გიორგი ჯიჯიეშვილი-ის ყველა სტატია

არტურ სიმონიანი: ჩვენ არ ვქადაგებთ “წარმატების სახარებას”

ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ დაარსდა 1983 წლის 24 მაისს შვედეთში (ქ. უპსალა). მისი ფუძემდებელია ამავე ქვეყნის მკვიდრი, ულფ ეკმანი (Ulf Ekman). თავდაპირველად ეკლესიას მხოლოდ ოცი წევრი ჰყავდა, მაგრამ, დღესდღეობით, მსოფლიო მასშტაბით უამრავი მიმდევარი ჰყავს მრავალ ქვეყანაში: ინგლისში, გერმანიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ბალტიის ქვეყნებში, თურქეთში, ავღანეთში, ისრაელში, აშშ-ში, სინგაპურში, ინდოეთში, ჩინეთში და ა.შ.

„სიცოცხლის სიტყვის” ღვთისმსახურება თითქმის არაფრით განსხვავდება სხვა ტრადიციულ პროტესტანტულ ეკლესიათა ღვთისმსახურებისგან. ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღიარებს მხოლოდ ნათლობის, ზიარებისა და ქორწინების საიდუმლოებებს. ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღიარებს წმ. სამებას და ქრისტეს ღვთაებრიობას, არ კრძალავს ინტერკონფესიურ ქორწინებებს. ღვთისმსახურება შედგება ლოცვა-გალობების, წმ. წერილის კითხვა განმარტებისა და ქადაგებისაგან.

“სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიათა სწავლებაზე საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, ჩვენ გადავწყვიტეთ მათ შორის ერთერთზე კონკრეტულად კი სწავლება “წარმატების სახარებაზე” (იხილეთ ლინკი) სომხეთის “სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიის პასტორს არტურ სიმონიანს გავსაუბრებოდით:

1. მოგესალმებით პასტორო არტურ, როგორც იცით ქრისტიანულ სამყაროში ძალიან ბევრი სტერეოტიპია და ჩემი პირველი კითხვაც სწორედ ამას ეხება. საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა” ქადაგებს წარმატების სახარებას, მინდა განგვიმარტოთ რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება და ქადაგებთ თუ არა წარმატების სახარებას?

– ეს უბრალოდ შექმნილი მითია “სიცოცხლის სიტყვის” შესახებ, ჩვენ არ ვქადაგებთ “წარმატების სახარებას.” მხოლოდ უგუნური ადამიანი იტყვის ამას, როცა მოისმენენ ქადაგებას, რომ „ღმერთი გაკურთხებს და შენ იქნები მდიდარი“, მაშინვე ისვრიან ფრაზებს, რომ ეს ეკლესია ქადაგებს წარმატების სახარებას. მე ვიცი ეკლესიები ამერიკაში, სადაც იქადაგება წარმატების სახარება, ეს ადრე ძალიან ძლიერი მოძრაობა იყო და ეხლა შედარებით შესუსტდა. მათ ჰქონდათ სწავლება, რომ თუ შენ ხარ 40 წლის და არ ხარ მილიონერი, ესეიგი ცოდვაში ხარ, ან თუ შენ მოინანიებ და მაშინვე მდიდარი არ ხდები, ესეიგი ცოდვილი ხარ. ხალხიც სწორედ ამ სწავლების მიხედვით მოქმედებდა და მონანიების საშუალებით ცდილობდა გამხდარიყო მდიდარი, ისინი თვლიდნენ, რომ თუ ცოდვებისგან განიწმინდებოდნენ ღმერთი აკურთხებდა მათ ბიზნესს და გამდიდრდებოდნენ. ბიზნესი რომ აყვავდეს სხვათაშორის ტვინია საჭირო (იცინის), სიწმინდე ბიზნესის აყვავებასთან არანაირ კავშირში არაა. თუმცა, რა თქმა უნდა სიწმინდე ხსნის კარებებს, რომ ღმერთის სულმა იმოქმედოს შენს ცხოვრებაში. “სიცოცხლის სიტყვაზე” მე ასე ვერ ვიტყოდი, “სიცოცხლის სიტყვას” მე მისიონერულ მოძრაობას უფრო დავარქმევდი. ჩვენ რომ წარმატების სახარებას ვქადაგებდეთ, მაშინ საქართველოში, თბილისში, ჩვენი ეკლესია იქნებოდა ქალაქის ცენტრში, ძვირადღირებულ ლამაზ შენობაში, თითოეულ წევრს მერსედესი და ფერარი ეყოლებოდა და მხოლოდ მდიდარი ხალხი ივლიდა ამ ეკლესიაში, მაგრამ ეს ასე არ არის.

