გიორგი ფიროსმანაშვილი-ის ყველა სტატია

დეტროიტი – მოსამართლემ ასზე მეტი ერაყელი ქრისტიანის დეპორტაცია შეაჩერა

ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა დეტროიტში მცხოვრები 114 ერაყელის დეპორტაცია.

გამოცემა The Guardian აცხადებს, რომ ამ ერაყელთა უმეტესობა ქალდეველი ქრისტიანია, მაგრამ მათი დეპორტაციის მიზეზი სისხლის სამართლებრივი ბრალდებანი ან ვადაგასული ვიზები იყო. საემიგრაციო და საბაჟო სამსახურმა უკვე 114 ერაყელი დააკავა, მაგრამ ადვოკატები დაუპირისპირდნენ დეპორტაციის შესახებ ბრძანებას და განაცხადეს, რომ ისინი დევნილნი იქნებოდნენ ერაყში, ან სასიკვდილო საფრთხე დაემუქრებოდათ.

მოსამართლე მარკ გოლდსმიტმა ორი კვირით შეაჩერა დეპორტაციის ბრძანების აღსრულება. ამ დროის გასვლის შემდეგ, ერაყელებთან დაკავშირებით, ის ახალ წესებს შემოიღებს. ბრძანების შესრულება შეჩერებულია ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა დაცვის კავშირის (ACLU) სარჩელის გამო, რომელიც მათ საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის წინააღმდეგ შეიტანეს.

ACLU აცხადებს, რომ ერაყელთა დიდი ნაწილი უკვე ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგიერთი მათგანი კი ბავშვობიდან. ხსენებული კავშირის ადვოკატები ითხოვენ, რომ დეპორტაციის შესახებ ბრძანება შეჩერდეს მანამ, სანამ დაკავებულებს თავიანთ სამშობლოში (აშშ-ში) უსაფრთხოების გარანტიას არ მისცემენ.

წყარო

თარგმანი: გიორგი ფიროსმანაშვილი

რედაქტორი: ნინო ხუროშვილი

შოტლანდიის მასწავლებელთა გაერთიანება ითხოვს სავალდებულო ლგბტ საზოგადოების შესახებ განათლებას ბავშვებისთვის

შოტლანდიის მასწავლებელთა უდიდესმა გაერთიანებამ ხმა მისცა იდეას მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვებისთვის ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ოჯახებისა და ლგბტ საზოგადოების ისტორიის სწავლებას.

პერთში, ყოველწლიური საერთო შეხვედრისას, შოტლანდიის განათლების ინსტიტუტმა (EIS) გადაწყვიტა, რომ მხარი დაუჭიროს კამპანიას სახელწოდებით „ინკლუზიური განათლების დრო“ (TIE). კამპანიის მიზანია, მთელი რიგი სადაო საკითხების, მათ შორის ჰომოსექსუალიზმისა და ტრანსსექსუალიზმის, სავალდებულო სწავლებისკენ მოწოდება.

კამპანიის სავალდებულო სწავლების მოთხოვნები მოიცავს:

1. ჰომოფობიას, ბიჰობიასა და ტრანსფობიას.

2. ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობებს.

3. თანაბარ უფლებათა მოძრაობას, სტოუნვოლისა და გეების გათავისუფლების მოძრაობას.

4. სექსუალურობასა და სექსუალურ ორიენტაციას.

5. ტრანსსექსუალიზმსა და გენდერულ იდენტობას

6. პრო-ლგბტ სექსუალური ჯანმრთელობის განათლებას.

შოტლანდიის პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ხსენებულ კამპანიას. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ შოტლანდიის მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი კამპანიის მიზნების განსახილველად და ჯგუფებისგან რეკომენდაციების მისაღებად.

დოქტორი დევიდ რობერტსონი, დამფუძნებელი საქველმოქმედო ორგანიზაციისა Solas Centre for Public Christianity, ამ კამპანიას ტროას ცხენს უწოდებს, რომელიც იდეოლოგიურ შეხედულებებს ახვევს თავს მოწაფეებს. წელს განიხილავენ გეგმას მცირეწლოვანი მოსწავლეებისათვის „სხვადასხვა სახის ურთიერთობათა“ სწავლების შესახებ. მინისტრებმა განაცხადეს, რომ მშობლებს არ ექნებათ თავიანთი შვილების კლასიდან გაყვანის უფლება.

