ფრანკლინ გრემი: ფინანსური მარცხი? ჩვენს სულიერ მარცხს რაღა ვუყოთ?

0 97

მას აუკრძალეს შეკრებების დროს გამოჩენა პენტაგონში, მუსლიმების საჩივრების გამო, მისი მტკიცებულებების შესახებ.

მან ბარაკ ობამა დაადანაშაულა იმაში, რომ ის ღმერთს „მუშტებით ემუქრება“ რამდენადაც ერთი სქესის ქორწინებას უჭერს მხარს.

ამ ადამიანის ბაგიდან თქვენ ვერ მოისმენთ, ტკბილ, ბანალურ სიტყვებს.

ახლა ამ ცნობილმა ევანგელისტმა, ამერიკის ახლანდელი სიტუაცია შეადარა იუდას ტომის მდგომარეობას, ძველი აღთქმის, მეფე მენაშეს – ყველაზე უწმინდური მმართველს დროს, სამხრეთში.

ამის შესახებ ფრანკლინ გრემმა (ბილი გრემის უფროსმა ვაჟმა) დაწერა თავის ღია წერილში. ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის საიტზე.

იქ განაცხადა, რომ ფინანსური მარცხი, რომელიც ქვეყანას ემუქრება, არაფერია იმ სულიერ მარცხთან შედარებით, რომლისკენაც ამერიკა მიექანება.

ძვირფასო მეგობარო, ვერ მოვასწარით ახალი წლის დაწყება, რომ ამერიკა შეეჯახა დიდ პრობლემას. ბოლო რამოდენიმე კვირაა მედიის მთელი ინფორმაცია მიმართულია იმისკენ, რამაც მიიღო ნაციონალური  “ფინანსური მარცხის” სახელწოდება.

თუმცა ჩვენი ქვეყნის ფინანსური პრობლემები არაფერია “სულიერ და მორალურ პრობლემებთან”. ისინი ჩვენთვის უფრო მეტად დამანგრეველია ვიდრე ეკონომიკური პრობლემები.

არჩევნების შემდეგ, ისეთი სურათისთვის დავიწყეთ თვალის დევნება, როდესაც ერთი მხრიდან ერთსქესიანი წყვილები რიგში დგებიან მრავალი შტატის სასამართლოში, რათა მიიღონ ქორწინების მოწმობა. მეორე მხრიდან, კი ასობით ადამიანი იკრიბება იმისთვის, რომ მოწიონ სიგარეტი მარიხუანით იმ შტატების საზოგადოებრივ ადგილებში, რომლებშიც მოხსნეს მარიხუანის მოწევის აკრძალვა.

ეს აისბერგის ზედა ნაწილია. მორალური ღირებულებების დაცემა, რომელსაც ტელევიზორის ეკრანებიდან ვხედავთ – უზნეობა, უაზრო ძალადობა, ლოიალური მოპყრობა გეებისა და ლესბოსელებისადმი – ეს ყველაფერი მხოლოდ გამოსახულებაა ერის მორალური გარყვნილების. ჩვენ ნამდვილად წყვდიადის ეპოქაში ვცხოვრობთ…. მაგრამ არის იმედი!

ბიბლიაში ნათქვამია: თუ საძირკველი დანგრეულია,მართალმა რა ქნას? (ფსალმუნი10:3)

ეჭვგარეშეა, რომ საძირკველი ჩვენ ქვეყანაში დანგრეულია, მაგრამ მე ვიხსენებ დროს, ძველ აღთქმაში აღწერილს, როდესაც უფალმა გამოიყენა რადიკალური საშუალება, რათა მოეტანა რწმენის ცვლილებები სულიერ წყვდიადში და იუდეველი ხალხის გარყვნილებაში, რომელთა მორალური ღირსებებიც განადგურებული იყო.

მენაშე უწმინდური მეფე იყო, რომელიც იუდეას მართავდა. მისი მმართველობის 55 წლის მანძილზე, მიწა უმანკო სისხლით იყო მორწყული. მან შეაცდინა იუდა, ხელს უწყობდა ჯადოქრობასა და თაყვანისცემას ცრუ ღმერთებთან და კერპებთან, მათ შორის ნაყოფიერების ქალღმერთ ასტარტესთან და საკუთარი შვილიც კი გაატარა ცეცხლში.

გარკვეული დროის შემდეგ, ღმერთმა საგანგებოდ და მოულოდნელად აღადგინა თავისი ერი.

იოსია, მანასიის შვილიშვილი, მეფე გახდა რვა წლის ასაკში. თავისი გამეფებიდან, ათი წლის შემდეგ, მან თავის მღვდელს, ხელკიას, სთხოვა შეეკრიბა ფინანსები იმ ტაძრის გასარემონტებლად, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როდესაც ისინი მუშაობდნენ, ტაძარში იპოვეს რჯულის წიგნი (ბიბლიის პირველი 5 წიგნი). როგორც ჩანს, ის დიდი ხნის მანძილზე დაკარგული და უგულებელყოფილი იყო. როდესაც იოსიამ გაიგონა როგორ კითხულობდა მწიგნობარი შაფანი წიგნს, შემოიხია ჩასაცმელი და თქვა: …დიდია უფლის რისხვა, რომელიც მრისხანებდა ჩვენზე იმის გამო, რომ ჩვენი მამები არ უსმენდნენ ამ წიგნის სიტყვებს, რათა მოქცეულიყვნენ დაწერილის მიხედვით. (4 მეფეთა 22:13)

და მაშინ, ღმერთის სიტყვა იერუსალიმის მთელი მცხოვრებლებისთვის იქნა წაკითხული. მან განგმირა მათი სულები და ამით შემზადდა ნიადაგი, ნაციონალური მონანიებისთვის. კერპები დაამსხვრიეს მედიუმები გაყვანილ იქნენ ქალაქიდან. ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ თაყვანისცემა აღდგა, სამართლიანობამ ისევ იზეიმა.

ჩვენ, ამერიკელი ხალხი, ზედმეტად დიდხანს ვუგულებელყოფდით ღვთის სიტყვას,მის მცნებებს და ვუარყავით კიდეც ის. მიუხედავად ამისა, წმინდა წერილი მოქმედია და შეუძლია შეაღწიოს ყველაზე გამაგრებულ და გაქვავებულ გულებშიც კი მაცოცხლებელი ძალით. წერილი ღვთივსულიერია, მონანიების და აღდგენის დრო ამერიკაში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიდეს, თუ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ღმერთის ჭეშმარიტ სიტყვაზე.

იმის მსგავსად, თუ როგორ იყენებდა უფალი 18 წლის მეფეს, რათა დაეწყო გამოღვიძება გარყვნილ ხალხში 1500 წლის უკან, მას შეუძლია გამოგვიყენოს ჩვენც, თუ გულწრფელად დავიწყებთ მის ძიებას, ვიდგებით მის ჭეშმარიტებაში და და ვილოცებთ ამერიკისთვის. ეს არის ერთადერთი წამალი ცოდვით გარყვნილი ქვეყნისთვის, რომელიც უკვე მზად არის გადაეშვას მორალურ უფსკრულში, ამიტომ ჩვენ უნდა გავავრცელოთ კეთილი უწყება.

მხოლოდ უფალმა, იესო ქრისტემ იცის რა მოგველის დამდეგ ახალ წელს, მაგრამ მე ვიცი, რომ ის დაგვპირდა ჩვენთან ყოფნას გზის ყოველ ეტაპზე : დღენიადაგ,საუკუნის აღსასრულამდე!

მადლობას გიხდით, გაკურთხებთ და გაფასებთ.

თბილი სურვილებით.

ფრანკლინ გრემი.

ბილი გრემის ევანგელეს ასოციაციის პრეზიდენტი.

თარგმნა: თამთა კარგარეთელმა

ჩატვირთვა...