2. საიდან წარმოიშვა ეს იარლიყი, რომ ყველა ქარიზმატული ეკლესია ქადაგებს წარმატების სახარებას? იყო წარმატებული – ეს ხომ ცოდვა არაა?

– ამას ყველა ქარიზმატი რა თქმა უნდა არ ქადაგებს. ამის გასაგებად, მოდით პირველ რიგში გავიხსენოთ თუ საიდან წამოვიდა ის მოსაზრება, რომ ქრისტიანი უნდა იყოს ღარიბი. ადამიანი რომ უნდა იყოს ღარიბი ეს ნეოპლატონიზმია, ეს მოსაზრება მოდის პლატონის ფილოსოფიიდან. ასევე კათოლიციზმში წარმოიშვა იდეა, რომ ადამიანი გამართლებულიყო სიღარიბით – ამის გასამართლებლად იყენებდნენ იესოს სიტყვებს, როდესაც მან მარკოზის 10:23-ში თქვა “რა ძნელია სიმდიდრის მქონეთათვის ღმერთის სასუფეველში შესვლა!“. მოციქულებსაც გაუკვირდათ ვინღა უნდა გადარჩენილიყო, ისინიც ხომ წარმატებულები იყვნენ? იესომ თქვა, რომ ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ამ სიტყვებით მან ის იგულისხმა რომ სიმდიდრეზე დაიმედებული ადამიანისთვის არის ძნელი სასუფეველში შესვლა, რადგან ადამიანი მუდამ ღმერთზე უნდა იყოს დაიმედებული. სიმდიდრე ეს უბრალოდ საშუალებაა, რომ ემსახურო ღმერთს. მაგალითად თუ შენ გაქვს დანა, ამ დანით შეგიძლია პური დაჭრა და შეგიძლია ადამიანიც მოკლა, ასევეა ფულიც-შეგიძლია სახარების გასავრცელებლად გამოიყენო და ხალხს დაეხმარო, და შეგიძლია კაზინოში დახარჯო. ეს ყველაფერი შენს გულზეა დამოკიდებული, თუ როგორი გული გაქვს. ძალიან ბევრი ტრადიციული ეკლესია მინახავს, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ეკლესიაში იქადაგებოდეს სიტყვა შესაწირავზე, მაგრამ მათ ეკლესიაში უფრო მეტი ფულია ვიდრე ჩვენთან- სადაც იქადაგება სიტყვა შესაწირავზე. მათ კარგი შენობები აქვთ, მათ კარგი მანქანები ყავთ, არ აგროვებენ შესაწირავს მაგრამ აქვთ. მე უცნაურად არ მეჩვენება როცა აგროვებენ ფულს და აქვთ, მაგრამ როცა არ აგროვებენ ფულს და ისე აქვთ- შენობები, მანქანები და ა.შ -ეს უკვე უცნაურია. ეს იმას ნიშნავს რომ მაინც ვიღაც აგროვებს “ამერიკაში” ფულს და შემდეგ უგზავნის მათ, ზეციდან ხომ არ ცვივა ეს ფული? ერთხელ ერთ-ერთ ბრიტანულ არხზე ვნახე მთელი გადაცემა, რომელიც ესე აკრიტიკებდა ქარიზმატულ ეკლესიებს, დიდ მსახურებს, როგორიცაა ბონკე და ა.შ, შემდეგ ვიკითხე რა ღირს ამ არხზე გადაცემის გაკეთება და თანხა იყო – 1,5 მილიონი დოლარი. ჩნდება კითხვა, საიდან ეს ფული?

3. როგორი რეპუტაცია აქვს “სიცოცხლის სიტყვას” თქვენს ქვეყანაში, სომხეთში?