წყარო

http://ewinghouses.com/

არქეოლოგებმა გალილეის ტბასთან ახლოს ანტიკური ხანის ეკლესიები აღმოაჩინეს

გალილეის ტბასთან ახლოს მდებარე ანტიკური ქალაქის ჰიპოსის (იგივე სუსიტა) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს მიწის ქვეშ მდებარე ეკლესიათა ერთობლიობა, რომლებიც შეიძლება თარიღდებოდეს მეხუთე-მეექვსე საუკუნეებით. ექსპედიციამ აღმოაჩინა, დაახლოებით, შვიდი ადგილი, სადაც ქრისტიანები ღმერთს თაყვანს სცემდნენ. ეს მიგვანიშნებს იმ დროს არსებულ ქრისტიანულ თემებს შორის არსებულ ტოლერანტულ დამოკიდებულებაზე.

ჰიპოს-სუსიტა იყო ერთ-ერთი რომის იმპერიის აღმოსავლეთ რეგიონის 10 ქალაქს შორის (დამასკოსთან ერთად). ეს რეგიონი მოიცავდა დღევანდელ ისრაელს, იორდანიასა და სირიას. ამ არქეოლოგიური გათრხების შედეგად ცხადი ხდება, რომ იმდროინდელი ქრისტიანები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ახლოს აეგოთ თავიანთი ეკლესიები. ასევე, ცხადი ხდება ისიც, რომ მაშინ ჩვეული მოვლენა იყო სხვადასხვა ეკლესიების ერთ ადგილას განლაგება. ზოგიერთი მათგანი შეიძლება სხვადასხვა დროსაც ყოფილიყო აშენებული.

„ჰიპოსი ათასობით წლის განმავლობაში დასახლებული პუნქტი იყო, მაგრამ, გარკვეული მიზეზით, ეს ადგილი მოსახლეობამ დატოვა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მოსახლეობის მიერ რწმენის დაკარგვით ან რამდენიმე ქრისტიანული თემის არსებობის შეწყვეტით“, – განმარტავს პროფესორი მარკ შულერი.

 

წყარო:

თარგმანი: გიორგი ფიროსმანაშვილი

რედაქტირება: ნინო ხუროშვილი

http://www.sportsbests.com/

ტაიმს-სკვერმა „იესოს კვირეულს“ უმასპინძლა

გასული კვირის განმავლობაში ტაიმს-სკვერში „იესოს კვირეულს“ 14 ათასი ადამიანი დაესწრო. ნიუ-იორკის ცენტრში ლოცვისა და ბიბლიის კითხვის კვირეული გაიმართა.

2017 წლის მაისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როცა ყოფილი საზღვაო ძალების ოფიცერმა საკუთარი ავტომანქანით 23 ფეხით მოსიარულე გადაყარა აქეთ-იქით და 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა, ქრისტიანი ლიდერები გაერთიანდნენ და „იესოს კვირეული“ გამართეს ქალაქ ნიუ-იორკის ცენტრში.

„იესოს კვირეული”  საევანგელიზაციო ღონისძიება გახლდათ, რომელმაც გააერთიანა ნიუ-იორკის ეკლესიები უფალ იესო ქრისტეს სახელის ერთობლივად განდიდებისათვის ლოცვის, ბიბლიის კითხვისა და წარმოდგენების მეშვეობით.

ღონისძიება გაიმართა ორგანიზაციის “Concerts of Prayer – Greater New York” მიერ. ეს გახლავთ ხუცესებისა და ეკლესიათა გაერთიანება, რომელსაც ხუცესი დიმას სალაბერიოსი ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის მიზანია ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდოს ყველას.

ორგანიზაციის ხელმძღვანელები დადიოდნენ ქალაქ ნიუ-იორკის ყველა რაიონში, რათა დახმარებოდნენ ღარიბებს, საჭირო დახმარება გაეწიათ სკოლებისა და პრობლემურ უბნებში მცხოვრები ხალხისათვის. კვირეული დასრულდა 3 ივნისს ტაიმს-სკვერზე გამართულ დიდ სცენაზე. შაბათ-კვირას გამართულ ღონისძიებაზე ისმოდა აუდიო ბიბლიის ჩანაწერი. ერთი საათის შემდეგ კი რომელიმე ღვთისმსახური ლოცულობდა ბიბლიიიდან წაკითხული ტექსტის შესაბამისად. „ხალხმა თქვა, რომ ეს იყო ყველაზე გაბედული ღონისძიება, რაც კი მათ აქამდე ოდესმე უნახავთ“, – უთხრა სალაბერიოსმა ინტერნეტ-პორტალს The Christian Post.

