ცნობილი ფსიქიატრი დემონების რეალურობაზე ხმამაღლა ალაპარაკდა

0 180

მეცნერიება ამბობს, რომ დემონების არსებობა მხოლოდ მითია და ამ მითს რეალური საფუძველი და რაციონალური ახსნა არ გააჩნია.მიუხედავად ამისა, დოქტორი რიჩარდ გალაგარი, კლინიკური ფსიქიატრიის ნიუ იორკის სამედიცინო კოლეჯის წამყვანი პროფესორი მიიჩნევს, რომ არსებობს დემონური ბნელი, სულიერი ძალა, რომელიც სცილდება ფიზიკურ, ხელშესახებ სამყაროს.

პირველად ამ ძალის არსებობაზე იგი ერთ–ერთ კლიენტთან მუშააობისას დაფიქრდა, როდესაც გააცნობიერა, რომ საქმე ჰქონდა არა მარტო ფსიქიკურ აშლილობასთან, არამედ აუხსნელ, პარანორმალურ მოვლენასთან. პაციენტის ქცევაში უცნაური იყო არამარტო მისი შავი ტანისამოსი და შავი ჩრდილები თვალების გარშემო, არამედ გაუმართლებელი სიამაყე, რომელსაც ის გრძნობდა როცა იცოდა მეტი ექიმზე, ვიდრე ექიმმა მასზე. მაგ., მან იცოდა, რომ ექიმი რიჩარდის დედა საშვილოსნოს კიბოსგან გარდაიცვალა, თავიდან ექიმმა ეს უბრალო ხუმრობად მიიჩნია, მაგრამ როდესაც აღმოაჩინა, რომ პაციენტი ტრანსში სხვადასხვა, მისთვის უცნობ ენებზე საუბრობდა, მათ შორის ლათინურადაც, დაასკვნა, რომ საქმე ჰქონდა არა ჩვეულებრივ ფსიქოზთან, არამედ პარანორმალურ მოვლენასთან.

ამ შემთხვევის შემდეგ მეცნიერმა დაიწყო თანამშრომლობა სასულიერო პირებთან და ეხმარებოდა მათ, უწევდა კონსულტაციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით , ვინც განიცადა სერიოზული ფსიქიკური დაავადება.

” ბოლო 20 წელია ასეულობით კონსულტაციამ , რომელსაც ვატარებდი სასულიერო პირების დასახმარებლად , ფსიქიკური აშლილობის ეპიზოდების გასაფილტრად, აჩვენა,რომ თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ეშმაკის მუშაობის შედეგს წარმოადგენს.” – განაცხადა ექიმმა გალაგარმა– ” როგორც წესი მეცნიერები ყველაფერს რაციონალურ ახსნას ვუძებნით, მაგრამ უფრო ალოგიკური იქნებოდა სულიერი სამყაროს არარსებობა რომ დამეჯერებინა…”

წყარო

ჩატვირთვა...