– საინტერესო კითხვაა, გააჩნია ვის ვკითხავთ – ჩვეულებრივ ხალხში ძალიან კარგი რეპუტაცია გვაქვს და სომხეთის ეკლესიებს შორის ჩვენი ეკლესია ერთადერთია სადაც ისინი სიმშვიდეს პოულობენ, უმრავლესობისთვის – ნეიტრალური ზონა, ჟურნალისტებისთვის- საშინელი სექტა, ზოგიერთი მღვდლისთვის- ასევე საშინელი სექტა, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს.

4. რა არის სომხეთის “სიცოცხლის სიტყვის” მთავარი ამოცანა?

– მისია და ხალხის გადარჩენა. ჩვენი მთავარი ამოცანაა იესო ქრისტეს ბოლო დავალება, გავავრცელოთ და ვუქადაგოთ სახარება მთელ ერს. ჩვენი მისია ისაა, რომ ხალხი ჯოჯოხეთში არ წავიდეს. ჩვენ არ ვიცით ხვალ რა მოხდება, 11 სექტემბერს ხალხი მივიდა სამუშაოდ ოფისში, გააჩერა მანქანა და არ იცოდა რომ ბოლოჯერ აკეთებდა ამას, ზოგი ყავას სვამდა და არ იცოდა, რომ ეს მისი ბოლო ფინჯანი ყავა იყო, სამსახურში უეცრად შენობას თვითმფრინავი შეეჯახა და ასობით ადამიანი დაიღუპა. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს ასეთი რამ და ამიტომ ისინი, ნებისმიერ დროს მზად უნდა იყვნენ ზეცაში წასასვლელად.

რელიგიური სტუდენტების ზნეობრიობა გაცილებით მაღალია ათეისტების ზნეობრიობასთან შედარებით

students-prayingრელიგიური სტუდენტების ზნეობრიობა გაცილებით მაღალია ათეისტ ან აგნოსტიკოს სტუდენტთა ზნეობრიობასთან შედარებით. ასეთი შედეგები გამოავლინა დიდ ბრიტანეთში, ბირმინჰემის უნივერსიტეტში «Jubilee Centre for Character and Virtues» მიერ ჩატარებულმა კვლევამ, იტყობინება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com Christian Today-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

გამოკითხვაში მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის 68 სკოლის ათი ათას ორასი სტუდენტი და 250 მასწავლებელი. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით. მკვლევრები ინტერვიუებს იწერდნენ და რესპოდენტებს სხვადასხვა ტესტს აძლევდნენ გასაკეთებლად.

გამოკვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ რელიგიური სტუდენტების მორალური პრინციპები გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ სტუდენტებისა, რომლებიც არც ერთ რელიგიას არ აღიარებენ ან არაფრის არ სწამთ. გარდა ამისა, გამოკვლევის შედეგად ნათელი გახდა, რომ სტუდენტ გოგონათა მორალი გაცილებით აღემატება ვაჟ-სტუდენტთა მორალს.

უნდა აღინიშნოს, რომ  ქრისტიანული სკოლების მოწაფეთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ამ მოსწავლეთა მორალური პრინციპები ბევრად მაღალია მათთან შედარებით, რომლებიც სახელმწიფო სკოლებში სწავლობენ.

„ჩვენი დროის ყველაზე ღირსშესანიშნავი გამოკვლევანი ეთიკის სფეროში მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ჩვენ უნდა ავაღორძინოთ სიბრძნის უძველესი პრინციპები. ადამიანს კარგი მორალური პრინციპები უნდა გააჩნდეს, რათა შეძლოს ეთიკური, მორალური და ნაყოფიერი ცხოვრებით ცხოვრება. მორალური პრინციპები დაგვეხმარება სამართლიანი, ნაყოფიერი და თანაგრძნობის გამოხატვის უნარის მქონე საზოგადოების შექმნაში,“ – აღნიშნა თომას ლიკონამ (Thomas Lickona), ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა.

 

ISIS-ის ბოევიკები ხოცავენ ქრისტიან მძევლებს

boevikebiISIS-ს (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) ტერორისტები ხოცავენ ქრისტიან მძევლებს, რომლებიც მათ პროვინცია ელ-ჰასაკის სირიული დასახლებებიდან გაიტაცეს. ფონდის − „დახმარება გასაჭირში მყოფი ეკლესიებისათვის“ («Помощь Церкви в нужде») საინფორმაციო წყაროს ცნობით, მოკლულია უკვე 15 ადამიანი.