მანჰეტენის 43-ე ქუჩაზე მოწყობილ სცენაზე აღმართული იყო ბანერები, რომლებიც ხალხს მოუწოდებდა ელოცათ ქალაქისთვის. დიმას სალაბერიოსმა დამსწრეებს თავისი ცხოვრებისეული დამოწმება გაუზიარა და თქვა, რომ ადრე ნარკოტიკებით მოვაჭრე იყო, ახლა ის ღვთისმსახურია, რომელსაც სურს უფლის სიყვარულის შესახებ სხვებსაც ამცნოს. მან ასევე ილოცა მთელ მსოფლიოში მომხდარი ტერორისტული აქტების მსხვერპლთათვის.

„იესოს კვირეულის“ ორგანიზატორებმა 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების რესურსი გადასცეს ნიუ-იორკის მოსახლეობას. ეს რესურსი მოიცავდა 120 ათას საბავშვო ქრისტიანულ წიგნს (40, ათასი ესპანურად), 180 ათას ქრისტიანულ წიგნს და 100 ათას DVD-ს, რომლებზეც ჩაწერილი იყო „იესოს ფილმი“.

წყარო

როკ-ნ-როლის ლეგენდა, კარლოს სანტანა სუიციდის 7 მცდელობის შემდეგ: „სიცოცხლეს მხოლოდ ღმერთს უნდა ვუმადლოდე.”

როკ-ნ-როლის ლეგენდა, კარლოს სანტანა, გვიმხელს, თუ როგორ იხსნა იგი იესო ქრისტემ თვითმკვლელობის შვიდი მცდელობის შემდეგ. „სულში გამეფებული წყვდიადი უნდა გაიარო იმისათვის, რომ დღის კაშკაშა შუქზე გახვიდე“, – აღნიშნა 69 წლის მუსიკოსმა.

თვითმკვლელობაზე ფიქრი სანტანამ მაშინ დაიწყო, როცა მეუღლემ, დებორამ, 34 წლის თანაცხოვრების შემდეგ მიატოვა. ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში მან აღიარა, რომ თვითმკვლელობა შვიდჯერ სცადა და თქვა, რომ სიცოცხლეს მხოლოდ ღმერთს უნდა უმადლოდეს.

სანტანა დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ გამუდმებით ესმოდა შინაგანი ხმა, რომელიც შთააგონებდა, რომ მისი ცხოვრება უბადრუკი და უაზრო იყო, მაგრამ უფალ იესო ქრისტეს ხმამ მისცა მას სიცოცხლის იმედი და მოუტნა სიხარული, რომლის პოვნაც მან მუსიკაში ვერ შეძლო.

გარდა ოჯახის დანგრევით გამოწვეული წუხილისა, კარლოს სანტანას ბავშვობიდან გამოყოლილი ტვირთი არ აძლევდა მოსვენებას. ის ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ იზრდებოდა უფუნქციო ოჯახში. მამამ მიატოვა. 10 წლის ასაკში კი მეგობრის მამა რამდენიმეჯერ ეცადა ძალადობას და სიჩუმის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

პედოფილის საქციელი ბიჭში დანაშაულის გრძნობასა და შიშს იწვევდა. დიდი ხანი დასჭირდა კარლოს სანტანას იმისათვის, რომ ეპატიებინა მოძალადესთვის. ღვთის მადლის დახმარებით, მან ერთხელ და სამუდამოდ მოიშორა წარსულის ტვირთი. მუსიკოსმა გააცნობიერა, რომ მისი ცხოვრება ღმერთის ხელშია და თავად არ განაგებს მას.

უმამობამ, პედოფილის ძალადობამ და ოჯახის დანგრევამ კარლოსი მიახვედრა, რომ მხოლოდ ღვთის მადლია ის, რის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია გადარჩეს. კარლოს სანტანა არის მექსიკელ-ამერიკელი მუსიკოსი, რომელიც ათი გრემის მფლობელია და ჟურნალ Rolling Stones-ის სიაში მეთხუთმეტეა მსოფლიოს ას უდიდეს გიტარისტს შორის.

