზაცია.

ვიეტნამის კონსტიტუცია იძლევა რელიგიური თავისუფლების გარანტიას, მაგრამ, ჩინეთის მსგავსად, კომუნისტური მთავრობა აქაც მკაცრად აკონტროლებს დამოუკიდებელ რელიგიურ პრაქტიკას.

რელიგიური თავისუფლებისთვის მებრძოლი მრავალი ადამიანი ციხეში რჩება, რადგან მთავრობამ, უკანასკნელ წლებში, ძალიან შეზღუდა გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება. რელიგიურმა ჯგუფებმა ფორმალური რეგისტრაცია მთავრობასთან შეთანხმებით უნდა გაიარონ, თუმცა პასუხად გამუდმებით უარს იღებენ.

რელიგიის და რწმენის თავისუფლების მინიმალური გარანტიები არ უნდა ირყეოდეს გართულებული სარეგისტრაციო მოთხოვნებით. ჯგუფებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ან, უბრალოდ, არ სურთ დარეგისტრირება, საქმიანობის უფლება არ უნდა წაერთვათ.

ჩვენ მოვუწოდებთ ვიეტნამის მთავრობას, რომ უზრუნველყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პრაქტიკა ვიეტნამში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის.

93,4 მილიონი ვიეტნამელიდან ნახევარზე მეტი ბუდისტია. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლი მოსახლეობის 7%-ს ითვლის, კაო დაი 2,5-4%-ს, ჰაო ჰაო 1,5-3%-ს და პროტესტანტები კი 1-2%-ს.

წყარო: http://www.christiantoday.com/

მიანმარში ათასობით ადამიანი მოექცა ქრისტესკენ

ათობით ათასმა ადამიანმა მოისმინა სახარების უწყება მიანმარის ქალაქ იანგონში მახარებელ ფრანკლინ გრემის ქადაგების შედეგად.

ორმოცდაათი ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო „სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის ფესტივალს“ მიანმარის საკონფერენციო ცენტრში, 18-20 ნოემბერს. ამ ბუდისტურ ქვეყანაში 1949 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაქო ომი.

სამდღიანი ფესტივალის პირველ დღეს 46 000 ადამიანი დაესწრო. მათგან, ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის თანახმად, დღის ბოლოს 2500 ქრისტიანობისკენ მოექცა.

მეორე დღეს ფრანკლიმ გრემის ქადაგებას 52 000-მა ადამიანმა მოუსმინა. ცნობილი მახარებელის შვილმა „ხალხს სახლში დაბრუნებისკენ“ მოუწოდა. ამ დღეს ორი ათას ოთხასმა ადამიანმა მოინანია.

„დიდად მოხარული ვარ, რომ მიანმარში ათასობით ადამიანმა მოინანია და საკუთარ მხსნელად და უფლად  მიიღო იესო ქრისტე. ვმადლობ უფალს მისი მოქმედებისთვის და დიდებას ვუძღვნი მას. ჩვენ ვიცით, რომ ზეცა ხარობს თითოეული მომნანიე ადამიანის გამო“, – განაცხადა გრემმა.

ფრანკლინ გრემმა, მიანმარში ვიზიტისას, სამარატიელის ქისის საჩუქრები დაურიგა ბავშვებს.

წყარო: http://www.christiantoday.com/

ინდონეზია − ათი ათასმა ადამიანმა მხარი ქრისტიან გუბერნატორს დაუჭირა

ქრისტიანი გუბერნატორის მხარდასაჭერად ჯაკარტის ქუჩებში ათიათასკაციანი მსვლელობა მოეწყო. ის პოლიციამ ღვთის გმობაში დაადანაშაულა.

მუსლიმების ზეწოლის შედეგად პოლიციამ დედაქალაქის ოლქის გუბერნატორს, ქრისტიან ბასუკი ჩახაი პურმანს ბრალი ღვთის გმობაში დასდო ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

გუბერნატორმა, თანამდებობაზე ყოფნის ორი წლის განმავლობაში, უამრავი სოციალური რეფორმა გაატარა. ის თავისი ანტიკორუფციული საქმიანობითაც არის ცნობილი.

მუსლიმთა შეშფოთება, ამა წლის სექტემბერში, გუბერნატორის საჯარო გამოსვლამ გამოიწვია. თავის სიტყვაში მან მან ალ-მაიდას სურადან 51-ე მუხლის ციტირება მოახდინა და განაცხადა, რომ მუსლიმები იტყუებიან, როდესაც ამ მუხლზე დაყრდნობით ამბობენ, რომ არამუსლიმს არ შეუძლია უხელმძღვანელოს მუსლიმებს.

პოლიტიკოსის სიტყვა ინტერნეტშიც გავრცელდა, მაგრამ იმგვარად დარედაქტირებული, თითქოს, ყურანის პირდაპირი კრიტიკა ყოფილიყოს. ისლამის დამცველთა ფრონტმა პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ დაპატიმრება მოითხოვა. ქვეყანაში მუსლიმთა მრავალათასიანი საპოროტესტო აქციები დაიწყო.

რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციის უფროსმა, ტიტო კარნავიანმა, განაცხადა, რომ პოლიცია ამ საქმეს პროკურატურისა და სასამართლოსთვის გადასაცემად ამზადებს და დასძინა, რომ პოლიციის უმოქმედობას სერიოზული პროტესტის გამოწვევა შეეძლო მთელ ქვეყანაში. საქმე განხილული იქნება სასამართლო ღია სხდომაზე.

ჯაკარტის გუბერნატორის მიმართ ბრალდების წაყენების შემდეგ დედაქალაქში ქრისტიანი გუბერნატორის მხარდამჭერი აქცია მოეწყო, სადაც ათი ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

თავად პურნამამ განაცხადა, რომ  მზადაა ეჭვმიტანილის სტატუსის მისაღებად და ენდობა პოლიციის პროფესიონალიზმს. მან ხაზი გაუსვა იმასა, რომ ეს მხოლოდ მისი სასამართლო საქმე არ არის, არამედ იგი განაპირობებს მთლიანი ერის მოძრაობის მიმართულებას.

ინდონეზია საერო სახელმწიფოა, სადაც 200 მილიონზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს (იმაზე მეტი, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანაში). ღვთის გმობა აქ რელიგიის კრიტიკას უტოლდება და სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა, რაც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ყველაზე ხშირად ამ კანონს მუსლიმები ქრისტიანების დადანაშაულებისთვის იყენებენ.

30 სექტემბერს მსოფლიოში აღინიშნება ღვთის გმობის საერთაშორისო დღე და მიზნად ისახავს ხალხის აღძვრას ღვთის გმობის შესახებ რეპრესიული კანონების წინააღმდეგ.

წყარო: http://316news.org/n

პაპი ფრანცისკე საუკეთესო ადგილებს უთმობს უსახლკაროებს ვატიკანში გამართულ მესაზე

უსახლკაროებს საუკეთესო ადგილები დაეთმოთ წმ. პეტრეს ბაზილიკაში გამართულ საკვირაო მესაზე, სადაც პაპმა ფრანცისკემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არ უნდა უგულებელვყოთ გაჭირვებულები.

კარდინალებსა და სხვა პრელატებთან ერთად, უსახლკაროები შესანიშნავ ღია მწვანე სამოსით გამოწყობილნი ისხდნენ ცენტრალურ საკურთხეველთან.

პაპმა ხაზი გაუსვა ცოტა ხნის წინანდელ წარმოთქმულ თავის კომენტარებს, როდესაც ის სოციალური ჩართულობის პოლიტიკის გააქტიურებაზე საუბრობდა.

„ავისმომასწავებელია ის, რომ ჩვენ უგულებელყოფას ვეჩვევით. უნდა განვიცდიდეთ იმას, რომ ჩვენი სინდისი უგრძნობია და ვეღარ ვხედავთ საკუთარი დებისა და ძმების ტანჯვას, ან ვეღარ ვამჩნევთ მსოფლიოში არსებულ სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ჩენთის მხოლოდ საღამოს ახალი ამბების სათაურებია და მეტი არაფერი“, – თქვა მან.

რომის პაპმა „სულიერი სკლეროზის სიმპტომი“ უწოდა იმას, რომ ადამიანები საქონლის წარმოებაზე ამახვილებენ ყურადღებას და სხვა ადამიანთა სიყვარულზე.

შაბათს ღამით, უსახლკაროები საპატიო სტუმრები იყვნენ ვატიკანის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტზე, რომელსაც ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე დირიჟორობდა.

წყარო: https://www.theguardian.com/

ისლამური სახელმწიფოს მიერ გაწვრთნილი ბავშვები მოსულში სიკვდილით სჯიან მოქალაქეებს

ათი წლის ბავშვებმა, რომლებიც იდეოლოგიურად დაამუშავა ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულმა ჯგუფმა, ერაყში, მოსულის სიახლოვეს, მშვიდობიანი მოქალაქეები სიკვდილით დასაჯეს.

ნიუ-იორკ ტაიმსის მიხედვით, გასულ კვირას გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ასახულნი არიან ათიდან თოთხმეტ წლამდე ბავშვები, რომლებიც ესვრიან ოთხ მოქალაქეს მდინარე ტიგროსის სიახლოვეს. ამ მოქალაქეებს ბრალად ედებოდათ ისლამური სახელმწიფოს ღალატი. ჯგუფი შედგებოდა ორი ერაყელი, ერთი რუსი და ერთი უზბეკი ბავშვისაგან.

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ჟენევის ოფისის სპიკერმა, რავინა შამდასანმა, განაცხადა, რომ, მოქალაქეები, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ზუსტი დრო უცნობია. ისლამური სახელმწიფო არ წყვეტს ბრძოლას მოსულზე კონტროლის შესანარჩუნებლად, რადგან ეს ქალაქი ტერორისტული დაჯგუფების ერთადერთი დასაყარდენია ერაყში.