იმ კათოლიკური ორგანიზაციებისადმი გაგზავნილ წერილებში, რომლებიც დახმარებას უწევენ სირიაში მცხოვრებ დევნილ ქრისტიანებს, მათ შორის ორგანიზაციას „დახმარება გასაჭირში მყოფი ეკლესიებისათვის“, არქიმანდრიტი ემანუელ იუჰანა წერს ელ-ჰასაკიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, ISIS-ის მძევლად ჰყავს 350-ზე მეტი სირიელი ქრისტიანი.

„დაახლოებით, 15 ახალგაზრდა სირიელი მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდა, – წერს არქიმანდრიტი, ბევრი მათგანი იბრძოდა კიდეც საკუთარ დასახლებათა და ოჯახების დასაცავად.“

მიღებულ მონაცემთა თანახმად, სოფელ თელ-ჰორმიზდში ერთ ქალს თავი მოჰკვეთეს, ხოლო ორი მამაკაცი დახვრიტეს. რა მეთოდებით დახოცეს სხვა სირიელები, ამაზე ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი.

სოფელ თელ-შამირამში ბოევიკებმა ხელთ იგდეს მთელი დასახლება, 51 ოჯახი, რომელთაგან თითოეულში, საშუალოდ, 5 წევრი გახლდათ. სოფლის ვერც ერთმა მცხოვრებმა გაქცევა ვერ მოახერხა. „ჩვენი ინფორმაციით, თელ-შამირამში დიდია მსხვერპლის რიცხვი ადგილობრივ მცხოვრებთა შორის,“ – წერს არქიმანდრიტი იუჰანა.

25 თებერვილისათვის ელ-ჰასაკში სირიელ ლტოლვილთა 800 ოჯახი იმყოფებოდა, ქამიშლიში − 175. 26 თებერვლისთვის მშობლიური სოფლებიდან გაქცეულ ადამიანთა რაოდენობამ ათას ორასს მიაღწია.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული კიდევ ერთი ანონიმური წყაროს ცნობით, 23 თებერვალს ბოევიკებმა გააუპატიურეს და მოკლეს სირიელი ქრიტიანი ქალი. გარდა ამისა, დაწვეს ეკლესია და ქრისტიანთა სახლები.

წყარო:  http://cnlnews.tv/2015/02/27/299554

ჩინეთში ქრისტიანთა რაოდენობა იზრდება

chinese-bibleჩინეთში  ქრისტიანთა  რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება და უკვე 100 მილონს აღწევს. ერთერთი  გამოცემლობის  მონაცემებით ერთი წლის განმავლობაში მილიონი  ჩინელი  მოვიდა რწმენაში ქრისტიანულ კონფესიებში. El Pais მოყავს ცნობები Pew Forum კვლევის  ცენტრზე  დაყრდნობით რომელიც  ამბობს 2010 წელს ჩინეთში 67 მილიონი ქრისტიანი  იყო, აქედან 58 მილიონი  პროტესტანტი  ქრისტიანია და 9 მილიონი  კათოლიკე.

ხოლო რელიგის  საკითხების  ცენტრი  ჩინურ  საზოგადოებაში და  უნივერსიტეტი Пердью (ინდიანა აშშ.) ამბობს რომ ახლა 1,3 მილიარდიან ჩინეთში 100 მილიონი ქრისტიანია.

ისინი  პროგნოზირებენ, რომ 2030 წლისათვის ჩინეთში 247 მილიონამდე  ქრისტიანი  იქნება. რაც იმას ნიშნავს რომ ამ დროისთვის ჩინეთი იქნება სახელმწიფო რომელშიც რაოდენობით ყველაზე მეტი ქრისტიანი იქნება და რომელიც  უკან ჩამოიტოვებს ბრაზიალიასაც  და აშშსაც.

