7 მიზეზი, თუ რატომ იტყუებიან ადამიანები

0 148

ამერიკელმა  მეცნიერებმა  დაადგინეს, რომ ადამიანი დღეში 50 ათასამდე  სიტყვას წარმოთქვამს და აქედან 30% ტყუილია. მინდა წარმოგიდგინოთ  შვიდი მიზეზი, თუ რა „აიძულებს”  ადამიანს, იცრუოს.

 

1. რათა მიაღწიოს  თავის  მიზანს.

ბევრი  იტყუება  იმისათვის, რომ თავის დასახულ მიზანს მიაღწიოს, თქვენც გქონიათ ასეთი  შემთხვევა?

2. რათა თავიდან ავიცილოთ დაცინვა.

მრავალი  ადამიანი  ტყუილს იმ მიზეზის  გამო  ამბობს, რომ არ  უნდა  სასაცილოდ ან დამცირებულად იგრძნოს  თავი, მაგრამ, ჩემი აზრით, როცა  ვიტყუებით, უფრო  მეტად  ვიმცირებთ თავს.

3. რათა გავექცეთ სასჯელს.

ბევრი ადამიანი იმიტომ იტყუება, რომ სასჯელს გაექცეს.  მაგ., დედა  ეკითხება  შვილს:  ვინ დახატა  კედლებზე? ბავშვი, რა თქმა უნდა, იტყვის: „მე არ დამიხატავს.” ბავშვი ცრუობს, რათა არ დაისაჯოს.

4. რათა  ხალხს  მოვაწონოთ  თავი.

სინამდვილეში  ძალიან ბევრ  ადამიანს  უყვარს  თავის გამოჩენა.

გაიხსენეთ სკოლა,  რამდენ ბიჭს  უყვარდა  თავის  წარმოჩენა, რათა  გოგონების ყურადღება  მიეპყროთ.

5. რათა  გავექცეთ პასუხისმგებლობას.

ბევრიც იტყუება  იმის  გამო, რათა  არ  აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე. თუ ისინი იტყვიან სიმართლეს,  მაშინ ისინი  იძულებულნი იქნებიან, რაღაც გაკეთონ ან გადაწყვიტონ. გაცილებით ადვილია, ვინმე  სხვას  გადააბრალო.

მაგრამ გახსოვდეთ,  ყოველ  ტყუილს  უარყოფითი  შედეგები  მოაქვს.

6. არ  უნდათ  ტკივილი მიაყენონ სხვებს.

ამ მიზეზით შეიძლება გავუგოთ ადამიანს, მაგრამ, ჩემი  აზრით,  სიმართლის თქმა მაინც  სჯობს, რადგან თქვენი  ტყუილი ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება და ამან შეიძლება მძიმე შედეგი მოიტანოს.

7. იმიტომ, რომ ეშინიათ სიმართლის თქმის.

ბევრი იტყუება მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ მათ  ეშინიათ  სიმართლის  თქმა, მათ არ შეუძლიათ თავიანთი თავი აიძულონ, რომ სიმართლე თქვან.

 

რაც კარგად უნდა გვახსოვდეს ტყუილს თქმისას, არის ის, რომ ყოველ საქციელს თავისი შედეგი მოაქვს ჩვენი ცხოვრებისათვის. ამიტომ კარგად დავფიქრდეთ, რას „ვთესავთ” დღეს, რათა „მკის” შედეგებმა არ გაგვაოცოს.

თარგმნა: გიორგი ჯიჯიეშვილმა

ჩატვირთვა...