საგალობლის მეშვეობით გათავისუფლებული მძევალი

0 65

2014 წლის 31 მარტს ატლანტაში ჯეორჯიას შტატში გაიტაცეს 10 წლის ვილი მაირიკი, რომელიც გზაზე მიდიოდა.

გამტაცებელმა ფულით მოიტყუა თავისთან მაირიკი და როდესაც იგი მიუახლოვდა დაიჭირა და ჩააგდო თავის მანქანაში.

გამტაცებელი ატარებდა მანქანას დაახლოებით 3 საათი, მაირიკი კი მთელი ეს დრო მღეროდა საგალობელს „მთელი დიდება“ (“Every Praise”) სანამ გამტაცებელი არ გაბრაზდა და უთხრა, რომ გადასულიყო მანქანიდან.

მაირიკმა თქვა, რომ გამტაცებელი უყვიროდა შეურაცმყოფელი სიტყვებით, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ ბიჭი არ გაჩუმდა.

„მან გააღო კარი და გადმომისროლა, მითხრა რომ არავისთვის მომეყოლა,“ ამბობს მაირიკი.

ამ ამბის მოსმენის შემდეგ, თუ როგორ იხსნა ამ სიმღერამ მაირიკის სიცოცხლე, სიმღერის ავტორი, მგალობელთა გუნდის წევრი იეზეკია ვოლკერი ნიუ-იორკიდან ატლანტაში წავიდა ამ ბიჭის სანახავად.

მაირიკის გამტაცებელი ჯერ კიდევ ძებნაშია, მაგრამ პოლოციამ უკვე გამოსცა ეჭვმიტანილის სავარაუდო პორტრეტი.

წყარო

ჩატვირთვა...