გასული კვირების ანგარიშებში წარმოდგენილია მოსულში ადამიანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის რამდენიმე ფაქტი, რაც აშშ-ს სამხედროების მიერ რადიკალებისგან ქალაქის გათავისუფლების წარმატებულ მისიას უკავშირდება.

ნიუ-იორკ ტაიმსის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ასეთი ხოცვა-ჟლეტის დროს, მოსულში, ნარინჯისფერი ტანსაცმლით შემოსილი, ორმოცი ადამიანი მოკლეს.

გასულ კვირას, კათოლიკე მღვდელმა, მამა პატრიკ დესბოისმა, რომელიც ერაყსა და სირიაში, გენოციდის საფრთხის წინაშე მდგარ ქრისტიანებს, იეზიდებს და სხვა რელიგიურ უმცირესობებს ეხმარება, The Christian Post-ს განუცხადა, რომ ჯიჰადისტები ადამიანებს ცოცხალ ფარებად იყენებენ მოსულში.

მრავალი ცნობა არსებობს იმის შესახებ, რომ ისლამური სახელმწიფოს მიერ გაწვრთნილმა ბავშვებმა პატიმრები სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო 2015 წლის ივლისში მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკის მასობრივი მკვლელობა, როდესაც სპეციალურად გაწვრთნილმა ბავშვებმა 25 კაცი დახვრიტეს.

წყარო: http://www.christianpost.com/

აშშ-ს რელიგიური ლიდერები დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ

ბილი გრემის ვაჟმა, მახარებელმა ფრანკლინ გრემმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობისთვის „საუკეთესი არჩევანი იყო“.  „ქრისტიანი თუ ხართ, ამის გარკვევა რთული არ არის“, – განუცხადა მან პრესას.

„არსებობს ორი განსხვავებული სურათი და ორი განსხვავებული ხედვა ამერიკისთვის. დემოკრატებს და კლინტონს გააჩნიათ საკუთარი ხედვა, დონალდ ტრამპს კი რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს ამ ერისთვის“.

გრემმა თქვა, რომ ტრამპი უკეთესი არჩევანი იყო და რომ ის ახლა შეცვლილი ადამიანია. „ვფიქრობ, დონალდ ტრამპი შეიცვალა. ღმერთი მოქმედებს მის გულსა და მის ცხოვრებაში“. ფეისბუკის გვერდზე, გრემმა დაწერა: „განსხვავება კანდიდატებს შორის დღესავით ნათელია“.

სამხრეთის ბაპტისტური თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტმა ალბერტ მიულერმა საკუთარ კედელზე დაწერა, რომ ევანგელისტურ ეკლესიათა უმრავლესობამ ხმა დონალდ ტრამპს მისცა, რადგან იგი აბორტის წინააღმდეგი იყო. არჩევნების შემდგომი კვლევების მიხედვით, ამერიკელ მახარებელთა 86%-მა ხმა ამ მიზეზით მისცა ტრამპს.

მიულერის აზრით, ტრამპის გამარჯვება არც მისი პერსონით და არც ცვლილებასთან დაკავშირებული მისი პოპულისტური განცხადებებით არ იყო განპირობებული.

„მე ვიტყოდი, რომ სტატისტიკის მონაცემები განაპირობა იმ აქტუალურმა პრობლემებმა, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის ფასეულობას და ჯერ არ დაბადებულთა ბედს ეხება“.

„მაშინ, როდესაც არჩევანის წინაშე აღმოვჩნდით, ნათელი გახდა, რომ მახარებელთა უმრავლესობა ხმას მისცემდა იმ კანდიდატს, რომელიც, შესაძლოა, ცნობილი იყო თავისი უხეშობით, ეგოიზმითა და თავნებობითაც კი და არა იმ კანდიდატს, რომელიც გახლდათ ავისმომასწავებელი, კონსპირაციული ხასიათის და აბორტის მომხრე“.

მიულერის თქმით, მათ ასევე სხვა „ძირითადი მორალური საკითხების“ გამოც მისცეს ხმა ტრამპს.

რასელ მურმა, რომელიც სამხრეთის ბაპტისტთა ეთიკისა და რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარეა, ასევე მოუწოდა ხალხს არჩეული პრეზიდენტისთვის ლოცვისკენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ, გახლავთ ის, რომ ეკლესია წინ უნდა აღუდგეს პოლიტიკის რელიგიად გადაქცევას და პირიქით. ქრისტიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ, პირველ რიგში, ისინი არც რესპუბლიკელები არიან, არც დემოკრატები“.

„ჩვენ ვართ მკვდრეთით აღმდგარი და გამარჯვებული უფლის, იესო ქრისტეს, ეკლესია. ნერონის რისხვიდან დაწყებული ახლო აღმოსავლეთის ტერორიზმის ჩათვლით, ყველაფერს გავუძელით, რადგან ქრისტიანები ძლიერნი ვართ ‘ქრისტეს სახარებასთან ერთად’“.

წყარო: http://www.globalchristiannews.org/