საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა”

0 207

პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი: უილიამ “ფრანკლინ” გრემი, ბილი გრემის ვაჟი.

დაფუძნდა: 1970 წელს, ბობ პირსის მიერ.

მიზანი: „სამარიტელის ქისა” გახლავთ არადენომინაციური ქრისტიანული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ომის, ბუნებრივი კატასტროფების, დაავადებების, შიმშილობის, სიღარიბის და დევნის მსხვერპლთა წარმატებულ სულიერ და ფიზიკურ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში.

ბიუჯეტი: 422 მლნ. დოლარი (2013)

ოფისები: სათაო ოფისი ბუნში, ჩრ. კაროლინაში, სამარიტელის ქისას აქვს ფილიალები კანადაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში; გარდა ამისა, ადგილობრივი ოფისები 15 განვითარებად ქვეყანაში.

პროექტები

კრიზისისა და კატასტროფის საპასუხოდ:

  • აშშ სტიქიური უბედურებების დროს დახმარების გაწევა: 1998 წლიდან მოყოლებული, როცა „სამარიტელის ქისამ” პირველად აღჭურვა მაშველი ჯგუფი, მისი მოხალისეები აშშ-ის ბუნებრივი კატაკლიზმებით – ქარიშხლებით, ტორნადოებით, ხანძრებით, ნიაღვრებით და ყინულოვანი შტორმებით დაზარებულ 250 000-ზე მეტ ოჯახს დაეხმარნენ, სასწრაფო მომარაგებით, სახლების გარემონტებით, გაწმენდითა და ხელახლა აგებით.
  • საერთაშორისო: „სამარიტელის ქისა” სპეციალიზდება ომის, სტიქიური უბედურების და შიმშილობით დაზარალებული ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მსოფლიოს ყველაზე მშფოთვარე რეგიონებში და ხშირად ადგილობრივი ეკლესიებისა და მსახურების პარტნიორობის მეშვეობით მოქმედებს. ბოლოდროინდელი საქმიანობა მოიცავს გადაუდებელი დახმარების გაწევას იაპონიის ცუნამით დაზარალებულთათვის; სამედიცინო დახმარების, თავშესაფრის, საკვებისა და წყლის მიწოდებას ჰაიტის მიწისძვრის მსხვერპლთათვის და საკვებით მომარაგებას ჩრ. კორეის მასობრივი წყალდიდობების საპასუხოდ.
  • გამოკვების პროგრამები: სამარიტელის ქისა ასევე ამოქმედებს პროგრამებს დამშეული ბავშვების სამკურნალოდ და ფართომასშტაბიან დისტრიბუციას ახორციელებს კატასტროფების, შიმშილობებისა და ომებისგან დაზარალებულთა გამოსაკვებად, სუდანელი ლტოლვილებისთვის საკვების საჰაერო ტრანსპორტით მიწოდების ჩათვლით.

ჯანმრთელობის დაცვა:

  • მსოფლიო სამედიცინო მისია: „სამარიტელის ქისის” სამედიცინო დახმარება ყოველ წელს გზავნის ასობით მოხალისე ექიმს, დანტისტს და სხვა სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს მოკლევადიანი მსახურებით მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ჰოსპიტლებსა და კლინიკებში. მსოფლიო სამედიცინო მისია ასევე უზრუნველყოფს ოკეანისგაღმა საავადმყოფოების აღჭურვას აუცილებელი სამედიცინო მოწყობილობით და მასალებით.
  • ბავშვთა გულის პროექტი: ამ პროექტით გათვალისწინებულია ბავშვების ჩამოყვანა ჩრდილოეთ ამერიკაში სიცოცხლისთვის აუცილებელი გულის ოპერაციების ჩასატარებლად, რაც მათ მშობლიურ ქვეყანაში შეუძლებელია. დღესდღეობით “სამარიტელის ქისამ” ორგანიზება გაუკეთა ქირურგიულ ოპერაციებს გულის დეფექტის მქონე 900-ზე მეტი ბავშვისთვის.
  • დაავადებები: „სამარიტელის ქისა” ებრძვის მალარიას, ტუბერკულოზს, აივ/შიდს-ს და სხვა ეპიდემიურ დაავადებებს სამედიცინო მზრუნველობის და მომსახურების, ჰიგიენური პროექტების, პრევენციული განათლებისა და თანაგრძნობით სავსე დახმარების მეშვეობით.

მოძრაობა „საშობაო ბავშვი”:

  • მსოფლიოს ორი უდიდესი საშობაო პროექტი აგროვებს და არიგებს საჩუქრებით სავსე ფეხსაცმლის ყუთებს გაჭირვებული ბავშვებისთვის მთელ მსოფლიოში. 1993 წლიდან მოყოლებული 100 მლნ. ყუთი დარიგდა 130-ზე მეტ ქვეყანაში. პროექტი ყოველ წელს კრებს 100 000-ზე მეტ მოხალისეს შეერთებულ შტატებში.

მოძრაობა “განკურნე ჩვენი პატრიოტები”:

  • ეს პროგრამა შექმნილია აშშ-ის სამხედრო სამსახურის დაჭრილი და ინვალიდი წევრების ოჯახების განსამტკიცებლად: მისი მთავარი კომპონენტია “სამარიტელის ქოხი” ალიასკაზე, უდაბნოს გასვლა, რომელიც ბუნებაში აქტივობებსა და ბიბლიაზე დაფუძნებული ქორწინების შემსწავლელ გაკვეთილებს სთავაზობს მათ.
  • ცხოველები, მიწათმოქმედება და საარსებო წყარო: „სამარიტელის ქისა” მრავალი ქვეყნის ოჯახებს ყოველდღიური საკვების და მასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს თესლით, ხელსაწყოებითა და შინაური პირუტყვით მომარაგების მეშვეობით. პროგრამა ასევე მოიცავს წვრთნას, რომელიც ბენეფიციარებსა და თემებს საარსებო მინიმუმის მოპოვებიდან მყარ განვითარებაზე გადასვლაში ეხმარება.

სამშენებლო პროექტები:

  • „სამარიტელის ქისა” აგებს სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს და ეკლესიებს სტიქიური უბედურების, სიღარიბისა და ომის გამო დაზარალებულ თემებში.
  • წყალი, სანიტარული ჰიგიენა: “სამარიტელის ქისის” სუფთა წყლის პროგრამები უზრუნველყოფს სუფთა სასმელ წყალს ასობით ათასი ადამიანისთვის 25-ზე მეტ ქვეყანაში ჭების და წყლის ფილტრების დაპროექტებით სახლებსა და თემებში ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შესახებ განათლებასთან ერთად.

 

P.S „სამარიტელის ქისა” უკვე მრავალი წელია ქართველ ბავშვებსაც ახარებს საჩუქრებით, მისი წარმომადგენლობის – ორგანიზაცია „მეგობრული საჩუქრის” მეშვეობით საქართველოში და ასევე აქტიურად უდგას იმ ხალხს გვერდში, რომელებიც მის დახმარებას საჭიროებენ…

ჩატვირთვა...