წყარო

 

 


Canlı casino
| Casino siteleri |
Casino |

ათეისტური ჯგუფი დონალდ ტრამპს უჩივის

რელიგიური თავისუფლების შესახებ განკარგულების გამო, ვისკონსინის შტატში დაფუძნებულმა ათეისტურმა ჯგუფმა, „თავისუფლება რელიგიური საფუძვლებისგან”(The Freedom from Religion Foundation), სარჩელი შეიტანა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ , რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას.

მათი მტკიცებით, ბრძანება არაკონსტიტუციურია, რადგან იგი რელიგიურ ორგანიზაციებს აძლევს შეღავათებს მაშინ, როდესაც საერო ჯგუფებმა კვლავ მკაცრად უნდა დაიცვან კანონი.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რელიგიური თავისუფლების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკური აქტიურობის საშუალებას აძლევს. განკარგულების თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ აშკარად დაუჭირონ მხარი ამა თუ იმ კანდიდატს და ჩაებან პოლიტიკურ პროცესებში.

აღნიშნული განკარგულებით უქმდება ე.წ. „ჯონსონის შესწორებანი“, რომლის თანახმადაც, ეკლესიებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათები გაუქმდებოდა, თუ ისინი პოლიტიკაში ჩაერთვებოდნენ.

წყარო

ფრანკლინ გრემი თეთრ სახლს სტუმრობდა

4 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რელიგიური თავისუფლების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკური აქტიურობის საშუალებას აძლევს. ბიბისის ცნობით, განკარგულების თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ აშკარად დაუჭირონ მხარი ამა თუ იმ კანდიდატს და ჩაებან პოლიტიკურ პროცესებში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თეთრ სახლს ფრანკლინ გრემი ქალიშვილთან ერთად სტუმრობდა. „მე და ჩემი ქალიშვილი, სესი გრემ ლინჩი, დაპატიჟებულნი ვიყავით ვარდების ბაღში, სადაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციულ ბრძანებას, რომელიც გავლენას ახდენს ამ ქვეყანაში არსებულ რელიგიურ თავისუფლებაზე. მადლიერი ვარ, რომ ისეთი პრეზიდენტი გვყავს. პრეზიდენტი, რომელიც დაინტერესებულია რელიგიური თავისუფლებით და არ ეშინია იესო ქრისტეს შესახებ საუბრის. ასევე შევხვდი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის მეუღლეს კარენს. მოხარული ვარ, რომ მათ მტკიცე რწმენა აქვთ. მოდით, ყოველდღიურად ვილოცოთ ამ ორი ადამიანისთვის. ისინი თუ წარმატებას მიაღწევენ, ეს ყველასთვის კარგი იქნება: რესბუპლიკელისა თუ დემოკრატისათვის, თეთრკანიანისა თუ შავკანიანისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ის ყველა იმ დაპირებას შეასრულებს, რასაც ამერიკელ ხალხს დაჰპირდა“, დაწერა გრემმა თავისი ფეისბუკის გვერდზე.

იმისთვის რომ ზემოხსენებული ბრძანება ამოქმედდეს, აუცილებელია კონგრესის თანხმობა.აღნიშნული განკარგულებით უქმდება ე.წ. „ჯონსონის შესწორებანი“, რომლის თანახმად, ეკლესიებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათები გაუქმდებოდა, თუ ისინი პოლიტიკაში ჩაერეოდნენ.

„ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ რელიგიური ადამიანები დაჩაგრონ ან დუმილი აიძულონ. ეკლესიას დავუბრუნებთ თავის ხმას“, განაცხადა დონალდ ტრამპმა.

წყარო

იორდანიაში აღდგომის დღესასწაულზე მუსლიმანები იცავდნენ ქრისტიანულ ეკლესიებს

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ტერორისტული  აქტების შესახებ ინფორმაცია განუწყვეტლივ ვრცელდება და სიტყვა მუსლიმანი ავტომატურად ასოცირდება ტერორიზმთან, ახლო აღმოსავლეთში აღდგომის დღესასწაულზე მუსლიმანებმა გადაწყვიტეს ქრისტიანების დაცვა, რათა მათ მშვიდად შეძლებოდათ დღესასწაულის აღნიშვნა.

ეგვიპტეში, ორ კოპტურ ეკლესიასთან ახლოს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა. ამ მოვლენიდან ერთ კვირაში The Jordan Times იუწყება, რომ მუსლიმი ახალგაზრდები მთელი სუნიტური სამყაროდან იყვნენ შეკრებილნი იორდანიაში თავიანთი ქრისტიანი მეზობლების დასაცავად აღდგომის დღესასწაულზე.