სემ ჩაილდერსი – „მქადაგებელი ტყვიამფრქვევით”

სემ ჩაილდერსი – გასაოცარი  ბედის  მქონე ადამიანი.  იგი იყო პიროვნება, რომელიც ბოლომდე დაეცა უზნეობის  ფსკერზე. სწორედ  ეს  ადამიანი  გარდაიქმნა რწმენის  მამაკაცად.

1962 წელს  სემ ჩაილდერსი ჩრდილოეთ დაკოტაში დაიბადა. მას არ დაუმთავრებია საშუალო სკოლა, რადგან 11 წლიდან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი  გახლდათ. მოზარდობის პერიოდში ჩაილდერსმა მისწრაფება გამოიჩინა სიგარეტის, მარიხუანის, ალკოჰოლისა და ჰეროინის მიმართ, რამაც ის დამოკიდებულ ადამიანად აქცია. გარდა ამისა, ვაჭრობდა ნარკოტიკებით და ინტერeსს იჩენდა მოტოციკლების მიმართ, რამაც კანონგარეშე ცხოვრებამდე მიიყვანა.

ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, სემის მეუღლემ ლინ ჩაილდერსმა მოინანია წარსული ცხოვრება და იესო ქრისტე მიიღო თავის უფლად და მხსნელად. ის ლოცულობდა თავის მეუღლეზე და ქრისტეს შესახებ უყვებოდა მას. ლინის დაჟინებულობამ შედეგი გამოიღო.

1992 წელს სემმა ქრისტიანობა მიიღო. მან უარი თქვა ნარკოტიკებზე, ააშენა სამლოცველო სახლი და მქადაგებელიც  გახდა, ასევე გახსნა  წარმატებული სამშენებლო კომპანია პენსილვანიის შტატში, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

1998წელს. სემა  გაიგო, რომ უგანდაში (აფრიკა) სჭირდებოდათ  მოხალისეები, რომლებიც  მონაწილეობას მიიღებდნენ  სოციალური პროექტების განხორციელებაში.

სემმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფრიკაში წასულიყო და სოციალური პროექტის განხორციელებაში მიეღო მონაწილეობა, რომელიც უსახლკაროთათვის იყო განკუთვნილი.

მას ძალიან შეზღუდული გრაფიკი ჰქონდა, ამიტომ სემმა თავისი მოგზაურობისათვის  5  კვირა გამოყო, რის შემდეგაც უკან უნდა დაბრუნებულიყო შტატებში, რათა გაეგრძელებინა თავისი ბიზნესი.

აფრიკაში ის გახდა მოწმე, თუ როგორ წვავდა სოფლებს კრიმინალური დაჯგუფება, სახელწოდებით “LRA”. ისინი ადამიანებს ჩეხავდნენ ნაწილებად, იტაცებდნენ ბავშვებს და მკვლელებად ზრდიდნენ.

ამის შემხედვარე სემმა ვეღარ შეძლო დაბრუნებულიყო ამერიკაში, მას გაუჩნდა სურვილი აფრიკელ ბავშვებს დახმარებოდა.

სემმა გაყიდა თავისი ბიზნესი და თავისი დროის უმეტესი ნაწილი დაუთმო აფრიკელ  ბავშვებს უგანდასა და ჩრდილოეთ სუდანში.

მან იქ დააარსა მსახურება „აღმოსავლეთ აფრიკის ანგელოზები“ (Angels of East Africa).

მან ააშენა ბავშვთა თავშესაფარი, სადაც ერთდროულად 170 ბავშვს შეუძლია ცხოვრება.

თავისი მსახურებით სემი 2000 ბავშვს დაეხმარა.

დროდადრო სემი აწყობს რეიდებს კრიმინალთა დაჯგუფებების წინააღმდეგ, რათა გაათავისუფლოს მძევალი ბავშვები. მას არაერთხელ მოუწია ხელში იარაღის აღება ბავშვების დასაცავად, რის გამოც მას  შეარქვეს მქადაგებელი ტყვიამფრქვევით.

P.S სწორედ მის ცხოვრებაზეა გადაღებული პოპულარული ფილმი სახელწოდებით მქადაგებელი ტყვიამფრქვევით, სემის როლს კი მსახიობი ჯერარდ ბატლერი ასრულებს.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მისი სამლოცველო სახლის ვებგვერდიც: Machinegunpreacher.org