„ადამიანებო, გაახილეთ თვალები” – ჭირვეული მოხუცის ისტორია

0 460

ამ ადამიანმა მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა ცხოვრების ბოლო წლები. გარდაცვალების შემდეგ ყველას მიაჩნდა, რომ ის ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ არ დაუტოვებია მნიშვნელოვანი კვალი. 

ექთნები მისი ნივთების დალაგებისას ერთ საინტერესო ლექსს გადააწყდნენ, რომელმაც ყველა გააოცა თავისი ღრმა შინაარსით. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლექსის ასლი მელბურნში წაიღო. მას შემდეგ ლექსი გამოჩნდა საშობაო ჟურნალების გვერდებზე, ასევე ფსიქოლოგიური ჟანრის ჟურნალებში.

 

ჭირვეული მოხუცი

რას ხედავ, ექთანო?… შენ რას ხედავ?
რას ფიქრობ… როცა მე მიყურებ?
ჭირვეული მოხუცი….. სულელი,
გაუგებარი ცხოვრებით…. გამქრალი მზერით?
რომელსაც საჭმელს აწვეთებ?
როცა ყვირი „მიდი, სცადე!“
შენ კი გგონია, რომ ის ვერ ამჩნევს, შენ რას აკეთებ…

მუდმივად კარგავს…. წინდებს ან ფეხსაცმელს,
არაფერს გაძალებს, შენ კი შეგიძლია გაუკეთო, რასაც ისურვებ,
დღის გასაყვანად…. მხოლოდ ბანაობა და ჭამა?
ესაა, რასაც ფიქრობ? შენ რასაც ხედავ?
გაახილე თვალები, ექთანო! შენ მე არ მიყურებ.
გეტყვი, მე ვინ ვარ… ჯერ კიდევ აქ ვარ…
ვემორჩილები თქვენს განრიგს, ვიკვებები თქვენი სურვილით.
მე ჯერ კიდევ ის პატარა 9 წლის ბიჭუნა ვარ, დედასთან და მამასთან რომ ცხოვრობს,
ძმებთან და დებთან, ვისაც ერთმანეთი გვიყვარს.

ახალგაზრდა 16 წლის ყმაწვილი, ფეხებზე ფრთებით…
მეოცნებე, დღე-დღეზე შეხვდეს მთელი ცხოვრების სიყვარულს.
საქმრო, რომელსაც მალე 20 წელი შეუსრულდება და რომელსაც გული ამოვარდნაზე აქვს,
ახსოვს ფიცი, რომლის ასრულებასაც შეჰპირდა.
ახლა კი მე 25 წლის ვარ… მყავს ჩემი პატარა შვილი.
რომელიც საჭიროებს ჩემს დარიგებას, დაცულ ბედნიერ სახლს.
30 წლის მამაკაცი….. ჩემი შვილი სწრაფად გაიზარდა,
უწყვეტი კავშირით ვართ შეკრულნი.

40 წლისა… ჩემი ბიჭები გაიზარდნენ და დატოვეს სახლი.
მაგრამ ჩემი მეუღლე ჩემ გვერდითაა… არ მაძლევს დამწუხრების უფლებას.
უკვე 50 წლის ვარ, კვლავ პატარები თამაშობენ ჩემს ფეხებთან,
კვლავ ბავშვებთან ვართ მე და ჩემი სიყვარული.
სიბნელე დაეშვა… ჩემი მეუღლე გარდაიცვალა.
ვიყურები მომავალში და შიშით ვთრთი.
ახლა ვცხოვრობ ჩემი შვილებისთვის და მათი შვილებისთვის.
მე ვფიქრობ წლებზე… სიყვარულზე, რომელიც მქონდა,
უკვე მოხუცი ვარ… ცხოვრება მწარეა…

სიბერე დაგვცინის, გვაიძულებს სულელურად გამოვიყურებოდეთ.
სხეული ნამცეცდება… მოხდენილობა და მხნეობა ქრება.
იქ, სადაც ერთ დროს გული მქონდა, ქვა არის.
მაგრამ ამ მოხუცი ჩონჩხის შიგნით ჯერ კიდევ ახალგაზრდა ცოცხლობს.
ჩემი გული ისევ და ისევ ფეთქავს…
მახსოვს ყველა სიხარული… მახსოვს ყველა ტკივილი.
მე ისევ მიყვარს და ისევ ვცოცხლობ ამ ცხოვრებაში, როგორც წინათ.
ვფიქრობ წლებზე, რომლებიც ასე ცოტა იყო და რომელიც ასე სწრაფად გაფრინდა.
ვეთანხმები ჯიუტ ფრაზას – არაფერია მუდმივი.
ადამიანებო, გაახილეთ თვალები! გაახილეთ და შემომხედეთ.
ჭირვეულ მოხუცს კი არა, შემომხედეთ ყურადღებით და მე დამინახავთ!

 

ჩატვირთვა...