„სუპერწიგნი” – მულტფილმი, რომელიც 35 წელს ითვლის

0 460

„სუპერწიგნი“ − მულტფილმი, რომელიც 35 წელს ითვლის, 1981 წლის შემოდგომით იაპონიაში ტელეეკრანებზე, ამერიკულ-იაპონური ქრისტიანული ანიმე „მფრინავი სახლი” გამოჩნდა. ერთდროულად, 8 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა უყურა სუპერწიგნის თავდაპირველ ვერსიას იაპონიის სატელევიზიო ეთერში, ხოლო ბიბლია ბესტსელერად იქცა ქვეყანაში.

„სუპერწიგნი“ გახლავთ სატელევიზიო ქრისტიანული ანიმაციური სერიალი, რომელიც შეიქმნა იაპონური კომპანია Tatsunoko Productions-ისა და ამერიკული ქრისტიანული სამაუწყებლო ქსელის Christian Broadcasting Network (CBN)-ის მიერ. თავისი არსებობის 30 წლის განმავლობაში მულტფილმი ნაჩვენები იქნა 106-ზე მეტ ქვეყანაში და ითარგმნა 43-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ქართულად.

1980-იანი წლების დასაწყისში იაპონელებმა შეწყვიტეს „სუპერწიგნის“ ჩვენება, მაგრამ სამი ათწლეულის შემდეგ, მულტფილმის ახალი სერიები კვლავ დაბრუნდა იაპონიის ნაციონალური ტელევიზიის ეთერში გასულ შობას.

90-იან წლებში, საქართველოში ქართულ ენაზე გახმოვანებული სუპერწიგნის თავდაპირველი ვერსია „მფრინავი სახლი” პირველი არხის ეთერში გავიდა. ანიმაციის გმირები დროში მოგზაურობდნენ მფრინავი სახლით და სასურველ დროდ ყოველთვის ძველი აღთქმის ეპოქას ან ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდს ირჩევდნენ, ეცნობოდნენ ბიბლიურ პერსონაჟებს, მათთან ერთად ეხვეოდნენ ფათერაკებში და უკან დაბრუნებულნი სულ სხვანაირად აღიქვამდნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც მათ წინაშე იდგა.

დღეს უკვე შექმნილია მულტფილმის ახალი სერიები, სამგანზომილებიანი გრაფიკით. განახლებული ანიმაციის პირველი სეზონი ქართულ ენაზე Jesus.Ge STUDIO-მ გაახმოვანა, რომელსაც ქართველი მაყურებელი მალე ტელეეკრანებზე იხილავს.

პირველი სეზონის საშობაო, მე-8 სერიის, სატელევიზიო პრეზენტაცია, შობის დღესასწაულზე 7 იანვარს, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერით გადაიცა.

აღსანიშნავია, რომ „სუპერწიგნის” ახალი ვერსიის ქართულ ენაზე დუბლირებისთვის 20 მსახიობისგან შემდგარმა გუნდმა იმუშავა. სასიამოვნო დამთხვევაა, რომ მათ შორის არიან ის მსახიობებიც, რომლებიც 90-იან წლებში „მფრინავ სახლს” ახმოვანებდნენ.

კადრი ანიმაციიდან „მფრინავი სახლი”

„სუპერწიგნი”

სუპერწიგნი

„სუპერწიგნი“, ქართულ ენაზე დუბლირებული მრავალსერიანი მულტფილმი, რომელიც თარგმნილია 43 ენაზე და მსოფლიოს 106 ქვეყანაშია ნაჩვენები. მულტფილმი 30 წელია არსებობს, მათ შორის ქართველი მაყურებელი იცნობს მას „მფრინავი სახლის“ სახელწოდებით. ამჟამად გთავაზობთ ანიმაციის განახლებულ, საშობაო სერიას, 3D გრაფიკით.

Gepostet von Iberia TV am Samstag, 6. Januar 2018

 

P.S. Jesus.Ge STUDIO-ს შემოქმედებითი ჯგუფი იმედოვნებს, რომ ქართველ ბავშვებს მოეწონებათ მულტფილმი და სიამოვნებით იმოგზაურებენ დროში კრისთან, ჯოისა და გიზმოსთან ერთად.

ჩატვირთვა...