Times-ის ცნობით, ბალკას გამგებლის Fayez Ruqeidi-ს განცხადებით, სოლიდარობის აქტი  ხაზს უსვამს იორდანიის ერთიანობას და რეალურად ხელშესახებს ხდის რელიგიის თავისუფლებას ამ რეგიონში.

ბალკა არ იყო ერთადერთი რეგიონი, სადაც მუსულმანები იცავდნენ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულზე. ქალაქ აჯლუნში აქტივისტებმა The Jordan Times განუცხადეს, რომ ისინი ქალაქში იცავდნენ  ქრისტიანებს, რათა “აჩვენონ სამყაროს ჰარმონია და სადღესასწაულო განწყობა იორდანიაში”.  ქრისტიანებს ასევე იცავდნენ ქალაქ მადაბაში.

წყარო

აღდგომის დღესასწაული ერაყელი ქრისტიანებისთვის და ოცნება სახლში დაბრუნებაზე

კვირას ასობით ერაყელი ქრისტიანი შეიკრიბა მოსულის ჩრდილოეთით მდებარე ისლამური სახელმწიფოს მიერ დაზიანებულ, თელ ესქოფში მდებარე ეკლესიაში და 2014 წლის შემდეგ პირველად აღნიშნა აღდგომა.

კვირას სამლოცველოში გუნდის გალობა  არამეულ ენაზე ისმოდა.

დასასრულისთვის ფრანგული ჯგუფის (SOS Chretiens d’Orient)  მიერ შიდა ეზოში დარიგდა გამაგრილებელი სასმელები და ფერადი კვერცხები.

თელ ესქოფი იმდენად არ დაზიანებულა მებრძოლების მიერ, რამდენადაც სხვა ქრისტიანული ქალაქები ნინევეში.  ისლამურმა სახელმწიფომ ადგილობრივ ქრისტიანებს ულტიმატუმი წაუყენა: გადაიხადეთ გადასახადი და მოექეცით ისლამზე ან მოკვდით მახვილით. ბევრმა მათგანმა ამას თავი დააღწია ქურთულ რეგიონში გადასვლით.

350-ზე მეტი ოჯახი დაბრუნდა თელ ესქოფში, რომელიც ოქტომბრიდან უკვე უსაფრთხო რეგიონად მიიჩნევა, რადგან ამერიკის მხარდაჭერით ქურთულმა და ერაყულმა ძალებმა დაიწყეს შეტევები მოსულიდან მებრძოლების გასაძევებლად და ამავე დროს დაიბრუნეს ათობით სოფელი და ქალაქი.

მართალია ბევრისთვის თელ ესქოფი არ წარმოადგენს მშობლიურ სახლს, მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ მეგობრების და ნათესავების გარემოცვაში.

მედელეინ როუფაელი, 70 წლის ქვრივი, ჯერაც ელოდება მოსულში დაბრუნებას.

„მადლობა, ღმერთს!”- ამბობს ის – „ღმერთმა ქნას, სახლში მალე დავბრუნდეთ.”

„ვნატრობ მშვიდობას ერაყის, სირიისა და ლიბანისათვის და  მშვიდობას მთელი მსოფლიოსთვის. ” – თქვა ეკლესიის დიაკვანმა ოზ ჰერმეზმა.

 

წყარო

შეერთებული შტატები 10 000 სირიელ ლტოლვილს შეიფარებს

ობამას ადმინისტრაციის განცხადებით , 10 000 სირიელი ლტოლვილს ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ოქტომბერს მიიღებს.

“პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის სახელით, მე გულთბილად მივესალმები თითოეულ ჩამოსულ სირიელს, როგორც სხვა ბევრ ლტოლვილს , რომლებიც ამ წელს ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან,” – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლმა სუზან რაისმა.

გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ მიიღებდა 10 000 სირიელ დევნილს მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, რომელიც შემდეგ თვეს სრულდება.

“IRC – ი აღძრავს თეთრ სახლს განიხილოს 10 000 სირიელი ლტოლვის მიღება, როგორც მინიმალური და არა მაქსიმალური შესაძლებლობა .” – თქვა თავის განცხადებაში International Rescue Committee -ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მილიბენდმა.

მილიბენდი ითხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა 2017 წელს კიდევ 14 000 ლტოლვილი შეიფაროს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არის სირიულ კრიზისის პასუხის უდიდესი ცალკეული დონორი.

შტატებში აპლიკანტების მიღება პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება .