პორნოდამოკიდებულება – ტყუილი, რომლისაც გვჯერა

0 341

სტატისტიკა შემაშფოთებელია. ჯერ კიდევ სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე 10 ბიჭიდან − 9 და 10 გოგონადან − 6, ასე თუ ისე, შეხებიან პორნოგრაფიას. ბიჭებისთვის „პირველი კონტაქტის“ საშუალო ასაკი 12 წელია, ხოლო ზრდასრულ მამაკაცთა 68% კვირაში ერთხელ მაინც უყურებს პორნოგრაფიას.

ამ საშინელ სტატისტიკურ საფრთხობელათა ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ. დასკვნა კი მარტივია: პორნოგრაფიამ აავსო ჩვენი კულტურა და მისდამი წვდომის სიმარტივე დიდად შემაშფოთებელია.

ამ თემაზე სტატისტიკურ მონაცემებს იმდენად ხშირად აქვეყნებენ, რომ ჩვენ გარკვეული იმუნიტეტიც კი გამოგვიმუშავდა მის მიმართ, მაგრამ მე არ მჭირდება ეს იმუნიტეტი. მე, როგორც იმ ადამიანმა, რომლისთვისაც პორნოგრაფიის პრობლემა მწვავედ იდგა იყო მოზარდობის და ადრეული ზრდასრული ასაკის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიცი, რა საზიანო ნაკვალევს ტოვებს პორნოდამოკიდებულება.

კიდევ ვიცი იმ სიცრუის შესახებ, რომლის დაჯერებასაც გვაიძულებს პორნოგრაფია:

ხანდახან თუ ვუყურებ პორნოგრაფიას, ეს პრობლემა არაა

აქ საქმე გვაქვს შედარების ძალის დამანგრეველი მოქმედება. თქვენ თუ უყურებთ პორნოგრაფიას, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, თქვენ გაქვთ პრობლემა, რომელზეც დაფიქრებაა საჭირო. სიხშირე ეს მხოლოდ განმსაზღვრელი ფაქტორია „მკურნალობის“ მეთოდის არჩევაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პორნოგრაფია იწვევს დამოკიდებულებას. ნებისმიერი დამოკიდებულება კი არის დაბრკოლება ღვთიური დანიშნულების განხორციელებისაკენ მიმავალ გზაზე. ის ხელს გიშლით იმაში, რომ გქონდეთ სრულფასოვანი ურთიერთობანი, ხოლო, დროთა განმავლობაში, ის მაღალ კედელს ააგებს თქვენი გულის გარშემო.

პორნოგრაფია არ ახდენს ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ ვუყურებ ადამიანებს

ამ სიცრუეს იწოდება კომპარტმენტალიზაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ პორნოგრაფიას მიიჩნევთ საკუთარი ცხოვრების ცალკეულ ნაწილად. სამსახური კი სრულიად სხვა რამაა, ურთიერთობანი − სულ სხვა რამ და ა.შ., მაგრამ ტვინი ასე არ მუშაობს. პორნოგრაფიის ყურებისას ადამიანები თქვენთვის გულისთქმათა ობიექტები ხდებიან და არა ღვთის მსგავსებისა და ხატების მატარებლები, რომლებიც, უფლის მცნების მიხედვით, უნდა გვიყვარდეს.

ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მწამდა, რომ გულისთქმა ჩემი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. პორნოგრაფიამ იმდენად გაფილტრა ჩემი აზროვნება, რომ მე უკვე აღარ შემეძლო ქალებისთვის არ შემეხედა, როგორც ჩემი სურვილების „ობიექტთათვის“. ახლა, როდესაც უკვე თავი დავაღწიე ამ უფსკრულს, ვხედავ, როგორ მაიძულა პორნოგრაფიამ დამეჯერებინა ეს სიცრუე.

პორნოდამოკიდებულებას შემიძლია თავადაც გავუმკლავდე

მრავალი წელი ვფიქრობდი, რომ შევძლებდი დამოკიდებულებასთან გამკლავებას, მაგრამ პორნოდამოკიდებულებისაგან თავის დახსნის მცდელობანი ქვიშის დიუნებიდან ამოძვრომის მცდელობებს: რაც მეტად ცდილობ, მით უფრო უარესდება სიტუაცია.

რაც უფრო მეტად ებრძვი დამოკიდებულებას, მით უფრო გარდაუვალია „დაცემა“ და რაც უფრო მეტია დაცემათა რაოდენობა, მით უფრო მეტად ადანაშაულებ საკუთარ თავს. სირცხვილი გიპყრობს. სირცხვილი გაიძულებს ღვთისაგან გაქცევას და ეს ჩაკეტილი წრე, ბოლოს და ბოლოს, გძირავს უიმედობისა და სასოწარკვეთის ორმოში.

ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე იყო. მე არ შემეძლო გავმკლავებოდი ჩემს დამოკიდებულებას, მანამ, სანამ ფსიქოლოგთან შეხვედრას არ დავთანხმდი და მივეცი სხვა ადამიანებს საშუალება, გაევლოთ ეს ასპარეზი ჩემთან ერთად.

ღმერთმა თქვენ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის შეგქმნათ. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ სხვა ადამიანისთვის თქვენი პრობლემის შესახებ მოყოლა ძალიან რთულია, ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგათ, რომ გადალახოთ თქვენი დამოკიდებულება.

ვინმეს თუ ვუამბობ ჩემი დამოკიდებულების შესახებ, ჩემი ცხოვრება დაინგრევა

ძალიან მიჭირდა, მაგრამ ისე მეშინოდა, რომ ჩემი აღიარება ჩემს რეპუტაციას, ადამიანებთან მეგობრობას, ჩემს ცხოვრებას გაანადგურებდა, რომ გადავწყვიტე გავჩუმებულიყავი.

დიახ, თუ ვინმეს წინაშე აღიარებთ თქვენი ცოდვის შესახებ, ცხოვრება აღარ იქნება იგივე, თუმცა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შენს დამოკიდებულებასთან მარტოდ დარჩენა სულაც არ არის უკეთესი ალტერნატივა.

საიდუმლოებანი და იზოლაცია დამოკიდებულებასა და ფარულ ცოდვებს აძლევს ძალაუფლებას, მაგრამ, როდესაც შუქი ეფინება თქვენს დამოკიდებულებას, სატანის ძალაუფლება თქვენზე საგრძნობლად მცირდება. ბნელი ვერ იქნება იქ, სადაც სინათლეა.

სექსი და პორნოგრაფია ერთი და იგივეა

პორნოგრაფია ეს ფანტაზიაა, ფასადი და ის ანადგურებს სექსუალური სიახლოვის ღვთიურ ნიჭს, რომელიც შემომქმედმა საქორწინო აღთქმისთვის განსაზღვრა. ღმერთმა შექმნა სექსი, როგორც სიყვარულის გამოხატულება, ხოლო პორნოგრაფია ნდომის გამოხატულებაა. ღმერთმა სექსი სამგანზომილებიანი შექმნა: ფიზიკური, სულიერი და ემოციური. პორნოგრაფიას კი მხოლოდ ფიზიკური განზომილება აქვს.

პორნოგრაფია აუქმებს და ამცრობს ყოველივე ღვთიურს და საიდუმლოს სექსში. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი მაინც ვერ პოულობს კმაყოფილებას, როდესაც მრავალ პარტნიორს იცვლის. მანამ, სანამ სექსი ერთგანზომილებიანია და აქვს მხოლოდ ფიზიკური მხარე, ადამიანი ვერასოდეს გამოსცდის მის სისავსეს.

პორნოგრაფია არანაირად არ მოქმედებს ჩემს ტვინსა და ცხოვრების ხარისხზე

არსებობს ჰარი უილსონის დიდად გამომაფხიზლებელი ლექცია: „დიდი პორნოგრაფიული ექსპერიმენტი“. იქ უილსონი მოგვითხრობს ადამიანის ტვინზე პორნოგრაფიის გამანადგურებელი ეფექტის შესახებ. გამოკვლევებენ გვიჩვენებს, რომ ადამიანს პორნოგრაფიის ყურებისას გამოუმუშავდება ყურადღების ნაკლებობის სინდრომი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, სოციოფობია და დეპრესია. პორნოგრაფია ასევე აქვეითებს ჭეშმარიტი სიახლოვის  შესაძლებლობას ადამიანში და უფრო მეტი შეხება აქვს თქვენს ტვინს პორნოგრაფიასთან, მით უფრო მეტ ჰიპერაქტიურობას გვიჩვენებს ის ამ კონტაქტების დროს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად უყურებთ პორნოგრაფიას, მით უფრო მეტად უნდება ტვინს მისი ყურება. წარმოიქმნება ჩაკეტილი წრე, რომელიც ახშობს თქვენს ნებას და თვითკონტროლის უნარს.

მე ვერასოდეს გავუმკლავდები ჩემს პორნოდამოკიდებულებას

აი, სიმართლეც პორნოდამოკიდებულების შესახებ: თქვენ შეგიძლიათ გაიმარჯვოთ მასზე. არ არსებობს ისეთი დამოკიდებულება, რომელთან გამკლავებაშიც ღმერთს არ შეუძლია დაგეხმაროთ. მას ძალა შეწევს გაანადგუროს მოწინააღმდეგის ნებისმიერი სიმაგრე, თუმცა, თქვენ უნდა დაიწყოთ იმით, რომ აღიაროთ საკუთარი პასუხისმგებლობა თქვენი სიტუაციისადმი. ანონიმ ალკოჰოლიკებს ამასთან დაკავშირებით კარგად აქვთ მოფიქრებული სტრატეგია. ათი ათასობით ასეთი ადამიანი განთავისუფლდა დამოკიდებულების ბორკილებისგან, რადგან მათ იკისრეს პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე.

თქვენი პასუხისმგებლობის აღიარების შემდეგ უნდა ირწმუნოთ, რომ შეგიძლიათ დამოკიდებულების დაძლევა. ღმერთი გაძლევთ ძალაუფლებას, აკონტროლოთ თქვენი ფიქრები (იგავ. 23:7). სწორ აზრებს სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ, რომლებიც, თავის მხრივ, ჯანსაღი აზრების წარმოშობას უწყობს ხელს.

არა აქვს მნიშვნელობა თქვენი დამოკიდებულება 10 წუთია არსებობს თუ 10 წელი, თქვენ შეგიძლიათ მისი თავიდან მოშორება. მიენდეთ ღმერთს. გადმოღვარეთ შუქი თქვენს დამოკიდებულებაზე, ითხოვეთ საჭირო დახმარება. ნუ ეძებთ მარტივ გზებს, მარტივი გზები არ არსებობს. არასოდეს დაკარგოთ იმედი.

მე ვარ ჩემი პორნოდამოკიდებულება

ეშმაკის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ჩანაფიქრი არის ადამიანი დარწმუნება იმაში, რომ მის დამოკიდებულებას შეუძლია იმოქმედოს ღვთის მისდამი სიყვარულზე, მაგრამ, ჯერ კიდევ თქვენს დაბადებამდე იცოდა ღმერთმა, რომ გექნებოდათ პრობლემები და მან მაინც გასწირა ქრისტე ჯვარზე სიკვდილისათვის.

თქვენი დამოკიდებულება არანაირად არ განსაზღვრავს იმ ფაქტს, თუ ვინ ხართ თქვენ. პრობლემასთან ბრძოლის გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ, იდექით მტკიცედ ღვთის უცვლელ სიყვარულში. ეს სიყვარული ხედავს ჩემს ბოროტებას, თქვენს ბოროტებას და მაინც ეძებს ურთიერთობებს ჩემთანაც და თქვენთანაც.

თავისუფლების მოპოვების ერთადერთი გზა ჯვრისკენ გაქცევაა. დაე, ღვთის მადლი გახდეს თქვენი ძალა. ღვთის სული იყოს თქვენი წინამძღოლი. დაე, ქრისტეს ღვაწლმა განსაზღვროს ის, თუ ვინ ხართ თქვენ.

ფრენკ პაუელი

წყარო

 

 

 

ჩატვირთვა...